#56328807 · 22 May 2020, 20:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ. მაქვს ფართი სოლოლაკში, ძველ აშენებულ სახლში. არის საცხოვრებელი ოთახი, ცალკე სამზარეულო. თავის დროზე დეიდაჩემმა (რომელიც ახლო ნათესავი იყო და ჩვენი სამზარეულოთი სარგებლობდა ჩვეულებრივ) გაყიდა იმავე სახლში, ჩემი ბინის გვერდით პატარა ოთახი.
ახალი მფლობელები იყვნენ 4 ნი ძალიან პატარა ოთახში და კეთილი ნებით მივეცით სამზარეულოთი სარგებლობის უფლებაც. (იმის მერე გავიდა დრო, კიდევ იყიდეს გვერდითა ფართი და ახლა ჩემზე მეტი აქვთ კვადრატულობით)
დიდი ხანია ბინაში აღარ ვცხოვრობ და იყო გაქირავებული. (მდგმურიც ამ გვერდითა მეზობლების ახლობელი გამოდგა) ახლა მდგმური წავიდა და რომ მივედი, კუხნა მთლიანად გატენილია მეზობლების ავეჯით, ჭურჭლით, მაცივრით და ა.შ. აქვთ მთლიანად დაკავებული და როგორც უნდა ისე სარგებლობენ.
ეს კუხნა ახალ საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული არც ჩემზე, არც იმათზე, მაგრამ მაქვს პრივატიზაციის საბუთი, სადაც პირდაპირ წერია რო სამზარეულო თავის ზუსტი კვადრატულობით არის ჩემი. სამზარეულოში გაზი და დენიც არის ჩემ სახელზე გაფორმებული და ქვითარი მოდის ჩემზე.
მაქვს ასევე მათ მიერ იმ პატარა ოთახის ყიდვის ხელშეკრულების ასლი, სადაც საერთოდ ნახსენები არაა სამზარეულო და არც ახლა უწერიათ სადმე ოფიციალურ დოკუმენტებში.
მაინტერესებს, მე შემიძლია ამ სამზარეულოს საკუთრებაზე მთლიანად პრეტენზიის ქონა? და საერთოდ მათი მხრიდან რაიმე წინააღმდეგობის გაწევა შეუძლიათ?
დიდი მადლობა ყურადღებისთვის!
This post has been edited by kolia84 on 22 May 2020, 20:27
|