forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
Pages: (4) 1 2 [3] 4   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ძაბვის დამწევი მოდული XL4016
E_S_R
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 65
წევრი No.: 248920
რეგისტრ.: 24-February 19

გამოგზავნილია: 5 Mar 2019, 18:45  #54319800      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
procesora

QUOTE
დავწერე რომ ვერ ერკვეოდი, მგონი საერთოდ შენი ცოდნა ნულის ტოლია ელექტრო ტექნიკაში


აუფ, ეს საიდან დაასკვენი?

ნუ ახლა შენსავით "პროფესორი" შეიძლება ვერ ვარ,მაგრამ არც მთლად ნული არ ვარ ამ საქმეში...


QUOTE
კარგად ბრძანდებოდე... წარმატებებს გისურვებ.


შენც ასევე. მადლობა

ჩეჩა
Made in Georgia


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3429
წევრი No.: 22375
რეგისტრ.: 10-August 06

გამოგზავნილია: 23 Aug 2019, 20:33  #55147440      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
E_S_R
რა თქმა უნდა მაგ მოდულით, ზემოთ რომ წერდი თუ დენს შემოუსაზღვრავ მოდულს აკუმულატორი რამდენ ამპერიანიც არის იმის 10%-ზე (მაგ. თუ 60 ამპერიანია 6 ამპერი ნორმალური იქნება დასამუხტად) გამოგადგება მჟავა და ტუტოვან აკუმულატორებისთვისაც. მე კომპიუტერის კვების ბლოკი მაქვს ლაბორატორიულად გადაკეთებული და აკუმულატორებსაც იმით ვტენი - დააყენებ აკუმულატორის მაქსიმალურ ძაბვას და ამპერაჟს როგორც ვთქვი 10% ნომინალურიდან, და დატენავ..როცა აკუმულატორი მთლიანად დაიტენება ამპერები თავისით მიისწრაფვის 0-სკენ და მიხვდები, რომ დაიტენა, არაა აუცილებელი ავტომატურად რომ გამოირთოს, თუ რა თქმა უნდა დიდი ხნით არ ტოვებ მეთვალყურეობის გარეშე!
რაც შეეხება ლითიუმის აკუმულატორებს - თუ რამოდენიმე სექციისგან შედგება აკუმულატორი, მაშინ აუცილებელია ბმს, ან საჭიროზე ბევრად დაბალი დენით უნდა დატენო და უნდა აკონტროლო რომ ერთ სექციაზე ძაბვა 4.2 ვოლტს არ გადასცდეს. მოკლედ ყურადღებაა საჭირო...რომ არ აცილდეს თითოეულ სექციაზე მაგ ძაბვას, თორემ შარს გადაეყრები



--------------------
-------------------------------------------------------------
Леванчик
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 50
წევრი No.: 251994
რეგისტრ.: 4-August 19

გამოგზავნილია: 23 Aug 2019, 23:00  #55147951      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
XL4016



ეს მეც მაქვს გამოწერილი და კიდევ რამოდენიმე კომპონენტს ველოდები. მეც ლაბორატორიულის პონტში მინდა გავაკეთო. ძველი კომპიუტერის კვების ბლოკი მაქვს 400 ვატიანი CODEGEN-ის ფირმის, 24 ამპერით +12 ვოლტზე. ვფიქრობ -12 ვოლტის ხაზზე დიოდების შეცვლას უფრო ძლიერი დიოდებით და შესაძლებელი იქნება 24 ვოლტის მიღება. 10 ამპერამდე. ცალკე +5, +12 და +3.3 ხაზებსაც გამოვიყვან და ცალკე 0-24 ვოლტამდე რეგულირებადი ძაბვაც მექნება დენის შემზღუდავით... ასევე უესბე შესაერთებლებსაც გამოვიყვან. ვოლტ ამპერმეტრიც ექნება და მოკლედ კაი რამე უნდა გამოვიდეს ვფიქრობ.

