New York Rangersორიგინალი სახელწოდება:
New York Rangersსაშინაო არენა:
Madison Square Gardenზედმეტსახელი:
Blueshirtsდაარსების წელი:
1926დივიზიონი:
Atlanticკონფერენცია:
Eastern================================================
Stanley Cups:
4 (1927–28, 1932–33, 1939–40, 1993–94)კონფერენციის ჩემპიონები:
1 (
1993–94)
დივიზიონის ჩემპიონები:
5 (
1926–27, 1931–32, 1989–90, 1991–92, 1993–94)
======================================================================================
======================================================================================
ნიუ იორკ რეინჯერსი (New York Rangers) არის ყინულის ჰოკეის პროფესიონალური გუნდი, რომლის სათამაშო ბაზაც მდებარეობს New York City-ში, New York-ის შტატში (USA). რეინჯერსი ეკუთვნის ატლანტიკის დივიზიონს და აღმოსავლეთ კონფერენციას ნაციონალურ ჰოკეის ლიგაში (National Hockey League [NHL]). საშინაო თამაშებს მართავენ მსოფლიოს ყველაზე ცნობილ არენაზე - მედისონ სკვერ გარდენში (Madison Square Garden). რეინჯერსი არის ერთერთი უძველესი გუნდი NHL-ში. ასევე არის წევრი ორიგინალი ექვსეულისა (Original Six) შემდეგ გუნდებთან ერთად: Detroit Red Wings, Toronto Maple Leafs, Montreal Canadiens, Boston Bruins და Chicago Blackhawks. რეინჯერსი იყო პირველი ამერიკული გუნდი NHL-ში, რომელმაც სტენლის თასი (Stanley Cup) მოიგო 1927-1928 წლებში.
=========================================================================================================================================
=========================================================================================================================================
გუნდის ყველა დროის კაპიტნები============================================
გუნდის ფორმის ევოლუცია=============================================================
რეინჯერსის პირველი 16 წელი!» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
1926 წელს უკვე პოპულარული იყო ჰოკეი მედისონ სკვერ გარდენში, მაგრამ მაშინ მაყურებლების არჩევანი ლურჯმაისურიანები არ იყვნენ. იმ დროისთვის NHL-ის სხვა გუნდი - New York Americans მოსწონდა ბევრ ჰოკეის მოყვარულს.
New York Americans , რომლებიც ატარებდნენ ვარსკვლავ-ზოლებიან მაისურებს ისევე როგორც თითქმის ამერიკის დროშაზეა გამოხატული, ამტკიცებდნენ რომ MSG (Madison Square Garden) იდეალური ადგილი იყო ჰოკეისთვის. მედისონის მაშინდელმა პრეზიდენტმა "ტექს" რიკარდი (“Tex” Rickard) მიხვდა, რომ უკვე დრო იყო NY-ში ჰოკეის გუნდი ჩამოეყალიბებინა რომელიც MSG-ის კუთვნილებაში იქნებოდა. ჰოკეის ლიგასთან ინტენსიური თანამშრომლობის შემდეგ, რიკარდმა მიაღწია იმას, რომ 1926-1927 წლებში გუნდი შექმნა.
რიკარდმა იცოდა, რომ ყინულზე სათამაშოდ ძლიერი გუნდი უნდა შეექმნა, რადგან მის გუნდს კონკურენცია გაეწია ამერიკული გუნდებისთვის და მოეპოვებინა NY-ელების მხარდაჭერა. კლუბის შესაქმნელად მან გუნდში მოიხმო იმ დროის ერთერთ ჭვკიანი მწვრთნელი და ნათელი ფიგურა ჰოკეიში კონი სმიტი (Conn Smythe), ასევე დაარწმუნა, რომ ამ უკანასკნელს დაეტოვებინა თავისი თანამდებობა ტორონტოს უნივერსიტეტში და გადმობარგებულიყო NY-ში. რიკარდმა სმიტს სთხოვა ემოგზაურა ჩრდილო ამერიკაში და ეპოვა ყველაზე ნიჭიერი და მანამდე "აღმოუჩენელი" მოთამაშეები, რასაც შეძლებდა.
სმიტი აღმოჩნდა საჭირო ფიგურა გუნდის დაარსებისთვის. მხოლოდ ერთი ზაფხულის მანძილზე მან შეძლო ეპოვა ისეთი მოთამაშეები როგორებიც არიან
Frank Boucher და
Bill Cook, დიდების დარბაზის მცველი
Ivan ‘Ching’ Johnson და მეორე ხაზის შემტები
Murray Murdoch რომელიც ჰოკეიში გახდა პირველი "რკინის კაცი" რომელმაც 508 მატჩი ზედიზედ ჩაატარა.
