სავაჭრო ნიშანი ეს არის წარწერა ან სურათი ან რაიმე სხვა რომელიც რეგისტრირდება და ასოცირდება რაიმე პროდუქტთან ან ფირმასთან და ა.შ.
ამიტომ მათ თარგმნას აზრი არ აქვს. მაგალითად, ვერ გადათარგმნი ადიდასის სამ ზოლიან ნიშანს, რადგან ეგ გრაფიკული სურათია. სწორედ ასე უნდა მიუდგე წარწერას, მაგალითად, Microsoft-ს. ესეც შეიძლება აღიქვა როგორც გრაფიკული ნიშანი. ასეც არის იმისათვის, ვინც ინგლისური (ან ლათინური ასონიშნები) არ იცის.
თუ მე ჩემს მეგობარს ვესაუბრები დიდი მნიშვნელობა არ აქვს როგორ ვეტყვი ”მაიკროსოვტი ახურებს” თუ ”მაიკქროსოფთი ახურებს”. ანუ სასაუბრო წესს ვერ განსაზღვრავ.
მთავარი პრობლემა იქ ჩნდება, როცა უცხოურ კომპანიას უნდა თავისი სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრიროს საქართველოში და თან უნდა ქართული წარწერა. მაგალითად, ”კოკა-კოლა”.
აი აქ იწყება პრობლემები. ყოველ ლინგვისტს თავისი აზრი აქვს და აბა თუ ბიჭი ხარ შეეკამათე. ალბათ ეს ყველაფერი ენის პალატის გარეშე არ უნდა ხდებოდეს. ანუ თუ მე, microsoft-ს მინდა დავარეგისტრირო ჩემი სახელი ქართულად, უნდა მივიდე ენის პალატაში და ვიკითხო, როგორ უნდა გაკეთდეს.
თუმცა საბოლოოდ მაინც ჩემი, სავაჭრო ნიშნის მფლობელის, საქმეა როგორ გავაკეთებ. იქნებ მე ”კ” უფრო მომწონს ვიდრე ”ქ” და ბოლო-ბოლო ჩემია ეგ მამაძაღლი სავაჭრო ნიშანი.
ხო, კიდევ ერთი უბედურება. ახლა ყველას რომ მოეთხოვება ”ქართულად დააწერეთო” და ყველა ისე აწერს როგორი გაზრდაც ქონდა, ხოლო ბავშვები კი უფრო ამ წარწერებით სწავლობენ ქართულს ვიდრე ენის ნორმებით და ბოლო-ბოლო ეტიკეტკური დეფაქტო ნორმები რომ გვექნება ქართულ ენაში, მერე ნახეთ თქვენ.
სახელმწიფო ძალიან ხისტ პოლიტიკას უნდა ატარებდეს ენის თვალსაზრისით, მარა სადაა ეგა

პრობლემების დასმა უფრო გამომივიდა

მოკლედ აი ჩემი პოზიცია:
პრობლემა არის ასეთი:
1. როგორ გადავთარგმნოთ უცხოურ ენაზე დაწერილი სავაჭრო ნიშანი, თუ მინდა მისი ქართული ასონიშნებით დაწერა მსურს
2. როგორ უნდა გავახმოვანო უცხოური სავაჭრო ნიშანი სატელევიზიო ან რადიო რეკლამაში თუ მისი ანალოგი ქართული სავაჭრო ნიშანი არ მაქვს.
პასუხი, ჩემი აზრით, ერთია. ყოველ კონკრეტულ ნიშანზე კონკრეტული გადაწყვეტაა საჭირო ქართული ენის არსებული ნორმების გათვალისწინებით და ცხადია, მფლობელის სურვილის გათვალისწინებით. რეკლამის შემთხვევაში პრიორიტეტი ენის ნორმებს უნდა მიენიჭოს.
This post has been edited by gioalhaz on 29 Oct 2003, 12:01