forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (98) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ჰეთთრიქი - XXXIV სეზონი, საუკეთესო ონლაინ საფეხბურთო მენეჯერი
აბულა
Always a Gooner


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6622
წევრი No.: 137437
რეგისტრ.: 25-October 11

გამოგზავნილია: 10 Mar 2015, 19:31  #43996439      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

ეს არის საუკეთესო და ყველაზე მრავალრიცხოვანი ონლაინ საფეხბურთო მენეჯერი.

განსხვავებით სონისა და PC თამაშებისგან, ეჯიბრები 800-ზე მეტ ქართველსა და დაახლოებით მილიონ მენეჯერს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ხარ საკუთარი საფეხბურთო გუნდის მენეჯერიცა და მწვრთნელიც.

დაწყება ძალიან ადვილია თავის დანებება რთული!!!

როგორ დაიწყო თამაში?

1. შენს ბრაუზერში აკრიფე http://www.hattrick.org/ და გაიარე რეგისტრაცია (რომლისთვისაც აუცილებლად დაგჭირდება შენი საფოსტო ინდექსი. თუ არ იცი ზუსტად, შედი ამ ბმულზე და დააზუსტე მისამართის მიხედვით http://www.yell.ge/Info_pages/pages/indeqsebi.html
2. დაელოდე რამდენიმე საათი (მაქსიმუმ 7-8) და გუნდის მიღების შესახებ ინფორმაცია მეილზე მოგივა.
3. შეასრულე დავალებები და აიღე მენეჯერის ლიცენზია. (მენეჯერის ლიცენზიის აღება აუცილებელია სრულფასოვანი თამაშისთვის, ასევე, დავალებების შესრულების დროს, ნელ-ნელა ითვისებ თამაშის მნიშვნელოვან დეტალებს და ივსებ ბიუჯეტს (ყოველი დავალების შესრულების შემდეგ საჩუქრდები გარკვეული რაოდენობის თანხით).
4. აუცილებელად წაიკითხე ჰეთთრიქის სახელმძღვანელო და გაეცანი წესებს (აუცილებელი არ არის სახელმძღვანელოს ერთ ჯერზე თავიდან ბოლომდე წაკითხვა. იგი დაყოფილია პუნქტებად, რაც საშუალებას იძლევა კონკრეტული სიტუაციისათვის კონკრეტული ინფორმაცია მოგაწოდოს).
5. ეფექტური ვარჯიშისათვის აუცილებელია აიყვანო კარგი მწვრთნელი ცუდი ლიდერობის უნარით (დამწყებისთვის მწვრნთელის ლიდერობას მიზერული მნიშვნელობა აქვს, მთავარია მწვრთნელობის უნარი ჰქონდეს კარგი, რათა შეძლო ფეხბურთელების ვარჯიშით უნარების განვითარება, მწვრთნელის ლიდერობა საჭიროა გუნდურობის მაღალი მაჩვენებლის შესანარჩუნებლად, რაც მხოლოდ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლის დროსაა საჭირო).
6. აირჩიე ერთ-ერთი სავარჯიშო პოზიცია და დააკომპლექტე იგი 17 წლის ფეხბურთელებით, რომელთა მთავარი უნარი მინიმუმ ნორმალური იქნება (დაწვრილებით ქვემოთ განვიხილავ).
7. აუცილებლად დანიშნე ამხანაგური შეხვედრები, რათა შეძლო მეტი ფეხბურთელის ვარჯიში.
8. სურვილისამებრ, შეგიძლია დააარსო ახალგაზრდული აკადემია, სადაც შეძლებ მომავალი ტალანტების აღზრდას.
9. ნებისმიერი კითხვა, რაც თავში გაგიელვებს ამ თამაშთან დაკავშირებით, დააფიქსირე ამ თემაში და გამოცდილი მოთამაშეები აგიხსნიან მის ავკარგიანობას.

