გაიხსნა გლაზგოს "სელტიკი"-ს ფან კლუბი.აქ დავწეროთ ყველაფერი
ამ დიდებული კლუბის შესახებ.
მცირე ინფორმაცია ამ გუნდის შესახებ:
ეს კლუბი კათოლიკეების,გლაზგოს ღარიბი,ირლანდიური წარმოშობის მცხოვრებების შორის სარგებლობდა და დღესაც სარგებლობს დიდი მხარდაჭერით."გლაზგო რეინჯერსი" კი შოტლანდიის დედაქალაქში
მცხოვრები ყველაზე მდიდარი ოჯახების,ინგლისის ერთგული
ფენების წარმომადგენელი იყო.ამ ორი კლუბის დაპირისპირებას რელიგური,ეთნიკური და კლასობრივი საფუძველი აქვს.კათოლიკე
ფეხბურთელი Huns-ებმა (ასე იწოდება "რეინჯერსი"სელტიკის
გულშემატკივრების მიერ) საკუთარ რიგებში პირველად 1989 წელს გადაიყვანეს,ხოლო "სელტიკი"-ს ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელი ჯოკ სტაინი,რომელმაც გუნდს შოტლანდიის ჩემპიონატი ზედიზედ ცხრაჯერ (1966-1974) მოაგებინა და ამასთან ერთად 1967 წელს ლისაბონში მილანის "ინტერის" დამარცხებით
ევროპის ჩემპიონთა თასის მომგები პირველი ბრიტანული კლუბი
გახადა,პროტესტანტი იყო.ამისდა მიუხედავად მას კლუბის ყველა
გულშემატკივარი თბილად იხსენიებს."სელტიკის" კარი ყოველთვის
ღია იყო ყველა ეროვნების,რელიგიის და რასის ადამიანებისათვის
და ეს ყოველთვის ასე იქნება.
ერთი მოკლე,მაგრამ საინტერესო ისტორია:გლაზგო რეინჯერსის" ბევრმა ფანმა მორის(მო) ჯონსტონის საყვარელ კლუბში გადასვლის ამბის გაგებისთანავე საკუთარი სეზონური აბონემენტი დაწვა,რადგან ეს ფეხბურთელი კათოლიკე იყო და რადიკალი პროტესტანტები ამ ფაქტმა უკიდურესად გააღიზიანა.
ამჟამინდელი მდგომარეობა
შარშანდელი სეზონის დამთავრების შემდეგ მარტინ ო'ნილის თანამდებობიდან წასვლის გამო გუნდის საჩემპიონო
პერსპექტივებს ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, ამ სეზონის მსვლელობამ კი ეჭვები გაფანტა და "სელტიკი" კვლავაც განაგრძობს იმის დამტკიცებას,რომ ის შოტლანდიის საუკეთესო
კლუბია.
This post has been edited by kalebind on 5 Nov 2005, 01:23