This post has been edited by Леванчик on 23 Aug 2019, 23:04
ჩეჩა
Made in Georgia


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3429
წევრი No.: 22375
რეგისტრ.: 10-August 06

გამოგზავნილია: 24 Aug 2019, 02:12  #55148899      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (Леванчик @ 23 Aug 2019, 23:00 )
QUOTE
XL4016

კომპიუტერის კვების ბლოკი მაქვს 400 ვატიანი

თუ კომპიუტერის კვების ბლოკსაც იყენებ და xl4016-საც, უფრო კარგი იქნება თუ შეეშვები მაგეთ ვარიანტს და დენის ძაბვას და დენის ძალას არა დაბალი მხარეზე რეგულაციებით არამედ მიკროსქემიდან (ШИМ) მაღალი მხარიდან მართავ და იქიდან დაასტაბილურებ როგორც გინდა. კოდაგენის კვების ბლოკში თუ არ ვცდები SG6105 მიკროსქემა დგას. ეგ არ გამოდგება, ამოაგდებ და TL494-ზე მოგცემ კარგ და მარტივ, უკვე გამოცდილ სქემას - დაარეგულირებ ძაბვასაც და დენის ძალასაც მაგ 400 ვატის ფარგლებში...თუ მოისურვებ მოგცემ სქემას, თუ ერკვევი ელექტრონიკაში და სქემებს კითხულობ შეძლებ smile.gif

This post has been edited by ჩეჩა on 24 Aug 2019, 02:14
Леванчик
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 50
წევრი No.: 251994
რეგისტრ.: 4-August 19

გამოგზავნილია: 24 Aug 2019, 03:27  #55149003      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჩეჩა

კი SG6105-ზეა ეს კვება.

მე მაწყობს ის ვარიანტი რო მოკლე ჩართვისას კვების ბლოკი არ ითიშებოდეს, არამედ იმ დენს ატარებდეს წრედში რამდენსას შეზღუდავ. სარემონტო პლატაზე ზოგჯერ მოკლე ჩართვის წერტილი როა საძებნი მაგ დროსაა სასარგებლო ეგ ფუნქცია. შენი ვარიანტი კი მგონი არ გამოდგება მაგ საქმისთვის smile.gif



პ.ს.

დადე მაინც სქემა. მე თუ არა იქნებ სხვას მაინც გამოადგეს

This post has been edited by Леванчик on 24 Aug 2019, 03:31
ჩეჩა
Made in Georgia


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3429
წევრი No.: 22375
რეგისტრ.: 10-August 06

გამოგზავნილია: 24 Aug 2019, 14:46  #55150096      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (Леванчик @ 24 Aug 2019, 03:27 )
მე მაწყობს ის ვარიანტი რო მოკლე ჩართვისას კვების ბლოკი არ ითიშებოდეს, არამედ იმ დენს ატარებდეს წრედში რამდენსას შეზღუდავ...
/შენი ვარიანტი კი მგონი არ გამოდგება მაგ საქმისთვის smile.gif


ჩემი სქემა გამოდგება. ძალიან კარგად მუშაობს, მრავალჯერაა გამოცდილი, მათ შორის ჩემს მიერ. ნებისმიერი კომპიუტერის კვების ბლოკი შეიძლება გადაკეთდეს ლაბორატორიულად. პოტენციომეტრით რამდენ ამპერსაც დააყენებ იმდენით შემოსაზღვრავს მოკლე ჩართვისას. აი სქემა:

user posted image

ამ სქემაში მიკროსქემის იმ ფეხებზე რომელზეც დეტალები არ არის მითითებული უნდა დასვა 9,10 მინუსზე, 8 და 11 მართავს დრაივერის ტრანზისტორებს C945, ხოლო 4,5,6,7 ფეხებზე დეტალები უნდა აარჩიო შემდეგი სქემიდან:

user posted image

ამ სქემიდან ასევე შეიძლება გაანალიზო თუ როგორ მუშაობს დრაივერი C945 ტრანზისტორებზე. ეგ ნაწილი აბსოლუტურად ყველა კომპიუტერის კვების ბლოკებს ერთნაირი აქვთ, მხოლოდ უმნიშვნელოდ შეიძლება განსხვავდებოდეს.

კოდაგენის კომპიუტერის კვების ბლოკიდან მიკროსქემას რომ ამოიღებ დაგჭირდება მხოლოდ ის ადგილი პლატიდან საიდანაც SG6105 კვებას იღებდა +12 ვოლტი, მინუსი, და კიდევ ორი კონტაქტი, საიდანაც იმართება მართვის (დრაივერის) ორი ტრანზისტორი მარკით C945 - კერძოდ ის კონტაქტები სადაც SG6105-ის 8 და 9 ფეხი ერთდებოდა, ამ კონტაქტებზე აერთებ TL494-ის 8 და 11 ფეხებს, როგორც უკვე ზემოთ დავწერე მართავენ დრაივერის ტრანზისტორებს.
თუ გინდა მთლიანი დრაივერი C945 ტრანზისტორებიანად ამოიღე პლატიდან და TL494 მიკროსქემასთან ერთად ერთ პლატაზე განათავსე. მიკროსქემა და ეგ დრაივერი მართავენ მაღალ მხარეზე ტრანზისტორებს და იმპულსების ცვლილების შედეგად რეგულირდება ძაბვა და დენის ძალა დაბალ მხარეზე (ჩემი სქემის მარჯვენა ნაწილი - იმპულსური ტრანსფორმატორის Tr1-ის ხელმარჯვნივ)
პ.ს.
თუ გაუგებარია, ამოგიხაზავ სად რა უნდა შეაერთო, უბრალოდ დრო უნდა

