მოკლედ, ამ თემის გახსნა მიბიძგა გუშინ ლეონარდო და ვინჩის გამოფენის ნახვამ .
ვისაც სურვილი ექნება დაწეროს ,სად რა გამოფენაზე იყო და რა ხდებოდა
ეხლა გუშინდელი გამოფენის შესახებ :
1. პირველი ანომალია

- სადღაც 40 წუთამდე ვიდექი რიგში ,სანამ დარბაზში შევიდოდით ,ათასობით მნახველი იყო.
2. მეორე ანომალია - ხალხი დიდი ლუპებით დარბოდა და ისე ათვალიერებდა .(იქვე იყიდებოდა 13 $ ღირდა)
3. მესმე ანომალია - შესასვლელთან იყო სტენდი სადაც აკრძალვები იყო ჩამოთვლილი , მხოლოდ ორი აკრძალვა ეკლდა - დარბაზში არ ისუნთქოთ და ნახატები არ დაათვალიეროთო
4. მეოთხე ანომალია - კუთხეებში იდგა სიგნალიზაციის აპარატები რაც თავიდან ლეონარდოს გაკეთებული მეგონა

გამოფენას რაც შეეხება : იყო 130 მდე ნამუშევარი მთელი მსოფლიოდან,(ყველაზე ბევრი უინძორის სასახლიდან და ლუვრიდან იყო) არც ერთი ფერწერული ტილო.(ეს არ მომეწონა ) ესკიზები , ნამუშევრები გრაფიკაში, ტუშით , ფანქარით და გუაშით ძირითადად.
ხალხზე ვიკაიფე მაგრად: ნახატთან ვინ მიგიშვებდა იდგნენ და თავებს აქნევდნენ თან ნწ,ნწს იძახოდნენ

ვაპირებდი ამ წიგნის ყიდვას (მაგრამ მერე გადავიფიქრე , ცოტა ხანში სეილზე გაუშვებენ და მერე ვიყიდი

2 საათში როგორც იქნა მოვრჩი დათვალიერებას და გამოვედი გარეთ იქ კი პირდაპირ მეტროპოლიტენის წინ ორი ზანგი ჯეკსონის სიმღერაზე თავდაყირა ტრიალებდა

ეეხ ასეა რას იზამ
ასე სასტიკად დავბრუნდი რენესანსიდან 21-ე საუკუნეში
აქედან MoMA -ში ვაპირებდი პიკასოს და მატისის გამოფენაზე წასვლას მაგრამ ვეღარ გავქაჩე და "სთარბაკის " ყავახანაში

მივირთვი "მოკა" და გავეშურე სახლისკენ.
მიმაგრებული სურათი