forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
  Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მანამ სანამ "მოგზაურობას" გადაწყვეტთ -:, მოგზაურთა კლუბის ძირითადი წესები
humanoidi
ერმონიული


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 37721
წევრი No.: 4489
რეგისტრ.: 4-March 04

  გამოგზავნილია: 26 Aug 2005, 02:25  #1770183      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აღნიშნული ქვეგანყოფილებაში იკრძალება შემდეგი ხასიათის თემები:
1. "სადმე ექსკურსიაზედ ხომ არ წავსულიყავით".
2. "ჩვენ ერთად დავლაშქრეთ ცისფერი მთები ან მთაწმინდა..."

ქვეგანყოფილება ინდივიდუალისტებისთვისაა, რომლებსაც უყვართ მოგზაურობა, უნდათ შთაბეჭდილებების, სამოგზაუროდ ყოფნისას გაკეთებული ჩანაწერებისა და ფოტოსურათების სხვა ფორუმელებისთვის გაზიარება.

სასურველია აგრეთვე, თემები თუ იქნება ერთგვარი გზამკვლევი და მასში იქნება რჩევები რა ნახოს ტურისტმა, მოგზაურმა ამა თუ იმ ქვეყანაში ან საქართველოში.

კორექტივები შეიძლება კიდევ შევიდეს.


--------------------
No alarms and no surprises, please...
zazabichi
ImagicussucigamI


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21716
წევრი No.: 13736
რეგისტრ.: 19-October 05

გამოგზავნილია: 11 May 2007, 11:27  #5566924      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
1. სანამ თემას გახსნით აუცილებლად გამოიყენეთ ძებნის ფუნქცია.
2. ნებისმიერ ქვეყანაზე (რეგიონზე) საუბრისას, მიუთითეთ ღირსშესანიშნაობები და ტურისტული ინტერნეტრესურსები ამ ქვეყნის შესახებ.

This post has been edited by zazabichi on 11 May 2007, 11:28


--------------------
Success is like pregnancy. Everybody congratulates you but nobody knows how many times you got fucked to achieve it.
მადეირა
უნარჩევესი


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 52365
წევრი No.: 19632
რეგისტრ.: 8-May 06

გამოგზავნილია: 17 Nov 2008, 12:04  #11547328      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ნუ ხსნით Help ტიპის თემებს.. აქ მინდა, იქ როგორ მოვხვდე? კაია ნეტა? და ასე შემდეგ

ამისთვის არის სპეციალური თემა აპინული

დახმარების სვეტი


მარტო დღეს ათამდე ასეთი თემა დავხურე..

სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი რომ ვერაფრით დალაგდა ეს განყოფილება

მეორე მიზეზი ისაა, რომ ქართულებისთვის ცალკე ქვეგანყოფილება არ გამახსნევინეს და გამოვიდა აჯაფსანდალი sad.gif



--------------------
* ან ხალხმა გაუბერა, ან მე
* მაშინ Y ვიყავი, ვაღიარებ. მეტი რაღა ვთქვა?
* გადაფურთხებულს არასოდეს ვლოკავ რახან ვთქვი არა, ე.ი. არა და წერტილი!
* სააკაშვილის წინააღმდეგ, არჩევნებში ჩემი ცოლის საყვარელსაც მივცემდი ხმას.
* თბილისში ყველაზე დიდი მოსიარულე ფეისპალმი ხარ (ეს მე მითხრა)
© ტანკე
მაჰათმა განდი
| ციურიხი* ნიუ იორკი* თბილისი* ედინბურგი* დუბაი* ლონდონი*


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6518
წევრი No.: 50449
რეგისტრ.: 1-January 08

  გამოგზავნილია: 21 Jul 2013, 23:50  #37334217      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მივესალმები მოგზაურთა კლუბის ყველა წევრს!

სულ რამოდენიმე დღეა რაც ვარ მოდერატორი და მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ჩემი ფუნქცია არის ფორუმელების სამსახურში ყოფნა; თქვენი თხოვნების/შენიშვნების/იდეებისა და აზრების წაკითხვა მოგზაურთა კლუბის საკითხების ირგვლივ და შესაბამისი (ობიექტური) რეაგირება.

თუ გსურთ მოდერატორთან საუბარი საკითხების ირგვლივ რაც მოგზაურთა კლუბს შეეხება, გთხოვთ ისარგებლოთ შესაძლებლობით "შეატყობინე მოდერატორს", რომელიც ყოველი წერილის დასასრულისას არის მითითებული. ასევე, მე მივესალმები პირდაპირ კავშირს ფორუმელებთან პირადი წერილის საშუალებით.


გთხოვთ გაითვალისწინოთ: თუ გაქვთ რაიმე პრეტენზია ფორუმელის (ების) მიმართ (მაგალითად, თვლით რომ მოგაყენეს შეურაცხყოფა), ნუ უპასუხებთ ამ შეურაცხყოფას შეურაცყოფით, არამედ, ისარგებლეთ "შეაატყობინე მოდერატორს" ფუნქციით, (მაცნობეთ აღნიშნული შემთხვევის შესახებ) რომ მე მქონდეს საშუალება მივიღო ინფორმაცია აღნიშნული საკითხის ირგვლივ; შესაბამისად, რეაგირება მოვახდინო.

