FСI-ის მიხედვით მიეკუთვნება: ჯგუფი I. მწყემსი და საქონლისმრეკავი ძაღლები, გარდა შვეიცარიულისა;
სექცია II. მწყემსი ძაღლები
სტანდარტის ნომერი: 332
სიმაღლე მინდაოში: ხვადი მინიმუმ 65სმ, ძუ_ 60 სმ. ზედა ზღვარი არ არის ფიქსირებული.
წონა: ხვადი მინიმუმ 26კგ. ძუ 20კგ.
1955 წელს ჯერ კიდევ სოციალისტურ ჩეხოსლოვაკიაში დაიწყო ბიოლოგიური ექსპერიმენტი. მისი მიზანი იყო შეექმნათ ჯიში, რომელიც საკუთარ თავში გააერთიანებდა მგლის მებრძოლ ხასიათს ძაღლის გონიერებასა და ერთგულებასთან. საბოლოოდ უნდა მიეღოთ იდეალური ძაღლი ჯარისკაცებისთვის. რომელსაც უნარი ექნებოდა ემსახურა საზღვარზე. ის უნდა ყოფილიყო გამორჩეულად ჯანმრთელი, ამტანი, გონიერი, მაგრამ არა ძალიან ძლიერი და ყველაზე მთავარი_ჯიშს უნდა შეძლებოდა ადაპტირება სახლში ცხოვრებასთან.
იდეის სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი იყო კარლ ჰართლი. ახალი ჯიშის შექმნის სამუშაოები მიდიოდა ლიბეიოვიცში. ერთმანეთს აჯვარებდნენ, როგორც კარპატულ ძუ მგელს და ხვად გერმანულ ნაგაზს, ასევე ძუ ნაგაზსა და ხვად მგელს. მიღებულ ჰიბრიდებს კი დეტალურად სწავლობდნენ. თითქმის საუკუნი მეოთხედი დასჭირდა ჯიშის სისუფთავის მიღწევას. ოფიციალურად აღიარეს 1989 წელს.
დღეისათვის ჩეხოსლოვაკიური მგელძაღლი გერმანული ნაგაზის 10% და კარპატული მგლის 90% სისხლს ატარებს. ის გარეგნულად ძალიან ჰგავს მგელს. აღსანიშნავია,რომ ის ყეფასაც რთულად სწავლობს. არის შესანიშნავი მორბენალი. მისი მოძრაობა მსუბუქია და ჰარმონიული. შეუძლია შეუსვენებლად ირბინოს დაახლოებით 8 საათის განმავლობაში 10-13კმ/სთ სიჩქარით. ისინი შექმნილები არიან იმისთვის, რომ დაიცვან და შესანიშნავად უმკლავდებიან ამ ამოცანას. აქვს ელვისებური რეაქცია. ხროვის ძაღლია და თავისუფლება უყვარს. არ შეიძლება მათი დაბმა ან ვოლიერში ჩაკეტვა, ხანგრძლივად მარტო დატოვება. ამ დროს ის უმართავი და აგრესიული ხდება. შეუძლია იცხოვროს ოთახშიც და ეზოშიც. აქვთ ძლიერი სოციალური დამოკიდებულება არა მარტო პატრონთან, არამედ მთელს მის ოჯახთან. პრივილეგიას აძლევს ბავშვებსა და ლეკვებს. ადვილად ეგუებიან ცხოვრებას სხვა ცხოველების გვერდით, მაგრამ შესაძლოა პრობლემა წარმოიშვას უცხო ცხოველებთან შეხვედრისას. ბუნებით მშვიდია და ეს იმ ძაღლებსაც ეხებათ, რომელთა სწორი სოციალიზაცია დროულად ვერ მოხერხდა.აქვს კარგად განვითარებული მონადირის ინსტიქტი და მახვილი ყნოსვა, ამიტომ საჭიროა სეირნობისას მათი მკაცრი კონტროლი. უყვარს თამაში, არიან ტემპერამენტულები. ყურადღებით აკვირდებიან პატრონს და კარგად სწავლობენ მის სუსტ და ძლიერ მხარეებს. ჭკვიანია და ყველაფერი ესმის, მაგრამ თავნება ხასიათის გამო მათი გაწვრთნა ადვილი არ არის. წვრთნისას ავტორიტეტი და მოტივაცია სჭირდება. აუცილებელია ლეკვის ადრეული სოციალიზაცია.
აქვს მართკუთხა ფორმატის კორპუსი,სიმეტრიული თავი, შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა ზომიერადაა გამოხატული. ცხვირი შავია და ოვალური ფორმის. თანკბილვა მაკრატლისებრი აქვს ან მარწუხისებრი. თვალები საშუალო ზომის აქვს, ქარვისფერი. ყურები აცქვეტილი აქვს, სამკუთხა ფორმის, მოკლე. კუდი მაღლა აქვს დასმული და ვერტიკალურად დაბლა დაშვებული. აღგზნებისას სწევს მაღლა ნამგლისებრად მოხრილს. ბეწვი სწორი აქვს და სქელი. თივთიკიც სქელია. ბეწვის შეფერილობა მერყეობს მოყვითალო ნაცრისფერიდან მოვერცხლისფრო-ნაცრისფრამდე დამახასიათებელი ღია ფერის ნიღბით.
მძუნაობა აქვს წელიწადში ერთჯერ. საშულაოდ შობს 6-7 ლეკვს. არის გამორჩეულად ჯანმრთელი, თუმცა მიდრეკილება აქვს მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისკენ. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 12-15 წელია.
არიან ეს ძაღლები საქართველოში???????????????
This post has been edited by MITIATO on 6 Oct 2011, 20:31
მიმაგრებული სურათი