პითონიელანტრაზეა ხომ ალბათ საუბარი?
2017 წლიან მოდელს გამოკვეთილი სისუსტე არ აქვს. ძრავი მხოლოდ 2.0 დოჩია 2016 წელს ზემოთ, მაქამდე განსხვავდებოდა მხოლოდ. მთავარია კარგად შეამოწმებინო ყიდვისას და ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ ნახე მანქანა ცივ ძრავზე და გაატარე. რაღაცეები შეიძლება გამორჩეთ ხელოსნებს თუ გახურებულზე ამოწმებენ.
მე ვიყიდე 1 თვის წინ, იდეალური მანქანააო მითხრეს ხელოსნებმა, ყველაფერი შეამოწმეს. მეორე დღეს რომ დავქოქე, კარობკა ღმუოდა ბოლო ხმაზე და ქანაობდა სიჩქარეებში გადართვისას
ასე რომ ცივზე აუცილებლად უნდა შეამოწმო.
წვა 8-12 ლიტრი ქალაქში, სეზონის, საცობის და გასავლელი მანძილის მიხედვით, სანამ ძრავი გახურდება ბევრს წვავს და მოკლე მანძილებზე 12-14 ლიტრიც კი შეიძლება დაწვას ამიტომ. საშუალოდ მაინც 8-10.
ტრასაზე 6-7.
5-6 ლიტრს რომ წერენ ფეისბუქზე ქალაქში, არ დაუჯერო მაგათ
5 ლიტრს ზოგჯერ პრიუსით ვცდებოდი ხოლმე, ელანტრას როგორ აწვევინებენ მაგდენს არ ვიცი