#61153007 · 11 Apr 2024, 11:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არ ვიცი, ყველა სფეროში როგორ იზომება ადამიანის შემოქმედება. რაც შეეხება ტექნიკას და თეორიებს, ერთ სიტყვაშია უმეტესი აზრიო. და ეს სიტყვა, "დაკავშირება" არისო. ანუ რას როგორ დაუკავშირებო. ანუ თუ აინშტაინამდე იყო სხვადასხვა თეორიები, აინშტაინის შემოქმედება გაიზომება იმით, რომ ეს თეორიები დაუკავშირა ერთმანეთს, ანუ რაღაც სისტემაში მოაქცია. შეიძლება სულაც ტყუილი სისტემა, მაგრამ იმუშავა. ასევე, რომ არ ყოფილიყო მისი სისტემა, შეიძლება უკეთესი თეორიები გვქონოდა დღეს. მაგრამ მე მაინც ვთვლი, რომ იმუშავა მისმა თეორიამ, მაინც კარგი შემოქმედებაა.
|