#61267339 · 17 May 2024, 23:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE | თეთრი წყაროს რაიონი აბრამეთი ჩემი პირველი ალპინარიუმი |
სუკულენტების მოყვარული სულაც არა ვარ, თუმცა ალპინარიუმი ლამაზია და მაგარი! რესპექტ! pamplonaQUOTE | არის რამე ბალახი ისეთი, რომ პირდაპირ დავყარო და მოერიოს არსებულს? დააპაუზოს არსებული? |
თავად ის მოთიბული ბალახი უნდა დააყარო ანუ მულჩირება გაუკეთო. რაც უფრო სქლად დააყრი, მით უფრო დიდხანს შეაფერხებს ბალახის ზრდას.
QUOTE | ნერგებს ახლასიცივე უნდოდა? |
არაფერს არ უნდა ეს სიცივე. ხილი უკვე ლამის სულ ჩამოყარა ძირს. არადა, ყვავილობაში გადაპენტილი იყო. ვამბობდით, ყინვებს გადავურჩით და წლეულს ხილი გვექნებაო, მაგრამ აჰა! ბოლო 7-8 წელიწადია, ასე აპრილის ბოლო-მაისი სიცივეები გვისპობს ხილს. რაც გადარცება, იმას კიდე ფაროსანა დაესევა და ვართ ასე. მშვიდობაში, გახარებაში, კვლავაც ბევრი შეგეძინოს. კარგი რამეებია. Master_Nick
QUOTE | მე ჩემსკენ ნეკერჩხალი ვერაფრით ვერ გავახარე, სავარაუდოდ მშრალი ჰავის გამო და მაინტერესებს თქვენსკენ როგორ გაიზრდება, |
დასავლეთში თავისუფლად იზრდება ნეკერჩხალი. მეც მაქვს ეზოში რამდენიმე ძირი.
--------------------
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი. "ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი. "ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".
|