
Pixel 7 იქნება Snow, Obsidian და Lemongrass ფერებში, ხოლო Pixel 7 Pro Obsidian, Hazel და Snow. როგორც ჩანს, “თოვლი” Google-ის გზაა “თეთრი” თქვას, ხოლო “ობსიდიანი” არის “შავის”.
დღევანდელი მდგომარეობით, თუ 23 ოქტომბრამდე შეუკვეთავთ Pixel 7-ს, მიიღებთ 100$-იანი სასაჩუქრე ბარათს, ხოლო Pixel 7 Pro-ს შეკვეთა ნიშნავს 200$-იანი სასაჩუქრე ბარათს. (შეკვეთა ვრცელდება ამაზონზე)
მოწყობილობებმა მიიღეს წინა ვერსიების მსგავსი დიზაინი. Pixel 7-ს აქვს 6.3 დიუმიანი ეკრანი 90Hz განახლების სიხშირით და თითის ანაბეჭდის სკანერი ეკრანზე. კომპანიის თქმით, ის 25%-ით უფრო კაშკაშაა ვიდრე Pixel 6.
საბაზო მოდელს ექნება 128 GB და 256 GB მეხსიერება.
უკანა კამერა: 50 MP ძირითადი და 12 MP ულტრა ფართო. წინა კამერა 10.8 მეგაპიქსელი, სახის განბლოკვის მხარდაჭერით.
Pixel 7 Pro-ს აქვს 6.7 დიუმიანი ეკრანი 120Hz განახლების სიხშირით. Google-ის თანახმად, ეკრანის პიკური სიკაშკაშე 20%-ით მეტია, რაც დაგეხმარებათ კონტენტის ხილვისას განათებულ ადგილებში. ეკრანი დაფარულია Gorilla Glass Victus-ით, რომელიც მდგრადია წყლის, მტვრის და ნაკაწრებისგან.
კამერის პანელი: 50MP მთავარი, 12MP ულტრა ფართო და 48MP ტელეფოტო. წინა კამერა ასევე არის 10.8 მეგაპიქსელი, სახის განბლოკვის მხარდაჭერით. მომხმარებლებს შეეძლებათ ვიდეოების გადაღება 4K60-მდე უკანა კამერაზე და 4K30-მდე სელფის კამერაზე.
მოწყობილობა გამოვა 512 გბ-მდე მეხსიერებით.
Google Pixel 7 და 7 Pro გამოვა Android 13-ით და მიიღებენ მხარდაჭერას ძირითადი Android განახლებისთვის სამი წლის განმავლობაში და უსაფრთხოების განახლებები ხუთი წლის განმავლობაში. არის Google One-ზე დაფუძნებული ჩაშენებული VPN-ის მხარდაჭერა.
ფასები: პიქსელ 7 - 599$ (128GB)
პიქსელ 7 პრო - 899$ (128GB)
“ სიყვარული ვერასოდეს ვერ იქნება გულგრილი! იქ სადაც არის გულგრილობა, იქ არ არის სიყვარული!”