ჰეთთრიქს აქვს ფეხბურთელების თავისუფალი სატრანსფერო ბაზარი, რაც წარიმართება აუქციონის პრინციპით;
შემოსავლების გასაზრდელად შეგიძლია გაადიდო შენი სტადიონის მოცულობა, თუმცა აუცილებლად ყურადღება უნდა მიაქციო შენი გუნდის გულშემატკივართა რაოდენობას, განწყობას და ა.შ;
შემოსავლის კიდევ ერთი წყაროა სპონსორები, რომელთა გულის მოსაგებადაც შეგიძლია დაიქირავო პიარ მენეჯერები პერსონალიდან;
და რაც ყველაზე მთავარია, შენი საფინანსო მდგომარეობის გამყარება შეგიძლია ფეხბურთელების ვარჯიშით, უნარის მომატებით და შემდეგ კარგ ფასად გაყიდვით;
ასევე შემოსავლის წყაროა ახალგაზრდული აკადემია და სკაუტების ქსელი.

ამ თამაშში მთავარი ეკონომიკაა, ასე რომ შეეცადეთ სანამ ცოტა არ გაერკვევით ფული არ ხარჯოთ. აუცილებლად გაეცანით ჰეთთრიქის ვიკიპედიას, შეგიძლიათ რუსულადაც და ქართულადაც
და წინა თემების პირველ გვერდებს აქ, აქ და აქ.

აუცილებლად დააყენეთ მოზილას ფაირფოქსი ან გუგლ ქრომი რადგან არის ბევრი საჭირო და საინტერესო ფლაგინი, რომლებსაც ინტერნეტ ექსპლორერსა და ოპერაში ვერ ჩადგამთ.

აბა წარმატებებს გისურვებთ და ველით თქვენს შეკითხვებს

1. სამატჩო განლაგება:

სანამ მენეჯერის ლიცენზიას აიღებთ, ერთადერთი შესაძლო განლაგება, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ, არის 4-4-2.

ლიცენზიის აღების შემდეგ კი, თქვენი ვარჯიშის ტიპის შესაბამისად, შეგიძლიათ არჩევანი გააკეთოთ შემდეგი სტანდარტული განლაგებებიდან ერთ-ერთზე:

5-5-0
5-4-1
5-3-2
5-2-3
4-5-1
4-4-2
4-3-3
3-5-2
3-4-3
2-5-3

დაცვის ვარჯიშის შემთხვევაში, თქვენ აუცილებლად უნდა აირჩიოთ ხუთმცველიანი ტაქტიკა, რადგან ავარჯიშოთ ფეხბურთელთა მაქსიმალური რაოდენობა.
თუ თქვენი არჩეული ვარჯიშის ტიპია ნახევარდაცვა, მაშინ უნდა ეცადოთ, რომ მოედანზე გაიყვანოთ 3 ცენტრალური (რომლებიც იღებენ ვარჯიშის 100%-ს) ნახევარმცველი და 2 ფლანგის ნახევარმცველი, რომლებიც ასევე იღებენ ნახევარდაცვის ვარჯიშის 50%-ს.
თავდასხმის ვარჯიშისას, აუცილებელია ითამაშოთ 3 თავდამსხმელით, რათა მიიღოთ მაქსიმალური ეფექტი.

არასტანდარტული განლაგების გამოყენება (მაგ. 2-4-4) არ არის რეკომენდებული, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს ვარჯიშის ჩაშლა, გუნდის განწყობის დაქვეითება.

2. ვარჯიში:

ჰეთთრიქში ვარჯიშის დღე ხუთშაბათია. 21:30 საათზე ხდება ვარჯიშის განახლება.

შეგიძლიათ ფეხბურთელები ავარჯიშოთ ძირითადი უნარების (მეკარე, დაცვა, ნახევარდაცვა, თავდასხმა, ფლანგი), ან მეორადი უნარების (გამძლეობა, პასი, სტანდარტები) გასავითრებლად. ამისათვის სასურველია სავარჯიშო პოზიციაზე 17 წლის ნორმალური(6) ან კარგი(7) ძირითადი უნარის მქონე ფეხბურთელების აყვანა, კარგი მწვრთნელის (მწვრთნელის უნარი კარგი, ლიდერობა ცუდი) შეძენა, და დამხმარე მწვრთნელის აყვანა.

