გრაფიკზე კარგად ჩანს რომ "წინააღმდეგობის ხაზი" 2.7850 -ზე გადის, სები შედის დოლარით (ქართულად როგორ არის არ ვიცი, შეიძლება "მხარდაჭერის ხაზი").
თუ შიდა პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციით ბაზრის დარწმუნება ვერ მოახეხეს, დოლარების შეყრით ამას ვერ დაიჭერენ,
დედა ეტირება ამ "წინააღმდეგობის ხაზს" და გავარდება ლარი ზემოთ.
პ.ს. ბაზარს ასეთი თვისება აქვს კიდევ (თითქმის უტყუარი), რაც უფრო ხშირად ურტყამს კურსი წინააღმდეგობის ხაზს გასარღვევად, ბოლოს თუ გაარღვია მით უფრო შორს გარბის კურსი. ზამბარასავითაა.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)