graviton
VASOVASIA, ალექსი
ჯგუფი: Members
წერილები: 4623
წევრი No.: 190020
რეგისტრ.: 13-August 14
|
#61230529 · 6 May 2024, 03:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Komponent
QUOTE | ცოტა სხვაგან ვიყავი და დროულად ვეღარ გიპასუხე, მსგავსი სიტუაცია ალბათ კიდევ მექნება ცოტახანს. ზემოთ ვგულისხმობდი იმას, რომ ნეიტრინოს მსგავსი შეიძლება სამზე მეტი იყოსო. მაგრამ, რაღაც ცხრილი მაქვს ნაწილაკების, იქ ჩავხედე და მგონი შეუძლებელია, ნეიტრინოს მსგავსი ნაწილაკი, სამზე მეტი. არ ვუშვებ ბნელი მატერიის არსებობას ამ ეტაპზე, ხომ გიწერიათ ზემოთ, შეიძლება არც არსებობდესო. |
დღევანდელი, სტარნდარტული მოდელით არსებობს სამი გვარის ნაწილაკები, ანუ სამი გვარის ლეპტონები, სამი გვარის კვარკები... დღეს ცდილობენ მეოთხის ძებნას, მაგრამ უშედეგოა... ამიტონ ნეიტრინოც სამია...... მაგრამ ასე მარტივად არ არის ნეიტრინოს საკითხი... ფუნდამენტური ნაწილაკების მასას ქმნის ჰიგსი... ელექტრონის, მიუს, ტაუს... მაგრამ მასა ნეიტრინოს აუხსნელია..., რადგან ის ძალიან მცირეა,.,.. რამოდენიმე ელქტრონვოლტი, რაც აუხსნელია... ასეთი მცირე მასა გაუგებარია საიდან... რატომ არ აძლევს მას მეტ მასას ჰიგსი? აქ არსებობს სხვადსახვა ირიბი სპეკულაციური მოდელები..., ახლა არ შევეხები.. მაგრამ ზოგადად უნდა ვთქვათ რომ ნეიტრინო არის თითქოს დასრულებული სტანდარტული მოდელისთვის, ჯერ კიდევ თავის ტკივილი...
QUOTE | არ ვუშვებ ბნელი მატერიის არსებობას ამ ეტაპზე, ხომ გიწერიათ ზემოთ, შეიძლება არც არსებობდესო. |
იმიტომ რომ გრავიტაციის აინშტაინოს თეორია, ვერ ხსნის კვანტურ მდგომარეობას და ასევე, მისი მთავარი საყრდენ, დრო და სივრცე -აუხსნელია.. დღეს არსებობს თეორიული მოდელები, რომლებიც თვლიან, რომ გრავიტაცია არაა სივრცის გამრუდება, გრავიტაცია საერთოდ არ არსებობს და არსებული გრავიტაციული ეფექტი მეორადი გამოვლინება უფრო ფუნდამენტურის....
QUOTE | ალბათ პატარა ენერგიის რომ დაიბადონ, ვერც აღმოაჩენენ._ რამდენად სწორი ვარაუდია ეს? |
მასა ძალიან პატარა აქვთ ამიტომ დიდ სიჩქარეს ღებულობენ... მაგრამ მათ არა აქვთ ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება... აქვთ მხოლოდ სუსტი ურთიერთქმედება, ამიტომ დეტქტორებთან ძალიან სუსტად ურტიერთქმედებენ და სუსტ დეტექტორულ სიგნალს წარმოშობენ.. ამიტომაა საჭირო ასამდე მეტრი სიგრძის არხი მისი დეტქტირებისთვის....ისინი თავისუფლად გადიან ჩვენს სხეულში, დედამიწაში...
QUOTE | ცპ პრობლემაც აღარ მახსოვს, თუმცა მგონი წინათ გაქვთ ახსნილი ესენი. რა სიმეტრიაა ეგ და რატომ უნდა ირღვეოდეს? (თუ მომაბეზრებელი არ იქნება თავიდან კითხვა). |
CP სიმეტრია არის კომბინაცია ორი გარდაქმნის: სარკული გარდაქმნის და მუხრური გარდაქმნის, ანუ თ მოვლენას გარდავქმნით სარკულად, მოვლენა ისევე უნდა მიმდინარეობდეს, როგორც გარდაქმნამდე... ანუ მოვლენა სიმეტრიულია, " სარკის აქეთ და სარკეში" მაგრამ აღმოცნდა რომ სუსტი ურთიერთქმედება არღვევს ასეთი გარდაქმნის სიმეტრიას... ანუ თუ სუსტი ურთიერქმედების დროს იბადება ელექტრონი და ნეიტრინო...ისინი ასე იბადებიან და თუ ამ მოვლენას ჩავხედავთ "სარკეში", იქაც ასე უნდა დაიბადოს... მაგრამ აღმოჩნდა, რომ პირველში იბადება ელექტრონი და მარცხენა სპირალობის ნეიტრინო.... "სარკეში" კი უნდა დაიბადოს მარჟვენა ნეიტრინო... მაგრამ აღმოჩნდა რომ მარჯვენა სპირალობის ნეიტრინო არ არსებობს... არსებობს მარჟვენა ანტინეიტრინო... ანუაღმოჩნდა რომ სუსტ ურთიერთქმედებაში იბადება ელექტრონი და მარცხენა ნეიტრინო და "სარკულში\" ანტიელექტრონი,ანუ პოსტრონი და მარჟვენა ანტინეიტრინო.... ეს ნიშნავს ირღვევა P სიმეტრია, ანუ ლუწობა,.. ქართულად... ამის გამო შემოღებულ იქნა CP გარდაქმნა, რომელიც უნდა ინახებოდეს, ანუ ირღვევა P მაგრამ არ ირღვევა კომბინაცია CP, C არის ნაწილაკის ანტინაწილაკად გარდაქმნა... მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა რომ სუსტი ურთიერთქმედება არღვევს ამასაც.... იმავე მიზესის გამო ძლიერი ურთიერთქმედებაც უნდა არღვევდეს ამ სიმეტრიას... მაგრამ აღმოჩნდა რომ არ ირღვევა... ეს გაუგებარია რატომ.... ამის ასხსნელად შემოთავაზებულ იქნა იდეა, რომ ჩვენს სამყაროში სპონტანურად დარღვეულია პარამეტრული U1 სიმეტრია, ეს კი ნიშნავს უნდა არსებობდეს ნაწილაკი ამ დარღვევის შედეგი, როგორც მაგალითად SU2 -ის სპონტანური დარღვევის შედეგი არის ჰიგსი.... რაც დამტკიცდა. პირველის დარღღვევის შედეგის ნაწილაკს დაარქვეს აქსიონები... და ამ აქსიონის არსებობა აკომპენსირებს CP დარღვევის წევრს და საბოლოოდ აღარ გვაქვს ამ სიმეტრიის დარღვევა... ეს აქსიონები დღემდე ვერ აღმოჩინეს... ზოგიერთი თვლის რომ ისინია კანდიდატები ბნელი მატერიის... ეს მოკლეთ,... ბევრი რამე გაუგებარია ალბათ... ამიტომ კონკრეტულ, გაუგებარ, შეკითხვებზე შემიძლია გიპასუხო
--------------------
ლოგიკით ნუ ტრაბახობ თუ არ გაქვს ცოდნა, არ გექნება ლოგიკა
|