იმისათვის რომ თქვენი ვარჯიშიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ, კვირის 2 მატჩში, რომლიდანაც ერთი დივიზიონში ტარდება ყოველ კვირას, ხოლო მეორე თასზე (თასიდან გამოვარდნის შემთხვევაში უნდა დანიშნოთ ამხანაგური შეხვედრები) ოთხშაბათობით, სავარჯიშო პოზიციებზე უნდა დააყენოთ განსხვავებული შემადგენლობა.

მაგალითად: თუ თქვენ ავარჯიშებთ დაცვას, კვირის მატჩში დაყენებული 5 კონკრეტული მცველი აღარ უნდა ათამაშოთ ოთხშაბათის მატჩში, რადგან ფეხბურთელი ვარჯიშს იღებს მაქსიმუმ 90 წუთის პროპორციულად. ამიტომ, მეორე მატჩში დააყენეთ სხვა 5 სავარჯიშო მცველი, რათა ჯამში გამოგივიდეთ 10 ფეხბურთელის ვარჯიში.

3. თამაში

არსებობს თამაშის შემდეგი ტაქტიკები

ნორმალური
კონტრშეტევები (თმობთ მოედნის ცენტრს და კარგი დაცვის ხარჯზე ახორციელებთ კონტრშეტევებს)
შეტევა ცენტრში (შეტევების უმეტესობას ახორციელებთ ცენტრალური თავდასხმის საშუალებით, ნაკლებად უტევთ ფლანგებიდან)
შეტევა ფლანგებზე (შეტევების უმეტესობას ახორციელებთ ფლანგებზე, ნაკლებად უტევთ თავდასხმის ცენტრიდან)
პრესინგი (ძირითადად გამოიყენება ყაიმის მისაღწევად, თქვენი ფეხბურთელთა მაღალი გამძლეობების ხარჯზე შეგიძლიათ ჩაშალოთ მეტოქის შეტევები)
შემოქმედებითი თამაში (ამ შემთხვევაში სასურველია გყავდეთ რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი (მინიმუმ 7-8) სხვადასხვა სპეციალიზაციით)
შორეული დარტყმები

ამას გარდა გუნდი შეგიძლიათ ათამაშოთ:

ნახევარი ძალით (ამ შემთხვევაში სუსტდება თქვენი ნახევარდაცვა, მაგრამ იმატებს გუნდის განწყობა)
ნორმალურად
სეზონის მატჩი (მცირდება გუნდის განწყობა, ძლიერდება თქვენი ნახევარდაცვა)

გუნდის შემართება უნდა არეგულიროთ, რადგან როდესაც მაღალია შემართება, გუნდი მატჩებში აჩვენებს მაღალ ცენტრს (ნახევარდაცვას). ამიტომ, უნდა ეცადოთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ითამაშოთ სეზონის მატჩი.


- - - - - - - - - - - - - - - - -

აუცილებლად წაიკითხეთ ჰეთთრიქის წესები, სახელმძღვანელო და ვიკიპედია.

და რაც მთავარია არ მოგერიდოთ შეკითხვების დასმა.
არ გადადგათ არცერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ინფორმაციის დაზუსტებისა და შეკითხვის დასმის გარეშე.


- - - - - - - - - - - - - - - - -

საჭირო ბმულები:

1) ფოქსტრიკი დამხმარე ფლაგინი, რომელიც ალამაზებს ჰეთთრიკს და გაწვდით დამატებით სტატისტიკურ ინფორმაციას. ასევე აღარ გჭირდებათ ცალკე ფსიქოტისიაის დაყენება რომელიც გეხმარებათ ფეხბურთელის უნარების შეფასებისას, რადგანაც უკვე ეს ფლაგინი მიბმულია ფოქსტრიკთან. ფოქსტრიკი მოზილასთვის, ქრომისთვის და უკვე ოპერასთვის აქ
2) HO (1.430), ჯავა ფორმატში დაწერილი პროგრამა, რომელიც ახდენს გუნდის შესახებ ყველანაირი ინფორმაციის მობილიზებას და იძლევა გუნდის უკეთ მართვის საშუალებას.

