მეც ზუსტად იგივე მოდელის სკანერი მაქვს და მინდა ავღნიშნო, რომ ძალიან ბანძია.
როგორც წესი, 200-იანი resolutionით ვასკანერებ, ფერთა სიღრმე კი 24 ბიტზე მაქვს დაყენებული.
სკანირებისას, პროგრამისდა მიუხედავად აგდებს საკუთარ უტილიტას, ამიტომ ვერ შეცვლი, თუმცა გირჩევ, რომ direct scanი არ დააინსტალო, ჯერ ერთი ოპერატიულს "ჭამს", და მეორე კი საკუთარი, განსხვავებული უტილიტა აქვს.
გირჩევ, დააყენე photoshop, სკანერის თავსახურს რომ აწევ, თავისით გამოგიყვანს იმ პროგრამათა სიას, რომელშიც უნდა მოხდეს სკანირება. აირჩიე ფოტოშოპი, დააყენე 200-იანი resolution, 24 ბიტიანი ფერთა სიღრმე. დასკანირებამდე preview გაუშვი და უტილიტა ავტომატურად გამორიცხავს ზედმეტ ადგილებს, და მერე გაუშვი სკანირებაზე. რომ მორჩები, როგორც გინდა დაარედაქტირებ და რა ფორმატითაც გინდა ჩაწერ. ამ ოპერაციამ მაქსიმუმ 5 წუთი უნდა წაგართვას თავის ყველაფრიანად.
აბა, წარმატებულ სკანირებას გისურვებ.