#60047349 · 26 Jan 2023, 20:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ცერცვა.
QUOTE | და არ გიფიქრიათ რომ რაღაც ბევრი დამთხვევებია? თუნდაც სხვა მნიშვნელობის იყოს, მგონი არის მსგავსი სესხებები, სადაც შემდგომ სხვა მნიშვნელობებს იძენს ენაში. |
აფსუური -აა-ს და მეგრული -აა-ს შემთხვევაში, მათი შედარებისას და წარმომავლობის დადგენისას, უნდა შევუდაროთ ერთმანეთს, უხეშად რომ ვთქვათ, მასალები, საიდანაც თუ რომლ[ებ]იდანაც გარეგნულად სრულიად მსგავსი ეს -აა-ები მივიღეთ ამ ენებში. ცხადია, არის სესხებები, ნასესხი ელემენტის მიერ მსესხებელ ენაში მნიშვნელობის ცვალებაც. ზოგჯერ იმდენად, რომ ჭირს ამ სესხების დადგენა, არათუ სესხების მიმართულებაში დაუეჭვებლად გარკვევა და ა.შ. მაგრამ აქ ეს შემთხვევა არ გვაქვს - ცალსახად გამოკვეთილია ერთისა და მეორის განსხვავებული წარმომავლობაც. კი, ბატონო, ხდება ისეც, რომ ვინმეს გარკვეული მოსაზრებით, მიზეზებით, შესაძლოა, არ სურდეს ჭეშმარიტების დადგენა ან ძალიანაც ცდილობდეს გასესხების მიმართულების შეტრიალებას, როგორც ეს ხდება მეგრული -ვა-ს აფსუური წარმომავლობის მტკიცების შემთხვევაში ან პირიქით, ბაღაფში-ს ტიპის გვარების ლაზურობის მტკიცებისას. თუ ბურთების მასალის რაობის შესწავლა გვინდა და გაირკვა, რომ ერთი რკინისაა, მეორე ოქროსი და მესამე სპილენძის, ყველა რომ ბურთია და თუნდაც ერთნაირი ზომის, მაგას რა მნიშვნელობა აქვს?
--------------------
ჰე, ღმერთო ერთო
hazerik badituzte zilhoak eta zeruko hegastonek, gizonaren semeak ez du ordean non etzan burua!
|