ინტერვიუს ფრაგმენტი ბნ. სანდრო ჯინორიძესთან --კომპანია "სანეტის"აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე
[off](ორიგინალი არის აქ:
http://www.navigator.ge/sandrojinoridze.html)[/off]
როგორ დაიწყო საქართველოში დომენების რეგისტრაცია და როგორ მოიპოვა ეს უფლება სანეტმა?
სანეტი დომენური სახელების რეგისრატორი არც ყოფილი და არც ახლა არის. თავის დროზე ეს უფლება პიროვნულად მიიღო ბატონმა გიორგი კაშიამ, საერთაშორისო ორგანიზაციისაგან, რომელიც დომენური სახელების რეგისტრირების დელეგირებას ახდენდა, თავის დროზე ეს იყო ICAAN ახლა IANA ჰქვია. ეს თუ არ ვცდები, 1993 წელს მოხდა, შესაძლოა 1992- შიც კი. .ge დომენის რეგისტრატორი იყო გიორგი კაშია, როგორც პიროვნება და არა როგორც სანეტის ხელმძღვანელი. სანეტი რომც არ ყოფილიყო, ან თავიდანვე წარმატება რომ არ ქონოდა და დახურულიყო, გიორგი კაშია დარჩებოდა დომენების რეგისტრატორად. ასე დაიწყო დომენების ისტორია საქართველოში და მას ფაქტობრივად, ორი გარდატეხის პერიოდი ჰქონდა - 1995 წელი, როდესაც საქართველოში გაჩნდა ინტერნეტი და რეალური საჭიროება შეიქმნა მომხდარიყო სისტემატიზაცია. გაჩნდა შვიდი მეორე დონის დომენი, ანუ დომენების რეგისტრაცია ორგანიზაციული პრინციპით დაიწყო. ogr.ge, com.ge და აშ; და, ასევე გარდატეხის წელია 2000 წელი. სწორედ შარშან მოხდა დომენური სახელების რეგისტრაციის უფლების გადაცემა გია კაშიასგან არასამთავრობო ორგანიზაცია - "ინტერნეტის განვითარების ჯგუფი საქართველო"-სთვის. შარშანვე განახლდა მეორე დონის დომენური სახელების რეგისტრაციაც და ის გახდა ფასიანი, ვინაიდან, თუ აქამდე გიას შეეძლო საზოგადოებრივ საწყისებზე მიეხედა ამ საქმისთვის, ამ საქმიანობის იურიდიული პირისათვის გადაცემამ და რეგისტრაციაზე მოთხოვნილების გაზრდიდან გამომდინარე, გაჩნდა ამ საქმის თვისობრივად ახალ დონეზე აყვანის საჭიროება. ამავე დროს შეიცვალა და უფრო ღრმა გახდა დომენის რეგისტრაციის წესები, პირობები და აშ.
სწორედ ამ წესებიდან გამომდინარე, დომენის გავრცელება მხოლოდ საქართველოშია შესაძლებლი, .ge დომენის გატანა საქართველოდან პრაქტიკულად აკრძალულია.
კანონმდებლობის დონეზეა აკრძალული თუ არა?
დომენური სახელების რეგისტრაცია არ საჭიროებს საკანონმდებლო ბაზას. ეს არის .ge დომენის რეგისტრაციის წესები და პირობები, რომელიც შემუშავდა გასული წლის აპრილში საჯარო, თითქმის ორთვიანი განხილვის საფუძველზე (ამ განხილვაში მონაწილოებას უკლებლივ ყველა პროვაიდერი და დაინეტერესებული პირი იღებდა). ეს წესები იმ ფორმითაა მიღებული, როგორც კონსულტაციების დროს შეთანხმდა. აკრძალვის წესი უმთავრესად საქართველოსთვის მუშაობს, -- დომენური სახელის საქართველოში მომსახურების შემთხვევაში, ეს რომელიმე ადგილობვრივი პროვაიდერისთვის იქნება მომგებიანი, და არა ამერიკაში ან გერმანიაში არსებული პროვაიდერისთვის.
ხორციელდება თუ არა კონტროლი და მონიტორინგი .ge დომენების ქვეყნიდან გატანის თავიდან ასაცილებად?
კონტროლი და მონიტორინგი სისტემატურად ხორციელდება. უნდა აღინიშნოს, რომ უხეში დარღვევა არ ყოფილა, იყო რამდენიმე მცდელობა, გაიგზავნა გაფრთხელება და დომენი მოყვანილი იქნა წესებთან შესაბამისობაში.
_______________________________________________
01.10.2001
მე ვფიქრობ რომ ყველაფერი ნათელია, და ზედმეტი კითხვები აღარავის გაუჩნდება