#61960254 · 13 Mar 2025, 00:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დიდი სიამოვნებით ვკითხულობდი თქვენს წერილებს, უპირველესად ისაა კარგი რომ სამშობლო მიწა გიჭირავთ, მერე ის რომ წინაპართა ფერხულს აგრძელებთ, მესამეც ის რომ "დამოუკიდებლობას" იქმნით, მეოთხეც ის რომ საკუთარ მიწაზე ხართ როგორც მეფე...ბევრია კიდევ...მეც შევიძინე მიწა წლებია მშობლიურ იმერეთში, მაგრამ თვეში ორიოდე დღით თუ ვახერხებ ჩასვლას და იმ ორ დღეში ყველაფერს მინდა მივხედო, ბოლოს "დამტვრეული" ვბრუნდები ქალაქში, მაგრამ დავატყვე ეზოს და სახლს ხელი, რამდენიმე წელში პენსია მომიწევს და წავალ იქ, სადაც ბუხართან ზიხარ და დრო თითქოს ჩერდება, მარადისობას გრძნობ...ღმერთმა გამრავლოთ და გაგაძიეროთ ძმებო
This post has been edited by niko0099 on 13 Mar 2025, 00:12
|