როდესაც სმიტი დაკავებული იყო მოთამაშეების მოსაძებნად, სპორტული ჟურნალები გუნდს უკვე ეძახდნენ როგორც ტექსის რეინჯერებს (Tex’s Rangers). რიკარდისთვის ეს სახელი მშვენივრად ჟღერდა და ამიტომ გადაწყვიტა დაეტოვებინა ჟურნალისტების მიერ შერქმეული სახელი, ოღონდ მცირედი კორექტივები შეიტანა და გუნდს მხოლოდ რეინჯერსი (Rangers) დაარქვა, ასევე გადაწყვეტილება მიიღო რომ გუნდის სახელი ფორმაზე დიაონალურად ჰქონოდა დაწერილი (Rangers) რომელიც ამერიკულ გუნდებისგან გამოარჩევდა, იმ დროისთვის ყველას ჰორიზონტალურად ჰქონდა გუნდის სახელი დაწერილი. 1926-1927 წლის სეზონის დაწყებამდე სმიტმა დატოვა გუნდი რადგანაც უთანხომება მოუვიდა
გარდენის მენეჯმენტთან. რიკარდმა დაიწყო ძებნა დასავლეთ ბრიტანულ კოლუმბიაში, სადაც მიაგნო ჰოკეის პიონერს -
Lester Patrick-ს. მიუხედავად ამისა, სმიტმა და პატრიკმა საბოლოოდ მაინც ერთად შექმნეს გუნდის განაცხადი. პირადად პატრიკმა კი საფუძველი ჩაუყარა საჩემპიონო გუნდს.
მათ იცოდნენ რომ უნდა გამოსულიყვნენ ამერიკული ჩრდილიდან, ამიტომ რეინჯერსი დროს არ კარგავდა გამარჯვებებზე. ისინი ჩაეწერნენ საუკეთესო რეკორდით NHL-ში და ასევე საუკეთესო ლიგის ბომბარდირი
Bill Cook. შემდეგ წელს კი უფრო შორსაც წავიდნენ და მოიგეს პირველი სტენლი თასი. 1928 წლის ლიგის თასის მეორე თამაშის დროს Montreal Maroons-ის წინააღმდეგ იყვნენ, როდესაც 44 წლის
პატრიკმა გააკეთა განაცხადი და დადგა კარში ტრამვირებული
Lorne Chabot-ის მაგივრად, საბოლოოდ კი გუნდი გამარჯვებამდე მიიყვანა.
რენიჯერსმა ჩინებულად გაართვა თავი დაკისრებულ ვალდებულებებს 1928 წელს, როდესაც მათ მოიგეს სტენლი თასი არსებობის მეორე წელსვე, რაც მანამდე არცერთ გუნდს ჰქონდა გაკეთებული NHL-ში. რეინჯერსმა NY-ში სწრაფად მოიხვეჭა რეპუტაცია როგორც სუფთა მოთამაშე გუნდის. პატრიკის ტაქტიკის მიხხედვით, გუნდს ცნობილი გახდა როგორც "საუკეთესო გუნდი ჰოკეიში" (
the classiest team in hockey), რომელიც ასევე გავიდა ფინალში 4-ჯერ პირველი 6 წლის მანძილზე.
Bill Cook-ს დღემდე ეკუთვნის რეინჯერსის მაისურით 11 ჰეთრიკი კარიერის მანძილზე, ასევე მან მოიგო მეორე ტიტული გუნდთან ერთად 1932-1933 წლებში, როდესაც 1933 წლის ფინალის მეოთხე მატჩში შეძლო overtime-ში გოლის გატანა, სადაც დაეხმარა რეინჯერს გაემარჯვა 1-0 Toronto-ს წინააღმდეგ.
1930-იანების მოგვიანებით NY ჰყავდა ვარსკვლავების ახალი გუნდი. გუნდმა გადმოიბირა მეკარე
Davey Kerr-ი "Maroons"-იდან 1934 წელს და მცველი
Art Coulter-ი "Chicago"-ოდან 1936 წელს. ზუსტად ამ ორის დუეტზე აიგო მომავალი რეინჯერსის გუნდი.
სამი სეზონის მოგვიანებით 1939 წელს, რეინჯერს თითქმის არ დაჭირვებია დიდი დრო რომ სტენლის თასი უკან დაებრუნებინა NY-ში.