გამოყენების მოკლე ინსტრუქცია:
უბრალოდ დააინსტალირეთ გადმოწერილი ფაილი, აუცილებლად დააყენეთ ჯავა, რომლის გადმოსაწერი ბმულიც ზემოთ არის მითითებული (რათა შეძლოთ პროგრამა HO-ს გაშვება თქვენს კომპიუტერში).

შემდეგ თქვენს HO-ში უნდა მოახდინოთ განახლება, ჩამოტვირთოთ ინფორმაცია თქვენი გუნდის შესახებ, რომლის გასაკეთებლადაც დაგჭირდებათ თქვენი ჰეთთრიქის ანგარიშის იუზერნეიმი და პაროლი.
თქვენი გუნდის ინფორმაციის ჩამოტვირთვის შემდეგ, თქვენ ხედავთ თუ რომელი პოზიციაა თქვენი კონკრეტული ფეხბურთელისთვის საუკეთესო. თქვენ შეგიძლიათ დატესტოთ განლაგება ამინდის, გუნდის შემართების, საშინაო და გასვლითი მატჩების გათვალისწინებით. ასევე შეგიძლიათ ნახოთ მომავალი მატჩის სავარაუდო შედეგი თქვენი მეტოქე გუნდის შედარებით და უამრავი საჭირო დეტალი.
HO არაოფიციალური პროდუქტია და მისი ვარაუდი ემყარება ჰეთთრიქში ჩატარებული მატჩების შედეგების სტატისტიკას, ამიტომაც ნუ მოითხოვთ მისგან მაქსიმალურ სიზუსტეს.

თუკი რამეს ვერ გაიგებთ, შეგიძლია იკითხოთ და გიპასუხებენ, რადგან ყველაფრის პირველ პოსტში ახსნა შეუძლებელია.



ის, რისი გაკეთებაც ჰეთთრიქის თამაშის პირველ დღეებში არ ღირს!
(შემდეგ რომ მტკივნეული არ იყოს)!!!



არ დაარეგისტრიროთ რამდენიმე გუნდი და არ დაიწყოთ ტრანსფერებით ფულის გადაქაჩვა ერთი გუნდიდან მეორეში. ჰეთთრიქს ძალიან მკაცრად აკონტროლებენ და გუნდის წართმევის შემდეგ სინანული გვიანი იქნება სიბრაზე კი ფუჭი.

ვარჯიშის ტიპის მუდმივი ცვლა - არაეფექტური და უსარგებლოა.

სტადიონზე ადგილების დანგრევა - ახალბედებში გავრცელებული უგუნურება.

21-23 წელზე ასაკოვანი ფეხბურთელების შეძენა. განსაკუთრებით იმ პოზიციებზე, რომლებსაც ავარჯიშებთ.

100%-ზე დაბალი ვარჯიშის ინტენსივობა - დროის ფუჭი კარგვა.

5%-ზე მეტი გამძლეობის წილი - თქვენთვის მთავარი ვარჯიშია და არა გუნდის შედეგი მატჩებში.

შემადგენლობის ბრმად დაყენების მცდელობა(პირველი თამაშის გარდა) - არსებობს უამრავი დამხმარე პროგრამა, რომლებიც დაგეხმარებიან გუნდის უკეთ მართვაში.

