კოკა სეფერთელაძემ შესაძლოა, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავოს
11:23 08.07.2012
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ შესაძლოა, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავოს.
ამის შესახებ "პირWელს" ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, თუმცა განათლების სამინისტროში აღნიშნულ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ.
სეფერთელაძემ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა უკვე დატოვა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სეფერთელაძე მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე შოთა ნიჟარაძემ შეცვალა.
რაც შეეხება მინისტრის სხვა მოადგილეებს, გიორგი ჩახნაშვილი, ნოდარ სურგულაძე და ირინე ქურდაძე თანამდებობაზე რჩებიან.
შეგახსენებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრად გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე დაინიშნა.
მეტი კომფორტი