"ჰოი წმინდაო გულუბრყვილობავ"
ლეგენდის თანახმად ეს არის იან ჰუსის უკანასკნელი სიტყვები ცეცხლმოკიდებულ კოცონზე,
რომელიც წარმოსთქვა მაშინ, როდესაც დაინახა თუ როგორ უკეთებდა წყევლაკრულვით შეშას ცეცხლში უბრალო ღარიბი გლეხის ქალი,
ის, ვისი უკეთესი ცხოვრებისთვის ბრძოლის გამო დაწვეს ჰუსი ცეცხლზე.
აქ კითხვა იმაში კი არ არის, მასიურად საიდან მოდიან ასეთი ბნელები?
ისინი რომ არ იყვნენ არც მათი გადარჩენისთვის ბრძოლა იქნებოდა საჭირო.
კითხვა ისაა:
ჰუსს,... ზვიადს,... ილიას,... ქრისტეს, ... ამირანს... რა ძალა ამოძრავებთ?
სანამ მეტყვით მიშას მაგათ როგორ ადარებო: გეტყვით რომ იგივეს ამბობდით ჰუსზე, ზვიადზე, ილიაზე, ქრისტეზე, პრომეთე/ამირანზე...
კი: თქვენ მოგწონთ წარსულში რომ ვიღაცამ გადაგარჩინათ, მაგრამ აწმყოში არ გსურთ გადარჩენა, რადგან რომ გადარჩე კომფორტის ზონიდან უნდა გამოხვიდე,
კი, კი: გადარჩე, ნიშნავს შეწყვიტო ისე ყოფნა როგორც აქამდე იყავი და იმ მომენტიდან სხვანაირი ყოფა გააგრძელო...
რა უცნაურია არა?
კაცობრიობის ისტორიაში მასას ყველაზე მეტად მისი დასახსნელად მოსულები ეზიზღება სანამ გაუგებს?
და ეს გაგება ამ უკანასკნელებს კარგა ძვირი უჯდება.
P.S.
მართლა, პეტიციას ხელი მოვაწერე, მიშას კი მართლა არავის ვადარებ, მიუხედავა იმისა, რომ ჯერ ბევრი რამე აქვს დასამტკიცებელი და ანგარიში მის მხარეს სულაც არაა,
ეს თავისი გზაა, თვითონ აირჩია - არავის დაუძალებია, მაგრამ ამ 0-ებთან მისი შედარება მაინც არ შეიძლება
მე ჩემს ბნელ სულში ჩავიხედე და ზუსტად ვიცი:
უფლება აღარ მაქვს არ ვაპატიო (ისევე როგორც, წლების წინ რაღაც მომენტში რაც ჩაიდინა იმის პატიების უფლება არ მქონდა)...
სხვამ მის ბნელ სულში ჩაიხედოს.
ყველაფერი ფარდობითია, მაგრამ მიუღებელი იყოს მიშა და მისაღები იყოს ეს გამყიდველების ფარა, ეს იგივეა:
- 2 სექტემბერს ძალოვანი პროვოკატორის მიერ ჰაერში (სავარაუდოდ) გასროლილი ტყვიის გამო - გამსახურდიას ჩაუშესკუს ეძახდე,
- და 3 იანვარს მიტინგის დახვრეტისთვის, ჯაბას - ვაშკაცს.
იგივეა...
ან ბრმა ხარ რომელიც საკუთარ შეცდომებზეც ვერ სწავლობს,
ან....
ჯანდაბას, ვიტყვი ბოლომდე: მაშინაც ფარისეველ, ჩუჩუმელა სავოკად ქცეული ნაქართველარი იყავი და ახლაც ის ხარ...
ძალიან დაკვირვებულებისთვის გავიმეორებ, მე არ მითქვამს მისაღები იყოს მიშა, არამედ:
თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას ...© კ. გამსახურდია
სიცილი მონის უკანასკნელი ბასტიონია. © ნიცშე.