#59346465 · 23 Jun 2022, 15:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კროსოვერს ან SUV-ს (ანუ შეცდომით და არასწორად "ჯიპს" რასაც ეძახიან ჩვენთან) უნივერსალს როგორ შევადრი, თუმცა allroad გაუმჯობესებული უნივერსალია გამავლობის თვალსაზრისით მაგრამ ჩემი აზრით საქართველოს გზებზე მაინც თავის დაზღვევა ჯობია და კროსოვერი უპირობოდ მირჩევნია.
გზაც კიდე რაც არ უნდა კარგი იყოს, თოვლში, თოვლ-ჭყაპში, ტალახში, წვიმაში ან სოფლის გრუნტის გზაზე სედანით, რაც არ უნდა 4x4 იყოს, სულ იმის შეგრძნება მრჩება, რო აი ან ახლა ჩავეფლობი ან ახლა, მით უმეტეს, თუ ხალხიც მიზის და ბარგიც მიდევს, ხო საერთოდ და კროსოვერი სულ სხვა განზომილება და სამყაროა.
სხვა ბაზარია აუდის კაპოტი და სავალი ნაწილი - 2000 წლიდან მოყოლებული აუდიზე, ბეემვეზე, ფოლკსვაგენზე, პეჟოზე და რენოზე პრეტენზიული, სუსტი და არასაიმედო მანქანა მე სხვა არ გამიგია (თბილისის სტატისტიკით, ყ. შ.). თუ ეგ Q5 და Allroad რამით გამოირჩევა და განსხვავდება დანარჩენი აუდიებისგან, არ ვიცი.
ფორმა-ფაქტურით ულაპარაკოდ კროსოვერს გირჩევ ოღონდ 4x4-ს და არა მხოლოდ ერთღერძიან წამყვანს.
--------------------
ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული და თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინვებული -- ბეთჰოვენის მეცხრეს ფინალი ხომ არა გაქვთ, კარაიანის შესრულებით და ნიკას დირიჟორობით? © Johnnie Walker
|