This post has been edited by ჩეჩა on 24 Aug 2019, 18:15
Леванчик
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 50
წევრი No.: 251994
რეგისტრ.: 4-August 19

გამოგზავნილია: 24 Aug 2019, 18:23  #55150986      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჩეჩა

და მაგის აწყობა და ბლოკის გადაკეთება რითი ჯობია იმ ვარიანტს რო უბრალოდ ჩაყენდეს xl4016 მოდული?
Adventurer
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 182
წევრი No.: 18643
რეგისტრ.: 26-March 06

გამოგზავნილია: 24 Aug 2019, 18:41  #55151038      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Леванчик @ 24 Aug 2019, 17:23 )
და მაგის აწყობა და ბლოკის გადაკეთება რითი ჯობია იმ ვარიანტს რო უბრალოდ ჩაყენდეს xl4016 მოდული?

ჩააყენე თუ გინდა, მაგრამ კვების ბლოკს გადაკეთებულს ბევრად უკეთესი მახასიათებლები ექნება და ტექნიკურად გაცილებით გამართულია. რათ გინდა მოდულის ჩაყენება, თანაც არც თუ ისე ხარისხიანის? მე 450 ვატიანი მაქვს კოდაგენი გადაკეთებული ჯერ კიდევ 5 წლის წინ გავაკეთე მაგ სქემით რაც ჩეჩამ დაგიწერა და დღესაც მუშაობს რომ იტყვიან ვირივით. მახასიათებლები 0-18 ვოლტი, 0-18 ამპერი. ვხმარობ ლაბორატორიულადაც და აკუმულატორებსაც ვტენი. აქვს 50მვ. პულსაცია 18 ამპერ დატვირთვაზე. 5სმ პლატაზე დაეტია ყველაფერი. შუნტად გამოვიყენე 2 ცალი პარალელურად 0.01 ომი წინაღობა, კონსტანტინის მასალის. თუ 10 ამპერზე მეტს არ ვარაუდობ 2 ცალი თეთრი ფერის 0.1 ომი 5 ვატი სიდიდის შეგიძლია გამოიყენო, პარალელურად დააერთებ, დაკში იყიდება, მგონი 40 თეთრი ღირს

user posted image

--------------------------------------------------------------------------------------------------
..კიდევ დამავიწყდა, მაგ მოდულებს xl4016-ზე და სხვებსაც სერიოზული პრობლემები აქვს 5 ვოლტს ქვემოთ. მაგ. ავიღოთ - გამოირთო ძაბვა, შენ კიდევ იყენებ 3 ვოლტს, როგორც კი 5.5 ვოლტს ჩამოცდება შემავალი ძაბვა მიკროსქემა სტაბილიზაციას შეწყვეტს და 3 ვოლტზე მეტს გამოუშვებს დატვირთვაზე - მართალია ეს დროის მცირე მონაკვეთში ხდება, მაგრამ არ არის კარგი. ეს იმიტომ რომ თვითონ xl4016 იკვებება 5 ვოლტზე მეტი ძაბვით... ეს რომ გამორიცხო ისეთი რელე უნდა დაუყენო გამოსვლაზე რომლის კოჭაც 5 ვოლტზე გაწყვიტავს კონტაქტს დატვირთვაზე smile.gif

This post has been edited by Adventurer on 24 Aug 2019, 19:42


--------------------
Now I Lay Me Down To Sleep
Pray The Lord My Soul To Keep
If I Die Before I Wake
Pray The Lord My Soul To Take
Леванчик
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 50
წევრი No.: 251994
რეგისტრ.: 4-August 19

გამოგზავნილია: 25 Aug 2019, 00:33  #55152644      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჩეჩა

