გამარჯობა რაჭველებო

თქვენი დახმარება მჭირდება, ოღონდ რაჭულად კიაარა ცოტა სხარტად
არის ერთი ადამიანი, გვარად გაგნიძე, რომელის წინაპრებიც 150-200 წლის წინ არიან გადასახლებული (სხვა რაჭველებთან ერთად, მოგეხსენებათ რამდენი რაჭველია საქ-ის სხვადასხვა რეგიონში) კახეთში/თელავში და მოკლედ გაწყვეტილი აქვს კავშირი რაჭველებთან ყველანაირი..მხოლოდ ის იცის, რომ წარმოშობით შქმერიდანაა და მგონი სამოსახლოც აქვს იქ, მაგრამ ნუ ამდენი ხნის მიტოვებული წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში იქნება. არც საბუთები აქვს და არც იცის ზუსტად სად არის..
მოკლედ რომ ვთქვათ, მე ამ კაცს მინდა ხელი შევუწყო, რომ მიწის ნაკვეთი შეიძინოს რაჭის ტერიტორიაზე, ისე, რომ სასტუმროს გაკეთებაც უნდა და ა.შ
თავიდან ამ თემაზე საუბარი რომ ჩამოვარდა, რაჭა საერთოდ არ იყო განხილვაში და მეთქი სხვაგან რატომ უნდა იყიდო რაჭველი ხართქო და ისედაც ხელს შეგიწყობენ რაჭველები დაბრუნებაშითქო და მოკლედ გონებაში ჩაუჯდა.. ახლა მე მაინტერესებს სახელმწიფო თუ უწყობს ხელს ან მერია ასეთ ადამიანებს ან შეღავათებს თუ უკეთებს, ვისაც დაბრუნება უნდა..
იქნებ რამე პროგრამებია მაღალმთიანი რეგიონებისთვის?
თუ არადა შემომთავაზეთ ადგილი, რომელიც კარგი იქნება სასტუმროს კომპლექსის მშენებლობისთვის...
This post has been edited by Sie`Hermine on 22 Jun 2020, 11:27