#60861230 · 25 Nov 2023, 13:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სალამი ფორუმელებს, დამეხმარეთ ასეთ საკითხში:
როდესაც mkvtoolnix-ის მეშვეობით ერთი ფილმის აუდიო ბილიკი გინდა გადაიტანო მეორე ფილმზე, არის შემთხვევები, როდესაც ეს უკანასკნელი თაიმკოდით განსხვავდება პირველისგან, რამდენიმე წამზეა საუბარი, მაგრამ ეს საკმარისია იმისთვის, რომ შეიქმნას დესინქრონი ვიდეო ბილიკსა და აუდიოს შორის.
როგორ დავადგინო ერთი და იგივე კადრის ტაიმკოდი ორივე ვიდეო ბილიკში, რათა დავინახო რამდენი მილიწამია მათ შორის განსხვავება, რათა ეს სხვაობა მივუთითო აუდიო ბილიკის პარამეტრებში, დავაკავო ან გავზარდო დრო და ამით სინქრონში მოვიყვანო სასურველი აუდიო და ვიდეო ბილიკი ერთმანეთთან.
|