თქვენი ფეხბურთელების სანაკრებო ბაზაში დასააფდეითებლად გამოიყენეთ ბმული http://hattrickportal.pro/Tracker

მაშ ასე! საფეხურები:
1. შედიხართ აქ:(http://hattrickportal.pro/Tracker)
2.აუცილებლად გადართეთ ქართულ ენაზე, რადგან ინგლისურ ვარიანტში ბევრი არაფერი წერია და მე კი ქართულ ვარიანტში ,,ჩემებურად" ჩავამატე რაღაცეები და ინსტრუქციის სახე მივეცი.
3. ყურადღებით წაიკითხეთ ავტორიზაციის ინსტრუქცია. საჭიროა ორჯერ ავტორიზაცია და იმიტომ. თანაც ავტორიზაციებს შორის შესაძლოა შეკითხვაც გამოვიდეს და იმასაც უნდა დაეთანხმოთ.

თუკი მაგ ინსტრუქციას ზედმიწევნით შეასრულებთ, აღარ დაგვჭირდება ყოველკვირეული აფდეითების შეხსენება და ესეთი რაღაცეები.

ვისაც უკვე შესრულებული გქონდათ ავტორიზაციები, გთხოვთ, რომ კიდევ გააკეთოთ ყოველი შემთხვევისათვის!

იმ ინსტრუქციას აქაც დავდებ იმიტომ, რომ პირველი ავტორიზაციის მერე რომ რაღაც დაგავიწყდეთ, იმ ინსტრუქციაზე ვეღარ დაბრუნდებით და აქ შემოხვალთ და ნახავთ საჭიროების შემთხვეევაში:

ინსტრუქცია
ძალიან გთხოვთ, რომ ყურადღებით წაიკითხოთ! სულ ორჯერ არის ავტორიზაცია საჭირო და იმიტომ. მაშ ასე: იმისათვის, რომ ფეხბურთელები დაამატოთ ბაზაში, თქვენ უნდა გაიაროთ ავტორიზაცია (ჯერ დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ღილაკს ,,შესვლა") CHPP-ის ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით. უფრო მარტივად რომ ვთქვათ: როდესაც დააწვებით ,,შესვლა", გადაერთვებით საიტზე https://chpp.hattrick.org, სადაც ჰეთთრიკის სახელითა და პაროლით გაივლით ავტორიზაციას და ამით თქვენი ფეხბურთელები დაემატებიან ბაზას. ამ დროს შეიძლება შეკითხვა გამოვიდეს ,,განვაახლო თუ არა ფეხბურთელები ავტომატურად?" და დააჭირეთ დათანხმებას და ფეხბურთელები მერე უკვე ავტომატურად განახლდება ხოლმე. ამით დასრულდა პირველი ავტორიზაცია. ამ პირველი ავტორიზაციის მერე მარჯვენა მხარეს, წითელი ზოლის ბოლოში, კიდევ გამოჩნდება ,,შესვლა/login" და კიდევ შედით მეორედ. ავტორიზაცია ისევ იმ დამხმარე საიტის საშუალებით მოხდება.


ფორუმელი ჰეთთრიქელები:

უმაღლესი ლიგა
PIANI --->> Saralidze / Londoneli-aristokratebi (Umaglesi Liga)
LASHA__ --->> GM-Nerzul / Farakheti (Umaglesi Liga)
surmi3 --->> surmi333 / F.C MARTVILI (Umaglesi Liga)
Bexx --->> Mod-Bekaa / METE2 (Umaglesi Liga)

II ლიგელები
mancunia89 --->> USRobotX / Tbilis Saint Germain (II.1)
svani1989 --->> svani1989 / BARCELONA_mestia (II.1)
G1g --->> derzk1 / ExceLLeNt F.C (II.1)
IBERIELEBI --->> zvio-82 / IBERIELEBI (II.1)
daviii --->> daviii / Chiaturis Magaroeli (II.1)
Amadeo --->> Dr_Cooper / ARKA (II.2)
serjhanti --->> serjhanti / Military_Unit (II.3)
peppe_N --->> peppe_N / peppe & Company (II.3)
Entoz --->> entoz / Musicians (II.4)
tbiliso_city --->> -miroo- / tbiliso city (II.4)
afakidze --->> afakidze / FC ODISHI (II.4)
iraklinio --->> iraklinio / madridista var (II.4)
Duff --->> Duff / Chemicals (II.4)

