#61403483 · 14 Jul 2024, 16:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ცვლად დენში მნიშვნელობა არ აქვს ვოლტაჟს, ვოლტი არ კლავს, ამპერი კლავს. დენისთვის მნიშვნელობა არ აქვს კაბელია, ხე თუ ადამიანი გამტარად, შემავალი დენი თუ ვერ გაატარა შუაზე გახევს წრედში ყველაზე ცუდი გამტარი რაცაა იმას. შესაბამისად ადამიანებს და ხეებს არა, მაგრამ ყველაფერს აწერია იმდენი ამპერი რამდენის გატარებაც შეუძლია, შესაბამისად ერთიდაიგივე კვეთის კაბელმა შეიძლება გაატაროს მილიონი ვოლტი და 12 ვოლტზე დაიწვას გააჩნია ამპერაჟს. უფრო მარტივად აღსაქმელი რომ იყოს - ელექტრო შოკებს აქვს მილიონობით ვოლტაჟი, მაგრამ ძალიან დაბალი ამპერაჟი, ამიტომ იწვევს შოკს და არ კლავს.
მარტივად შეხედეთ, სიკვდილით 110იც კლავს, 220იც თუ ხელი მოკიდე და აღარ გაუშვი, მუდმივ დენში 60 ვოლტიც საშიშად ითვლება. რაც უფრო დიდია ძაბვა მით უფრო ძნელია ხელის გაშვება და სწორედ ეგ სხვაობაა ცვლად და მუდმივ დენს შორის, ცვლად დენზე თეორიულად წამში 50-60ჯერ გაქვს გაშვების შანსი, მუდმივ დენზე 0. მეტი თვალსაჩინოებისთვის შეგიძლიათ 60-120 fps ით გადაუღოთ ვარვარა ნათურას, წამის მესამოცედში როდესაც ნათურა ქვრება არის შანსი როცა ხელს უშვებ, ანთებული ნათურის პოზიციაში კუნთები პარალიზებულია. მუდმივი დენის შემთხვევაში ნათურა არ ქვრება.
ასე რომ დენთან მუშაობისას მთავარი ინსტრუმენტი არის თეორიული ცოდნა, ჩვენთან ელექტრიკების პრობლემა მაგიტომაა, რომ უმეტესობას თეორიული ცოდნა არ აქვთ და ხელობასავით აქვთ ნასწავლი, გეგონება კაფელის ან გიფსოს გაკვრა იყოს. არასწორად გაკეთებული ელექტრობა კლავს, წვავს, ანადგურებს. დენთან თამაში არ შეიძლება
|