QUOTE
თუ გაუგებარია, ამოგიხაზავ სად რა უნდა შეაერთო, უბრალოდ დრო უნდა


დადე ეგეც ბარემ თუ ძაან არ შეწუხდები
Adventurer
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 182
წევრი No.: 18643
რეგისტრ.: 26-March 06

გამოგზავნილია: 25 Aug 2019, 01:09  #55152752      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Леванчик @ 24 Aug 2019, 23:33 )
ჩეჩა

QUOTE
თუ გაუგებარია, ამოგიხაზავ სად რა უნდა შეაერთო, უბრალოდ დრო უნდა


დადე ეგეც ბარემ თუ ძაან არ შეწუხდები

ესეა, ოღონდ აღწერილობა კარგად წაიკითხე ჩეჩასი SG6105-ის მაგივრად პლატიდან რომელი კონტაქტები გჭირდება და სქემაზე კიდევ ტექსტში მითითებულია რომელი წინაღობა რას არეგულირებს (რუსულ ტექსტს ვგულისხმობ - ნახე ორიგინალი). 0-36 ვოლტის მისაღებად, როგორც ვთქვით დიოდებს ხიდურად შეაერთებ

user posted image

This post has been edited by Adventurer on 25 Aug 2019, 01:24
Adventurer
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 182
წევრი No.: 18643
რეგისტრ.: 26-March 06

გამოგზავნილია: 29 Sep 2019, 23:45  #55308876      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოკლედ მქონდა XL4016 მიკროსქემაზე აწყობილი ქარხნული მოდული დიდი ხნის წინ ნაყიდი და მიუხედავად იმისა რომ ინტერნეტში წინააღმდეგობრივი შეფასებებია დღეს გადავწყვიტე ამეწყო მასზე კვების ბლოკი ჩემი დაბალ ძაბვებზე მომუშავე ძველისძველი სარჩილავებისთვის.
ძირითად კვების წყაროდ გამოყენებული იქნა 24 ვოლტიანი კვების წყარო, რომლის ძაბვაც ავწიე 25.5 ვოლტამდე. თვითონ ეს კვების ბლოკი კარგი ხარისხისაა. აქ დავდებ თითოეული მათგანის სურათებს და ჩემს აწყობილი ბლოკის სურათებსაც:

აი 24 ვოლტიანი კვების წყაროს და XL4016 მიკროსქემაზე აწყობილი ქარხნული მოდულის სურათები

user posted image

******************************************************************************************


ჩემი აწყობილი კონსტრუქცია ასე გამოიყურება:




user posted image

user posted image

user posted image

user posted image


რა შეიძლება ითქვა სარჩილავისთვის და სხვა სამოყვარულო საქმიანობისთვის გამოდგება კონსტრუქცია რაც მივიღე.
მაგრამ ცალკეულ დიაპაზონში დაბალწინაღობიან დატვირთვაზე, არც თუ დამაჯერებლად მუშაობს XL4016 მიკროსქემაზე გაკეთებული ქარხნული მოდული...
კერძოდ ეს მოდული დენის ძალის ან ვოლტაჟის რეგულირებისას დაბალწინაღობიან დატვირთვისას - კერძოდ მანქანის 24 ვოლტიან ნათურით დატვირთვისას ჩემს ძირითად 24 ვოლტიან მოდულს დაცვაში უშვებს და რეგულატორის დატრიალების შემდეგ დაცვიდან მერე ისევ გამოდის, რის მერეც უკვე ჩვეულებრივად მუშაობს.
სხვა დატვირტვებზე ყველა რეჟიმში ნორმალურად მუშაობს. ანუ რაღაც პრობლემა დაპროექტებისას ქარხნულ მოდულს მაინც აქვს და დამპროექტებლებს გაეპარათ ტექნიკური ნიუანსები. მომავალი აჩვენებს რამდენად შემიქმნის ეს მე პრობლემას.
თითონ ჩემი კონსტრუქცია სარჩილავისთვის და სქემების აწყობისას რადიოსამოყვარულო საქმეებისთვის გამოდგება და მართალია გარკვეული ხინჯი დამრჩა მაგრამ 3$ - იან მოდულს ალბათ ყველაფერს ვერ მოთხოვ aba.gif

This post has been edited by Adventurer on 29 Sep 2019, 23:49
mexro
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 854
წევრი No.: 95466
რეგისტრ.: 9-July 09

