"ფეისბუკზე" არის ათასობით სასიყვარულო გვერდი, რომელსაც ათასობით "იმედგაცრუებული" გოგო ჰქმნის. მაინტერესებს, ასე, ყველა გოგო როგორ არის შეყვარებული და როგორ ყველას ემსხვრევა ოცნებები ბოლოს?! ყველა ღრუბლებში როგორ დაფრინავს და მერე - მიწაზე ცვივა?! რანაირად ხდება, ჰა?!
მე ვფიქრობ, რომ "სასიყვარულო" გვერდების ავტორების 99% იტყუება ან ვერ ხვდება, რა უნდა ამ ცხოვრებაში, რა დაჰკარგვია...
უმეტესობას (ყველა გოგო ერთნაირი ვერ იქნება) უნდა, მხოლოდ, ხარისხიანი სექსი, მოფერება ან რიგი ეგოისტური სურვილის დაკმაყოფილება.
სიყვარული უნდათ (რატომაც არა!), ოღონდ, სხვას რომ უყვარდეთ!
მაგრამ ბიჭებიც, ერთიანად, ეგოისტები არიან, მათაც იგივე სურთ.
შედეგი - "დამსხვრეული ოცნებები".
This post has been edited by varisvincvar on 7 Jul 2013, 15:46