მნიშვნელოვანი ფაქტორი: მოდერატორთან საუბარი არის კონფიდენციალური; ანუ, ვერავინ ვერ გაიგებს იმას, რომ თქვენ გქონდათ კონტაქტი მოდერატორთან.

ასევე, თუ ხართ თემის ავტორი და გსურთ ჩასწორება თემის სათაურში, ასევე ნებისმიერი სხვა სახის დახმარება, არ დაიზაროთ, მომწერეთ წერილი.




პატივისცემით,
განდი.
არწივი.

This post has been edited by მაჰათმა განდი on 28 Dec 2014, 09:57


--------------------
დავით აღმაშენებლის, ილიას და მაჰათმა განდის გზა ჩვენ ტაძრამდე მიგვიყვანს.

<სძლიო საკუთარ თავს> - აი, რა საკითხი დგას დღის წესრიგში.

<თავისუფლებისკენ მიზანმიმართული სწრაფვა>, <საკუთარი ხალხის უანგარო სამსახური>, <პრიორიტეტების გონიერი გადანაწილება>, - განდი-- "თავისუფლებისთვის მებრძოლი".
მაჰათმა განდი
| ციურიხი* ნიუ იორკი* თბილისი* ედინბურგი* დუბაი* ლონდონი*


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6518
წევრი No.: 50449
რეგისტრ.: 1-January 08

გამოგზავნილია: 5 Feb 2014, 16:59  #39725078      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ყველას საყურადღებოდ (თხოვნა-მოწოდება):

1)

შესაძლებელია, მოგზაურთა კლუბში ესა თუ ის ფორუმელი იძლევე რჩევებს ვიზის მიღებასთან დაკავშირებით, ემიგრაციაში წასვლასთან დაკავშირებით, სხვადასხვა აზრები გამოითქმევა უცხოეთში გამგზავრებისა და იქ დაფუძნების შესახებ.

მინდა ყველა ფორუმელი გავაფრთხილო, რომ თითოეული რჩევა რაც იქნება მოგზაურთა კლუბში დაწერილი, განიხილება როგორც ფორუმელის პირადი აზრი და შესაძლებელია ეს მისი აზრი სრულად ან ნაწილობრივ არ შეესაბამებოდეს რეალობაში არსებულს.

ამიტომ, სასურველია ინფორმაციები და რჩევები რაც იქნება აქ გამოთქმული, გადამოწმდეს ყველა შემთხვევაში (ძირითადად, მხედველობაში მაქვს ფულის სანაცვლოად ვიზის მიღების შესაძლებლობა, ანდა უცხოეთში სამსახურის მიღების დაპირება და მსგავსი რამ). ნუ ენდობით ვირტუალურ სივრცეში გამოთქმულ ყველა რჩევას ინფორმაციის სხვა წყაროებში მოძიებული დეტალების გაანალიზებისა და შედარების გარეშე.

მოგზაურთა კლუბის მოდერატორი იტოვებს უფლებას წაშალოს საეჭვო განცხადება / შეთავაზება, როდესაც ფორუმელი ფულის გადახდის სანაცვლოდ აკეთებს შეთავაზებას ვიზებისა თუ უცხოეთში სამუშაოდ / დასარჩენად წასვლის შესახებ; მანამ სანამ წაიშლება განცხადება რომელიც საეჭვოდ გამოიყურება, ამ განცხადების ავტორს მიეცემა საშუალება გააკეთოს განმარტება და თუკი ეს განმარტება არ იქნება ნათელი, დაიბლოკება ავტორი ფორუმელების შეგნებულად შეცდომაში შეყვანისთვის და რაღა თქმა უნდა წაიშლება ეს შეთავაზება / განცხადება.



(საეჭვო განცხადებების მაგალითები =

ა) "10 000 დოლარის სანაცვლოდ, უვიზოდ ჩაგიყვან გერმანიაში"
ბ) "ვაკეთებ 100% იანი გარანტიით ამერიკის ვიზებს" (არადა, ბუნებაში, 100%-იანი თითქმის არაფერია) )






2)

მოგზაურთა კლუბში არ არის დაშვებული პოლიტიკაზე ღრმა საუბრები. ფორუმზე არსებობს განყოფილება პოლიტიკა სადაც ხდება ნებისმიერ თემაზე რაც პოლიტიკას უკავშირდება დისკუსია.



მოგზაურთა კლუბის დანიშნულებაა იყოს ეს განყოფილება გამოყენებული სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობისა თუ ცხოვრების ირგვლივ საუბრისთვის.



3)

მოგზაურთა კლუბში (ისევე როგორც ფორუმის სხვა განყოფილებებში)


აკრძალულია:



4.3.6. უხამსი, უტაქტო, უცენზურო, შეურაცხმყოფელი გამონათქვამები ან სიტყვის გადაკვრები ნებისმიერი (მათ შორის, შენიღბული) ფორმით, ნებისმიერ უცხოურ ენაზე, მნიშვნელობა არა აქვს, ვისკენ არის მიმართული ან რისთვისაც არ უნდა იყოს (ანუ, როგორც საქონლის, კომპანიების მიმართ, ასევე ფორუმის წარმომადგენლების მიმართებითაც).


user posted image

This post has been edited by მაჰათმა განდი on 1 Dec 2014, 14:11
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0226 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]