სალამი.
ამაზე სად შეიძლება დავწერო, რომ რეაგირება მოყვეს?
რუსთავიდან რომ ფონიჭალაში შედიხარ, ავტობანის ბოლოს ეგ შუქნიშანია...
1 ნომრით აღწერილი ნიშნები არის ავტობანის შუქნიშანი.
2 ნომრით აღწერილი არის გამოსახვევიდან გამოსასვლელი შუქნიშანი, რომელიც ირთვება პირველი შუქნიშნის გამორთვის შემდეგ, ხოლო მესამე შუქნიშანი ირთვება მეორე შუქნიშნის გამორთვის შემდეგ.
პრობლემა რაშია ეხლა...
როდესაც ავტობანის მოძრაობა ჩერდება ანუ ითიშება 1 შუქნიშანი ხდება სასწაულები...
მესამე შუქნიშნის მოძრაობა და ასევე მარჯვენა მხრიდან მოძრაობა (იქით ნომრები არ დავაწერე) იწყებს მოძრაობს და არ ელოდება მეორე შუქნიშნის გაწითლებას... ხდება არეულობა და აჯაფსანდალი... 4-5 ჯერ ლამის დამამტვრიეს უკვე...
ასევე ყვითლად მონიშნულ ადგილზე ჩერდებიან ფონიჭალიდან გამოსული მანქანები, რომ როდესაც ავტობანი შეჩერდება გადაუხვიონ საპირისპირო მხარეს... ეგენი საერთოდ არც 2 და 3 შუქნიშანს არ აქცევენ ყურადღებას.
კამერა აყენია, თუმცა ეს როგორც მივხვდი სიჩქარის კამერაა, რომელიც ავტობანზე მოქმედებს.
კარგად დასახაზი და დასარეგულირებია მანდ საკითხი + კამერებია დასაყენებელი...
დღეს მესამე შუქნიშანზე ვიდექი და ველოდები მწვანეს, როდესაც უკიდან მანქანამ გადამასწრო და ლამის დაიმტვრა... წინ ბავშვი ეჯდა და ტორპედოს მიაკრა რასაც ქვია სწრაფი ტორმუზისას...