III ლიგელები
bakhtadze22 --->> bakhtadze / A.C.Khoni (III.1)
REVERS --->> REVERS777 / GIO GEORGIA (III.1)
Alix --->> Alix / F.C. Old Tbilisi (III.2) http://hattrickunited.org/oldtbilisi/
MrMarco --->> DDeme / FC Delisi City (III.4)
TKIBULA --->> Levani_1986 / FC Tkibuli (III.4)
Nodrigues --->> Nodoo / 1st Mercxali (III.4)
ELguja90 --->> ELguja / FC ZESTAFONI (III.4)
Tengo21 --->> Tengo_pato / FC Chixura (III.4)
აბულა --->> LA-Abula / FC Saburtalo (III.5)
BLACK METAL --->> luiji / Luis chelsea (III.10)
Metope --->> Metope / FC =Torpedo Kutaisi= (III.10)
irakli_777 --->> Pep_Guardiolla / fc barcelona tbilisi (III.11)
gegach_juve --->> gegachia / Juventino gegach (III.11)
Kobalty --->> Kobalt / Shatili (III.12)
Gigi1 --->> merstone / Samegrelo FC (III.12)
vormana --->> tokoT / vormana (III.12)
Ve_FoboS --->> Mshvildosani / Gldan Rovers (III.13)
TUSHUREBI --->> mtiula / TUSHUREBI (III.14)
zvigena --->> Mezvro / Saburtalo GM (III.15)
Chi --->> Chichiko / Mimino (III.15)
Geo_Tas --->> Geo_Taisa / Fazisi (III.16)

IV ლიგელები
pusho13 --->> pusho13 / name (IV.1)
Farenheit --->> gogoladze1 / F.C. Blikviri Utd. (IV.3)
1+1 --->> baxala / ochamchiris amirani (IV.3)
BETXOVICHEBI --->> betxo / betxovichebi (IV.8)
kutaisi1 --->> natro21 / F.C KuTaisi (IV.8)
amamio --->> amamio / racha (IV.9)
Discovery_Channel --->> Pref-Player / Old River (IV.10)
aqvsenti --->> aqvsentius / AcMilanelo (IV.10)
cucqira7 --->> cucqira7 / Chiatura C.F. (IV.11)
hitman-misha --->> mchkonia / global-tv (IV.14)
serjanti --->> serjanti / ameri (gldani) (IV.16)
gio07 --->> gio07 / F.C. Viper (IV.19)
TranceInside --->> Katzy / TranceManiacs (IV.20)
RealMadridZaqro --->> RGB777 / Merengues United (IV.21)
AKUTAGAVVA --->> akutagawa / MILAN Tbilisi (IV.23)
choto --->> Alexsandre81 / F.C.Tiflisi City (IV.23)
tarsinho --->> tarsinho / F.C. Mtatsminda (IV.25)
clandestine --->> DonNicolo / F.C. Qiziki Warriors (IV.26)
Go Ahead Eagles --->> Lomouri / FC Tsu Maglivi (IV.27)
david_gurgi --->> david_gurgi / FC Jomolungma (IV.31)
achi-anchabeli --->> begi_2007 / FC Ksani (IV.33)
Saburtaloeli --->> Saburtaloeli / F. C. BADIAURI (IV.33)
Diablo <3 --->> nd4you / FC Diavolo (IV.35)
Adza --->> Adza / FC Adza (IV.36)
nikc --->> nikc111 / Grail (IV.37)
GEO_SHTURMI --->> infrared23 / F.C LAS VEGAS (IV.39)
Gozala82 --->> g_gozala82 / FC.Lazio.Geo (IV.39)
გიზო --->> _Gizo_ / Lileo (IV.40)
Dasisdas --->> mamuli / F.C. Semper Fidelis (IV.40)
Vaxo4 --->> vaxooo / Gantiadi (IV.41)
DimS --->> Dim_S / FC Gudauri (IV.42)
gk-gio --->> giorgi / MGLEBI (IV.42)
Tabo --->> baliaxxx / MC Pink Floyd (IV.43)
Xoca Nasredin --->> mindia / xvamli (IV.43)
Worried --->> Vakho_Khurtsilava / Hamburger SV Tbilisi (IV.43)
ako1409 --->> ako1409 / SAMTREDIA (IV.44)
FinaLLe. --->> FinaLLe. / Bomjebi (IV.47)
dundee --->> dandura / FC Dinamo tbilisi fan club (IV.47)
ARAGVELEBI --->> dato986 / ARAGVELEBI (IV.49)
whyucry --->> Player2 / Kinder FC (IV.50)
davto84 --->> gozala / FC.Qiziki (IV.50)
GMotoR --->> GUCC1 / FC GUCC1 (IV.52)
RAULA --->> tarasa1111 / MRAVALJAMIERI (IV.54)
levani1992 --->> levani1992 / juventus1992 (IV.55)
Olaizola --->> Olaizola / Borussia Tbilisi IV.57)
ShotaSB --->> ShotaSB / S.B.MegreLee (IV.58)
forum-ge --->> dinamotbilisi / FC_Dinamo Tbilisi (IV.58)
Dopilsya --->> cxvedo / Georgian Legends (IV.59)
parma --->> parmauka / F.C parmauka (IV.64)

