აბასთუმნის ობსერვატორიააბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, დღეს საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია, პირველი სამთო ობსერვატორიაა ყოფილ საბჭოთა კავშირში და ახლაც მუშაობს და ფუნქციონირებს თავისი ძირითადი პროფილის შესაბამისად, რასაც სულ ახლახან განათლების სამინისტროს სამეცნიერო პროექტების კონკურსში გამარჯვებული რამდენიმე(4) პროექტიც აჩვენებს. ამასთან, თუ არ ვცდები 3 და დანამდვილებით 2 მათგანი აბასთუმანში დაკვირვებების გაგრძელება-განახლებას მოიცავს...
ცოტა ხნის წინ, როგორც უმეტესი წამყვანი ობსარვატორიები მსოფლიოში, ჩვენი ობსერვატორია გაერთიანდა ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტთან, რეალურად დაიწყო ძვრები დარგის ხელშეწყობის და განვითარებისთვის...
რაც შეეხება ასტრო-კლიმატს, პირველი და მთავარი ამ შემთხვევაში არის ატმოსფეროს გამჭვირვალობის საკითხი, ერთერტი მაჩვენებელია ატმოსფერული ფენების მდგრადობა, თუ იქ მყოფი ადამიანი დაუკვირდება ღამით მოწმენდილ ცას, შეამჩნევს რომ ვარსკვლავები ცაზე არ ციმციმებენ, ანუ მათგან წამოსული სინათლე მარტივად რომ ვთვა, "არ მახინჯდება"...
ეს მცირე რამ რაც შეიძლებოდა ობსერვატორიის შესახებ თქმულიყო... ამომწურავი ინფორმაციისთვის გთავაზობთ საუკეთესო ვარიანტს, თავად ესტუმროთ ობსერვატორიას და მოისმინოთ ადგილზე მომუშავეთა თუ მაცხოვრებელთაგან მრავალი საინტერესო და სახალისო ამბავი
ობსერვატორიის სურათები და ხედები.