Neil Colville და
Bryan Hextall-ის მეთაურობით გუნდმა მესამეჯერ შეძლო 1940 წელს მოეპოვებინა სტენლი თასი, 2 წლის შემდეგ კი მოიგეს რეგულარული სეზონი, რომელიც სამეულის დიდი დამსახურებაა:
Bryan Hextall,
Phil Watson და
Lynn Patrick (ქვემოთ სურათზეც ესეთი თანმიმდევრობით არიან) რომლებიც ლიდერობდა ბომბარდირების ცხრილს. საუბედუროდ მეორე მსოფლიო ომმა შეძლო და დაშალა
Ranger All-Stars შემდეგი რამოდენიმე სეზონით.
პირველი 16 სეზონის მანძილზე, რეინჯერსი მხოლოდ ერთხელ ვერ გავიდა ფლეი ოფში და მხოლოდ ორჯერ დაამთავრა ასპარეზობა ლიგაში მესამე ადგილზე დაბლა. ასევე ამ 16 წლიანი პერიოდის მანძილზე, როდესაც რეინჯერსი იყო იმ ორი გუნდიდან ერთერთი რომელიც NY-ში ასპარეზობდა, რეინჯერსმა მოიგო 3 რეგულარული სეზონის ჩემპიონობა, დაასრულა მეორე ადგილზე 5 შემთხვევაში და დარჩენილ 6 შემთხვევაში მესამე ადგილზე. რეინჯერსის ღამეები გარდენში პოპულარული გახდა როგორც ხალხში, ასევე სპორტსმენებში, ბდოდვეის მსახიობებს და პოლიტიკოსებს შორის, რომლებიც ხშირად ესწრებოდნენ თამაშებს.
=============================================
ორიგინალი ექვსეული!» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
1942 წელს რეინჯერსი გახდა NY-ის ერთადერთი ჰოკეის გუნდი, რომელსაც ისინი შემდეგი 30 წლის მანძილზე ინარჩუნებენ კიდეც. NHL მხოლოდ 6 გუნდმა დატოვა რომ ებრძოლათ სტენლი თასისთვის 1942-1943 წლებიდან 1966-1967 წლებამდე, როდესაც თანამედროვე NHL გაფართოება დაიწყო. 6 გუნდი რომლებიც ეს ოქროს წლები თამაშობდნენ, ყოველთვის დარჩებიან ორიგინალურ ექვსეულად (Original Six), მიუხედავად იმისა, როდესაც ლიგა დაიწყო 1917 წელს რამოდენიმე გუნდი არ იყო წევრი (რეინჯერსის ჩათვლით).
სამწუხაროდ ოროგინალი ექვსეულის ერა არ იყო წარმატებული NY-სთვის. 1940-იან წლებში გუნდი იბრძოდა მარა საწადელს ვერ აღწევდა. 1943-1955 წლების მანძილზე რეინჯერსი ფლეი ოფში მხოლოდ ორჯერ გავიდა, მაგრამ 1950 წელს როდესაც ისინი მეორედ იყვნენ ფლეი ოფში, მთელი გზა გაიარეს ფინალამდე და Toronto-სთან მეშვიდე თამაშში დამარცხდნენ overtime-ში. ეს მატჩი წესით NY-ში უნდა ჩატარებულიყო MSG-ში მაგრამ იმ დროისთვის ცირკი ტარდებოდა და თამაშის ჩატარება ტორონტოში მოხდა.
სწორი მიმართულებით მუშაობამ და მოხერხებულმა ვაჭრობამ შედეგი გამოიღო და გუნდი აშკარად გაუმჯობესებისკენ წავიდა. დიდების დარბაზში
Andy Bathgate,
Dean Prentice,
Harry Howell,
Bill Gadsby და
Gump Worsley გუნდის ფლეი ოფში გაყვანა 1956 წელს.
Andy Bathgate გახდა გუნდის კაპიტანი და ლიდერობს გუნდს ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი რომელმაც მოახერხა გუნდთან ერთად ჰარტის თასის (Hart Trophy) მოგება 1958-59 სეზონში. ასევე
Harry Howell იყო აღიარებული როგორც ჰოკეის საუკეთესო მცველი და მიიღო ნორისის თასი (Norris Trophy) 1966-67 წელს.
================================
1960-1993 წლები » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
Bathgate და Howell ჯერ კიდევ გუნდის სიამაყედ რჩებოდნენ როდესაც გუნდს 1960 წელს მთავარ მწვრთნელად და გენერალურ მენეჯერად სათავეში
Emile Francis ჩაუდგა. შემდგომი 9 სეზონი გუნდი ფლეი-ოფში გავიდა მიყოლებით, რომელიც იმ დროისთვის ვერცერთმა NHL-ის გუნდმა ვერ შეძლო.
