#47481947 · 6 Apr 2016, 12:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ა(ა)იპ - საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ლოგოს შექმნის საკონკურსო მოთხოვნები შინაარსობრივად ლოგო უნდა ასახავდეს ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის საქმიანობის სპეციფიკას. 1. ლოგო უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: 2. შეესაბამებოდეს ბოტანიკური ბაღის საქმიანობის სფეროს; 3. შესაძლებელია სრულიად ან ნაწილობრივ ფიგურირებდეს მწვანე ფერი, იყოს პოზიტიური და არ შეიცავდეს პლაგიატს; 4. შესაძლებელია ფიგურირებდეს მცენარე ან მცენარის შემადგენელი ნაწილი; 5. სასურველია ბოტანიკური ბაღის აბრევიატურის ან სახელწოდების გამოყენება, თუ იგი ლოგოს ერთიანი აღქმის და კონცეფციის ნაწილი იქნება; 6. შესაძლებელია ნებისმიერი თემატური სიმბოლოს გამოყენება; 7. ლოგო უნდა იყოს მარტივი და ადვილად აღქმადი, ესტეტიური და პოზიტიური; 8. ტექნიკური თვალსაზრისით, ლოგო მარტივად უნდა თავსდებოდეს ნებისმიერ საბრენდო პროდუქციაზე. ლოგო უნდა იყოს მარტივად გამოსაყენებელი, დასამუშავებელი, მარტივად უნდა შეიძლებოდეს ზომის ცვლილება, როგორც მცირე (სულ მცირე 2X2სმ), ასევე, ფართო მასშტაბით. ხარისხიანი რეპროდუქციის მიზნით, არ უნდა იყოს მიმსგავსებული სხვა ლოგოებს, არ უნდა შეიცავდეს პლაგიატს; არ იწვევდეს მცდარ ასოციაციებს; 9. თავდაპირველად მასალა ესკიზების სახით უნდა იყოს წარმოდგენილი შავ-თეთრ და ჭრელ ზედაპირზე JPEG და PNG ფაილის სახით, შემდგომ კი ვექტორულ გრაფიკულ ფორმატში; თავდაპირველად მასალა უნდა იყოს წარმოდგენილი JPEG და PNG ფაილის სახით, შემდგომ კი ვექტორულ გრაფიკულ AI, PSD და TIFF ფორმატში. შესაძლებელია ერთი მონაწილის მიერ მაქსიმუმ ორი ნამუშევრის გამოგზავნა. ა(ა)იპ - საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელობა (საკონკურსო კომისია) გამოავლენს ლოგოს საუკეთესო ნამუშევრებს. გამარჯვებული ლოგო ხდება საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის საკუთრება და შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბაღის ნებისმიერი მიზნებისათვის. 1. კონკურსანტის მიერ წარსადგენი სავალდებულო დოკუმენტაცია: 2. დასკანირებული ხელმოწერილი წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ არის საკუთარი ნამუშევარი, არ მიუბაძავთ სხვისთვის ან არ გამოუყენებიათ წინა დიზაინი, მათ შორის საკუთარიც; 3. ლოგოს JPEG და PNG ბრენდირებული (ავტორის სახელისა და გვარის დატანა ფაილის მარჯვენა ქვედა კუთხეში) ფაილები; 4. საკონტაქტო ინფორმაცია. 5. ლოგოს მოკლე აღწერა; საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 17 აპრილი, 18:00 საათი, დაგვიანებით წარმოდგენილი შეთავაზებები არ განიხილება. კონკურსანტებმა მოთხოვნილი ფაილები და რეკვიზიტები უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: marketing@nbgg.ge Subject ველში მიუთითეთ „კონკურსი - ლოგო“. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე (+995 593) 955 335 ან მოგვწეროთ info@nbgg.ge გამარჯვებულ კონკურსანტთან გაფორმდება ხელშეკრულება „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. კონკურსის საგნის ღირებულება შეადგენს 1200 ლარს.
--------------------
People should not be afraid of their governments. Governments should be afraid of their people. (c) V for Vendetta
მაღალი მატერიები დაივიწყეთ ხელისუფლებაში დასარჩენათ კონსტიტუციაც გაიჟიმება ბიძინაც და ბესელიაც (c) FRIDRIX
|