V ლიგელები
Wiseman* --->> Avto_Asatiani / Nightmare. (V.2) http://hattrickunited.org/nightmare/
datire --->> datire77 / Datire (V.11)
tsulazura --->> tsula / Kuntiki (V.22)
Vakho_J --->> Vakho_J / Gondor F.C. (V.70)
Chameleon --->> Chameleon / Pirveli_chixi (V.74)
Beshken_ --->> Beshken / GeoFighter (V.76)
ზურატი96 --->> grazu / FC. TeLaVi (V.80)
Onix --->> Onyxxxy / FC Celtic Tbilisi (V.94)
GUGA GUGA --->> GUGUSHA23 / F.C=DABOLILEBI= (V.101)
N3MO --->> Luckyman / F.C Lucky (V.102)
Crip --->> iMakaveli / Sukonka (V.174)
wild10 --->> soketer / FC soketer (V.197)
shavnabada01 --->> shavnabada01 / Shavnabada01 (V.203)
Snookera --->> Snookera / Fc ZuDe (V.254)

P. S. მენეჯერების სახელები არის ჰეთთრიქის საიტიდან აღებული

წარმატებები ყველას !!!

თუ სიაში თქვენი თავი ვერ იპოვნეთ, PM-ის საშუალებით მომწერეთ თქვენი გუნდის სახელი და დივიზიონის სერია და შემდეგ თემაში აუცილებლად დაგამატებთ.

ესეც ჰეთთრიკის თემების არქივი სეზონებისა და თარიღების მიხედვით:

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


--------------------
Once a Gooner, Always a Gooner
iraklinio
მეფეთ მეფე


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 307
წევრი No.: 158663
რეგისტრ.: 4-January 13

გამოგზავნილია: 10 Mar 2015, 20:20  #43996850      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აბა წარმატებული სეზონი ყველას.





smile.gif


--------------------
მეფე
Alix
Fictional character


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 44234
წევრი No.: 131210
რეგისტრ.: 12-May 11

გამოგზავნილია: 10 Mar 2015, 20:50  #43997126      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ეს თემა სულ არ მახსოვდა

სეზონი ხვალ იწყება, არა? lol.gif ვნახავ მერე user.gif
Duff
seattlehead


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 32629
წევრი No.: 7585
რეგისტრ.: 30-November 04

გამოგზავნილია: 10 Mar 2015, 21:19  #43997393      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · icq
პატარა დამაკლდა და 10+ ლიმონი კინაღამ გევიქნიე იგროკში biggrin.gif


--------------------
I think it's gonna rain when I die...