1971-1972 წლებში გუნდმა სეზონი 48-17-13 დაასრულა. ამ სეზონის მანძილზე
Hadfield გახდა პირველი რეინჯერსის ჰოკეისტი რომელმაც ერთი სეზონის მანძილზე შეძლო 50 გოლის გატანა. სეზონის დასასრულს კი რეინჯერსელებმა გაიგეს, რომ ახალი სეზონიდან მხოლოდ ისინი არ იქნებოდნენ წარდგენილი NY-დან, არამედ NHL-ს უკვე ახალი გუნდი დაემატა New York Islanders სახით, რომელიც ლურჯმაისურიანების ყველაზე დიდი მეტოქეც გახდა დროთა განმავლობაში.
მას შემდეგ რაც გუნდმა 1978 წელს მთავარ მწვრთნელად და გენერალურ მენეჯერად
Fred Shero დაიქირავა, გუნდმა სასწრაფოდ მოიყვანა გუნდში შვედი სუპერ ვარსკვლავი
Ulf Nilsson და
Anders Hedberg რომლებიც დომინირებდნენ ძველ WHA (World Hockey Association). მოგვიანებით ორივე მათგანი შეუერთდა
Phil Esposito-ს დიდების დარბაზს, სადაც ასევე იყვნენ
Ron Greschner,
Dave and Don Maloney,
Don Murdoch,
Ron Duguay და
Mike McEwenამ მოთამაშეებმა ფინალამდე მიაღწიეს და კანადის მონტრეალთან დამარცხდნენ. 1979 წლის ფინალში მოგზაურობა იყო მეორე, რომელიც რეინჯერსმა შეძლო 1978-1987 წლებში. ამ წლების მანძილზე გუნდმა არაერთი კოლორიტული და გულშემატკივრების სასურველი ჰოკეისტი დაიმატა, რომელთა შორის იყო მცველი
Barry Beck და
Reijo Ruotsalainen, ასევე ფორვარდი
Mike Rogers,
Mark Pavelich,
Pierre Larouche და
Jan Erixon. ამ ეპოქის დასასრულს რეინჯერსმა განწირული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც
Brian Leetch No. 2 დაცვაში აიყვანა მთლიანად 1986 წლის სეზონში.
1989 წელს როდესაც გუნდმა მთავარ მენეჯერად
Neil Smith დაიქირავა, რეინჯერსმა მართლაც რომ გადადგა პირველი ნაბიჯები რომელიც საბოლოოდ სტენლი თასით დასრულდა 1994 წელს.
Smith-ის უდიდესი ნაბიჯები გადადგა გუნდის წარმატებისთვის, როდესაც რეინჯერსმა თავისუფალ მოთამაშედ - ფორვარდი
Adam Graves აიყვანეს, რომელსაც შემდგომ
Mark Messier გადმოყვანაც მოყვა ედმონტონიდან.
Messier-მა სწრაფად მოახერხა იმედების გამართლება და გუნდს დაეხმარა
Hart Trophy-ს მოგებაში 1991-92 წლების სეზონში. რეინჯერსმა სეზონი კი მალევე დაასრულა, როდესაც
Pittsburgh-ის წინააღმდეგ ფლეი-ოფში ასპარეზობას მოულოდნელად გამოეთიშნენ.
========================================
ნანატრი Stanley Cup! » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
(
1994 წლის 17 ივნისს, რეინჯერსის ფანებს საშუალება ჰქონდათ ეზეიმათ დიდი ხნის ლოდინის შემდეგ Stanley Cup-ის გამარჯვება გმირების პარადზე)
1993-1994 წლის სეზონში რეინჯერსმა უმაღლეს საფეხურზე დაასრულა NHL რეგულარული სეზონი, ამის შემდეგ კი ეცადა მოეგო აღმოსავლეთ კონფერენცია და გამოუვიდა კიდეც..
Mark Messier-ის ჰეთრიკი მეექვსე თამაშში და
Stephane Matteau-ს დუბლი მეშვიდე თამაშში გუნდს დაეხმარა ამ წარმატების მიღწევაში New Jersey Devils-ის წინააღმდეგ. ასევე გუნდმა შეძლო
Vancouver Canucks-ის დამარცხება 7 მატჩიან თრილერში.
2 წლის მოგვიანებით რაც გუნდმა სტენლი თასი მოიგო, გუნდმა შეძლო ყველა დროის საუკეთესო მოთამაშის
Wayne Gretzky-ის თავისუფალ ჰოკეისტად მოყვანა, რომელიც 1997 წელს დიდ როლს იქონიებს რომ გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალამდე მიყვანოს, თუმცა გუნდი
Philadelphia Flyers-თან 4-1 დამარცხდა.