გამოგზავნილია: 29 Sep 2019, 23:54  #55308923      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Adventurer
ზომებში კომპაქტური გამოგსვლია ვინც რთულს ვერ აწყობს შეიძლება ეს ააწყოს , 24 ვოლტიან ნათურას სანამ გაცხელდება (0,5 წამი) წინაღობა 1 ომზე ნაკლები აქვს შეიძლება 0,5იც


--------------------
ჩვენ ხალხს ოღონდ ფიქრით ნუ დაღლი და ისევ კეტით ცემას აიტანს
Adventurer
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 182
წევრი No.: 18643
რეგისტრ.: 26-March 06

გამოგზავნილია: 30 Sep 2019, 00:04  #55308973      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
mexro
კი ვიცი ნათურას ვარვარა ცივ მდგომარეობაში გაცილებით დიდ დენის ძალით ტვირთავს. მაგრამ ეგ პრობლემა რაზეც ზემოთ დავწერე იშვიათად იჩენს თავს. კარგად არეგულირებს ორივეს ძაბვასა და დენის ძალასაც, მაგრამ პერიოდულად შუა დიაპაზონში დაცვაში უშვებს 24 ვოლტიან კვების ბლოკს. ბლოკი ცდილობს გაეშვას და ისევ ითიშება. მერე დავატრიალებ რეგულატორებს და ბლოკი გამოდის დაცვიდან. ნათურის გარდა სხვა დატვირთვებზე ნორმალურად მუშაობს ყველა დიაპაზონში

This post has been edited by Adventurer on 30 Sep 2019, 00:05
mexro
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 854
წევრი No.: 95466
რეგისტრ.: 9-July 09

გამოგზავნილია: 30 Sep 2019, 00:10  #55309002      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
შუა დიაპაზონში თუ მოზდის ეგ უკვე ბლოკის დეფექტია , მაგრამ საერთოდ 12-24 ვოლტიან ნათურებზე იმპულსნიკების უმრავლესობა დაცვაში გადადის. ეხლა მინდა ერთი სვარკის იმპულსნიკი კარგ სქემაზე რო საიმედო იყოს ისეთივე საიმედო ვერ იქნება როგორიც ჩემი ტრანსფორმატორულია მაგრამ მაინც , თუ კარგი სქემა ვიშოვე უნდა ავაწყო , პირადში სხვა ტექნიკაზე გკითხე და ნახე

This post has been edited by mexro on 30 Sep 2019, 00:21
Adventurer
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 182
წევრი No.: 18643
რეგისტრ.: 26-March 06

გამოგზავნილია: 30 Sep 2019, 00:23  #55309073      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
mexro
QUOTE (mexro @ 29 Sep 2019, 23:10 )
ეხლა მინდა ერთი სვარკის იმპულსნიკი კარგ სქემაზე რო საიმედო იყოს ისეთივე საიმედო ვერ იქნება როგორიც ჩემი ტრანსფორმატორულია მაგრამ მაინც , თუ კარგი სქემა ვიშოვე უნდა ავაწყო

რუსეთის ფორუმი https://forum.cxem.net -ში დაძებნე. მე მქონდა ეგ იდეა და დროებით გადავდე. ჩინურები ვიყიდე იაფად. პირველად ჩემთვის მეორე მეგობრისთვის. 1-ლად რომ ვიყიდე გამყიდველმა ის მოდელი არ გამომიგაზავნა, რაც ვიყიდე და გაყიდვა დავაპირე. მაგრამ კარგი აღმოჩნდა. მინიატურულია და 3მმ ელექტროდამდე კარგად ადუღებს. 4მმ-საც დავაჭიდე და გადარჩა smile.gif
მეორე მეგობარს რომ უყიდე უკვე დიდი ავარჩიეთ. და 4მმ ელექტროდზე მაქსიმალურ დენზე დაიბრიდა ტრანზისტორები და წაიყოლა ნაწილები. მე გავარემონტე და ტრანზისტორები 60 ამპერიანები დაუყენე ორიგინალები. ჯერჯერობით მუშაობს. ასე რომ თუ ქარხნულს კარგ დეტალებს დაუყენებ კარაქივით დაადუღებს და გაჭრისsmile.gif . მე მაგალითად ასეთ გულარზე დროსელი უნდა დავახვიო და ჩემს აპარატს დავუყენო დამატებით (სენდასტისაა, საბჭოთა კავშირში რომ ალსიფერს ეძახდნენ მაგ მასალაა გაუმჯობესებულია ) -

user posted image

This post has been edited by Adventurer on 30 Sep 2019, 00:33
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (4) 1 2 [3] 4  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0256 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]