...she'll leave me but she won't forget
and she wonders why she ain't right?

iraklinio
მეფეთ მეფე


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 307
წევრი No.: 158663
რეგისტრ.: 4-January 13

გამოგზავნილია: 10 Mar 2015, 22:52  #43998413      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Duff
რა საჭიროა კიდევ გაძლიერება biggrin.gif
RealMadridZaqro
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2464
წევრი No.: 103191
რეგისტრ.: 25-October 09

გამოგზავნილია: 10 Mar 2015, 23:10  #43998606      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფიქსირ, წარმატებები ყველას ახალ სეზონში smile.gif
Big Lebowski
dude


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9915
წევრი No.: 161808
რეგისტრ.: 16-February 13

გამოგზავნილია: 10 Mar 2015, 23:20  #43998726      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სგ სგ alk.gif

............................................


--------------------
Coen brothers .


ყველა ვინც რაღაცას წარმოადგენს კაცობის წლებს ბავშვური ახირებებისგან გადაჩვევას უთმობს!
Metope
FC Torpedo Kutaisi :)


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13757
წევრი No.: 69227
რეგისტრ.: 5-August 08

გამოგზავნილია: 11 Mar 2015, 01:47  #44000491      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
აბა თქვენ იცით yes.gif

......................


--------------------
Brazil მისდღემჩიიიიი .... :)

Duff
seattlehead


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 32629
წევრი No.: 7585
რეგისტრ.: 30-November 04

გამოგზავნილია: 11 Mar 2015, 01:59  #44000607      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · icq
iraklinio

რომ ეგრევე ავიდე უმაღლესში biggrin.gif ლოდინის თავი აღარ მაქვს biggrin.gif
Piani
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 109
წევრი No.: 161124
რეგისტრ.: 7-February 13

გამოგზავნილია: 11 Mar 2015, 02:15  #44000717      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
წარმატებები, ნამეტანი კაი სეზონ ჩანს, კა. მეორეებია, უმაღლესში კი უმაგრესი გუნდები გაიჩითნენ იმედია ტიტულს შევინარჩუნებ
IBERIELEBI
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 818
წევრი No.: 113340
რეგისტრ.: 21-February 10

გამოგზავნილია: 11 Mar 2015, 10:35  #44001633      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კეთილი იყოს ახალ თემაში ჩემი ფეხი smile.gif , წარმატებულ სეზონს გისურვებთ!

ვატყობ სისხლი დაიღვრება მეორეს პირველ ლიგაში :დ
Amadeo
მულღაზანზარელი ჭაბუკი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16962
წევრი No.: 30881
რეგისტრ.: 5-March 07

გამოგზავნილია: 11 Mar 2015, 15:34  #44004070      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
დავფიქსირდები,წარმატებები ყველას! ეჰ,კაი იქნებოდა ახლა ერთი 10-15 ლიმონი,კაპიკებად ყრია სერიოზული ინერები ბაზარზე,მაგრამ ჯერ არ მჭირდება,ცოტა ხანი მეორეში დავაბირჟავებ smile.gif
ზურატი96
☺ - ☺


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8330
წევრი No.: 110148
რეგისტრ.: 22-January 10

გამოგზავნილია: 11 Mar 2015, 20:10  #44006424      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ფიქსირ smile.gif

ანდროიდ და იოს აპლიკაცია დაემატაო ჰეთრიიქს bis.gif მაგარი სიახლეა, დიდიხანია ველოდები smile.gif
iraklinio
მეფეთ მეფე


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 307
წევრი No.: 158663
რეგისტრ.: 4-January 13

გამოგზავნილია: 11 Mar 2015, 20:43  #44006721      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Duff
როგორ გამახარე :დ კარგია, კარგი, უფრო საინტერესო და დაძაბული ლიგა გამოვა.
Duff
seattlehead


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 32629
წევრი No.: 7585
რეგისტრ.: 30-November 04

გამოგზავნილია: 11 Mar 2015, 23:44  #44008534      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · icq
iraklinio

biggrin.gif აბა რა გეგონა? მეორეს გემოც იცის და უმაღლესისაც ჩემმა გუნდმა smile.gif)
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (98) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0410 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]