ლეგენდარულმა ცენტრმა კარიერა დაასრულა 1999 წლის 18 აპრილს როგორც რეინჯერმა. თამაშის შემდგომ კონფერენციაზე კი ცნობილი გახდა, რომ რეინჯერსის 99 ნომრიან მაისურს სხვა ჰოკეისტი არავინ აღარ ატარებს.
1998 და 2004 წლებს შორის, რეინჯერსი თავისი სახელის შეუფერებლად ბრძოლობდა რომ გაეღწია ფლეი-ოფში, მაგრამ საბოლოოდ სეზონი ნაადრევად სრულდებოდა ხოლმე. ასევე ამ პერიოდის მანძილზე გუნდს უწევდა ჰოკეისტების დაკარგვა სერიოზული ტრამვების გამო.
14 სეზონის მანძილზე
Richter-მა გულშემატკივრებს აჩუქა რამოდენიმე კარგად დასამახსოვრებელი და ისტორიული მომენტი, სტენლი თასის ჩათვლით. მისი მიღწევები იქნა აღნიშნული და მედისონ სკვერ გარდენში 35 ნომერი იქნა აწეული ჭერის კიდესთან 2004 წლის 4 თებერვალს, რომელიც გახდა მესამე პიროვნება ვისაც ესეთი წილი ხვდა
Rod Gilbert და
Ed Giacomin-ის შემდეგ
2003-04 წლის სეზონი მნიშვნელოვანი იმითაც იყო, რომ გუნდის ცნობილმა ფიგურამ
Mark Messier-მა რომელიც ცნობილი იყო როგორც "კაპიტანი" - კარიერის დასრულება გადაწყვიტა. მესიემ მისი 25 წლიანი NHL კარიერიდან 10 წელი NY-ში დაჰყო და დაეხმარა გუნდს სტენლის თასის მოგებაში 1994 წელს.
====================================================
1994 Rangers Stanley Cup Championship Film» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
==================================
მომავლის იმედი!» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
2006 წლიდან მოყოლებული დღემდე, 5 სეზონის მანძილზე გუნდმა შეძლო 4-ჯერ ფლეი-ოფში გასვლა და აქედან 2-ჯერ მოახერხა მეორე რაუნდშიც გაღწევა მაგრამ დამარცდა საბოლოოდ.
2008-2009 წელი გამოდგა გარდამავალი რეინჯერსისთვის. საბოლოოდ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
Tom Renney-მ და მის მაგივრად
John Tortorella მოვიდა. გუნდმა ფლეი-ოფშიც გააღწია მაგრამ Washington Capitals-თან მეშვიდე თამაშში დამარცხდა და გამოეთიშა ასპარეზობას.
Tortorella-სთან ერთად კი მოთამაშეების მიზიდვა შეძლო კლუბის მენეჯერმა და პრეზიდენტმა
Glen Sather-მა, რომლებიც იქნებიან ტორტორელას მიზნებში. ეს 2009 წლის ივლისიდანვე დაიწყო როდესაც გუნდმა თავისუფალ მოთამაშედ
Marian Gaborik-ის აყვანა მოახერხეს. მას კი 2011 წელს
Brad Richards და
Mike Rupp დაემატა.
გუნდი ახალ 2012 წლის სეზონს ახალი იმედებით და მიზნებით იწყებს
John Tortorella-ს მეთაურობით!
==========================================
2011-2012 წლის შემადგენლობა==========================================
*შენიშვნა - ყოველი ხაზგასმული გუნდის სახელი გადადის გუნდის Forum.Ge-ს თემაზე! ყველა გუნდს რადგან არ გააჩნია ფორუმზე თემა, შესაბამისად ყველა გუნდის სახელი არ არის ხაზგასმული. შემდგომში სხვა გუნდის თემის გახსნისთანავე, ავტომატურად შევეცდები ჩავამატო.
** შენიშვნა - ხაზგასმული ჰოკეისტების, მენეჯერების ან stuff წარმომადგენლების სახელები გადადის ლინკზე, სადაც მათი სურათია ნაჩვენები (ვინაიდან ფორუმზე სურათების ჩასმა შეზღუდულია ერთ პოსტში)
*** შენიშვნა - ნანატრი Stanley Cup! სპოილერში არის კდევ ერთი სპოილერი, რომელშიც youtube-ს ვიდეოები არის მთლიანად მაშინდელ ჩემპიონობაზე=========
© BeBe_MU This post has been edited by Duff on 12 Feb 2012, 02:56
მიმაგრებული სურათი