საბურავი ავტომობილის ერთადერთი დეტალია, რომელსაც სავალი გზის ზედაპირთან აქვს შეხება, ამრიგად იგი თქვენი ავტომობილის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ავტომობილის დამუხრუჭებისას, დაძვრისას, თუ მოხვევისას უმნიშვნელოვანესი დატვირთვა, სწორედ საბურავზე მოდის, ამიტომაც სწორად შერჩეული, მაღალი ხარისხის საბურავი თქვენი კომფორტული და დაცული მგზავრობის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.
საბურავის შერჩევისას, აუცილებლად გასათვალისწინებელია კლიმატური პირობები, გზის ზედაპირი, სამოძრაო დისტანცია და ა.შ. სწორედ საჭიროებისამებრ უნდა მოხდეს თქვენი ავტომობილისათვის შესაბამისი საბურავის შერჩევა. ასევე მნიშვნელოვანია ავტო მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული ზომის, ტვირთამწეობის, სიჩქარის ინდექსის და სხვა სპეციფიკაციების გათვალისწინება.
ყველა საბურავს გააჩნია ექსპლუატაციის პერიოდი (5წელი). ხოლო ვადის გასვლის შემთხვევაში კი საბურავი კარგავს თავის დადებით თვისებებს, შედეგად კი ხიფათს უქმნის ავტომობილის უსაფრთხო გადაადგილებას.
საბურავები კლასიფიცირდება სეზონურობისა და დანიშნულების მიხედვით
სეზონური საბურავები :
ზაფხულის საბურავი | Summer Tire
ზამთრის საბურავი | Winter Tire
ყველა სეზონის საბურავი | All Season Tire
საბურავების სეზონურობა
საბურავის სწორად შერჩევას, მისი ექსპულატაციის პირობების დაცვასა და საბურავების სეზონურ შეცვლას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც ავტომობილისთვის, ასევე თქვენი და თქვენ გარშემო მყოფთა უსაფრთხოებისთვის.
This post has been edited by Statham on 11 Jun 2024, 22:46