Code Geass: Lelouch of the Rebellion / კოდ გეასი: ლულუშის აჯანყება ალტერნატიული ისტორია:კოდ გეასის სამყაროს ისტორია განსხვავდება რეალურისგან. პირველ რიგში ცნობილი ბრძოლების განსხვავებული შედეგებით. ამერიკის აჯანყება დამარცხდა იორკთაუნის ალყის დროს, რამაც ხელი შეუწყო ამერიკის შეერთებული შტატების ნაცვლად საღვთო ბრიტანიის იმპერიის ჩამოყალიბებას. ასევე განსხვავებები არის საკურადიტისა (მინერალი) და სისისნაირი უკვდავების გამოჩენა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება არის წელთაღრიცხვა, რომელიც ამ სამყაროში გამოიყენება. ბრიტანია იყენებს კალენდარს, რომელიც დაფუძნებულია პირველი კელტი მეფის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების თარიღზე, ასევე ცნობილი როგორც ბრიტანიის სამეფო ტახტზე ასვლა (A.T.B.). ეს მოვლენა მოხდა ძვ. წ. 55 წელს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი კალენდარი ჩვენსაზე 55 წლითაა წინ. აქედან გამომდინარე კოდ გეასში მიმდინარე მოვლენები მათი კალედარით ხდება 2017-2018 წლებში, რეალურად კი - 1962-1963.
როდესაც ევროპაში რევოლუციებმა პიკს მიაღწიეს, ბევრი უძველესი მონარქია დაეცა, მაგრამ ჰენრი X-მ შეინარჩუნა აბსოლუტური მონარქია. ყველაზე მნიშვნელოვანი რევოლუცია ამ პერიოდში მოხდა საფრანგეთში, რომელიც საბოლოოდ ნაპოლეონ ბონაპარტის მმართველობის დასრულდა. სწორედ ნაპოლეონს მიუძღვის დიდი წვრილი საღვთო ბრიტანიის იმპერიის შექმნაში. ტრაფალგარის ბრძოლის დამაჯერებელმა გამარჯვებამ ნაპოლეონს ბრიტანეთის კუნძულებზე შეჭრის საშუალება მისცა, რაც საბოლოოდ ლონდონის ოკუპაციით დასრულდა. 1807 წელს ამ ყველაფერმა ელიზაბეთ III იძულებული გახადა ედინბუგში გაქცეულიყო, სადაც ადგილობრივმა რევოლუციორმა ჯგუფმა შეიპყრო იგი და აიძულა ტახტიდან გადადგომა. ასე დასრულდა მონარქია ბრიტანეთის კუნძულებზე. ეს მოვლენა ცნობილია როგორც "ედინბურგის დამცირება" (რეალურად ფრანგულმა ფლოტმა სრული კრახი განიცადა ტრაფალგარის ბრძოლაში. ინგლისელებს ადმირალი ნელსონი ხელმძღვანელობდა).
მიუხედავად ყველაფრისა სერ რიკარდო ბრიტანიელმა, ბრიტანიის ჰერცოგმა, და მისმა მეგობარმა სერ რიჩარდ ჰექტორმა, პირველმა რაინდმა, მოაწყეს ელიზაბეთ III-სთან ერთად გაქცევა ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიებში. 1813 წელს ელიზაბეთ III უშვილოდ მოკვდა. სიკვდილის წინ მან მემკვიდრედ რიკარდო ბრიტანიელი დაასახელა.
მიუხედავ იმისა, რომ ნაპოლეონმა მთლიანად დაიპყრო ბრიტანეთის კუნძულები ის მაინც დამარცხდა ვატერლოს ბრძოლაში 1821 წელს (რეალურად 1815 წელს გაიმართა ეს ბრძოლა). იგი დაიღუპა საფრანგეთისკენ გზაში. არსებობს მოსაზრება, რომ ის ელიზაბედ III-ს მომხრეებმა მოწამლეს (ამ უბედურს რა ყველა რეალობაში წამლავენ ). მას შემდეგ რაც ნაპოლეონის იმპერიული გეგმები ისტორიას ჩაბარდა, ევროპაში ჩამოყალიბდა ახალი იმპერია დემოკრატიული იდეოლოგიით, რამაც საბოლოოდ ევრო კავშირის ჩამოყალიბება გამოიწვია. დროთა განმავლობაში ევრო კავშირის შემადგენლობაში შევიდა მთელი ევროპა, მთლიანად რუსეთის ჩათვლით, და აფრიკა. საუკუნეების განმავლობაში ევრო კავშირი იყო მოსისხლე მტერი ელიზაბეთ III-ის მიმდევრების ჩრდილოეთ ამერიკაში.
მთლიანად ისტორია მსოფლიოს ძველი პოლიტიკური რუკა: აღწერა:ანიმეში მოქმედება ხდება ალტერნატიულ რეალობაში ბრიტანიის იმპერია მსოფლიოს მესამედს იპყრობს თავიანთი საბრძოლო მანქანების ძალის მეშვეობით. იაპონია დაპყრობილია და სახელშეცვლილი. მას მოიხსენიებენ როგორც ზონა 11-ს, სადაც თავის პატარა დასთან ერთად ცხოვრობს უფროსკლასელი ლულუში იმპერატორის გაძევებული შვილი, რომელმაც დაკარგა დედა და ტახტზე უფლება. ის განსხვავდება თავისი თანატოლებისგან არა მარტო წარმომავლობით, არამედ ნიჭითაც. მოულოდნელად ლულუში აღმოჩნდება ჩათრეული იაპონელ ტერორისტებსა და ბრიტანიელ ჯარისკაცებს შორის მომხდარ შეტაკებაში, სადაც ხვდება მისტიურ გოგონას სისის. იგი აძლევს ლულუშს განსაკუთრებულ შესაძლებლობას გეასს, რომლის საშუალებით შეუძლია ადამიანის დაიმორჩილება. ის მალავს თავის სახეს ზეროს ნიღბის ქვეშ და უერთდება იატაკქვეშა მოძრაობას ბრიტანიელებზე და მამამისზე შურისძიების მიზნით. მას უწევს ორმაგი ცხოვრება როგორც ზეროს და როგორც აკადემიის ჩვეულებრივ სტუდენტს.
ამ ანიმეში გაერთიანებულია მექა-ბოევიკის, პოლიტიკური დეტექტივის და სასკოლო დრამის საუკეთესო ტრადიციები. პირველი სეზონში ნაჩვენებია ლულუშისა და მის საუკეთესო მეგობარს შორის დაპირისპირება, რომელიც იმპერიის მხარეზე დგას და აპირებს მის შეცვლას შიგნიდან. თავის მხრივ ლულუში ცდილობს შექმნას სამყარო სადაც მისი და თავს ბედნიერად იგრძნობს.
მსოფლიოს პოლიტიკური რუკა 1963 წლისთვის:გადმოსაწერი ლინკები:პირველი სეზონიმეორე სეზონიპერსონაჟები:ლულუში:
სუზაკუ:
C.C.:
კალენი:
შნაიზელი:
ნანალი:
ეუფემია:
კორნელია:
ჯერემაია:
ტოდო:
შირლი:
მილი:
ლოიდი:
ნინა:
როკშატა:
ოგი:
რივალზი:
ჩარლზი:
როლო:
ტამაკი:
ვილეტა:
This post has been edited by Nickboy on 16 Feb 2013, 19:13