ამნისტია ეს უფრო აუცილებლობაა დღევანდელ სიტუაციაში ვიდრე კეთილი ნების გამოხატვა
ციხეები იმდენად გადატენილია მომხმარებლებით (ნარკომანებით), რომ სერიოზული დანმაშავეების ადგილი აღარ რჩება ლამის.
ამნისტია გადაწყვიტეს იმისთვის, რომ:
1. ცოტათი გამოათავისუფლონ ადგილები (კოიკები

)
2. ბიუჯეტში შევა საპროცესო გარიგებების შედეგად საკმაოდ დიდი თანხები
ანუ მოუხდელი სასჯელის ნახევარი განახევრდება, ხოლო ვისაც დარჩენილი ნახევრის გარეთ მოხდა უნდა
გადაიხდის თანხას და გამოვა, პლიუს ექნება პირობითი სასჯელი და იჯდება "გასუსული" იმის შიშით უკან არ შემაბრუნონო,
... ეს ხალხი ვერ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, არადა ეს სწორედ ის კატეგორიაა რომელიც
ხმას ნაკლებად თუ მისცემს არსებულ ხელისუფლებას.
... ეს ხალხი არ მიიღებს აქციებში მონაწილეობას, ვინაიდან იციან სადაც არის აქცია იქ არის იმის შანსი
რომ შარი მოგდონ და პირობითი ვადა პატიმრობით შეგიცვალონ.
სამწუხარო ის არის, რომ რეალურად არსებობს უკვე რამოდენიმე წელია კანონპროექტი რომელიც სრულად თუ არა
ნაწილობრივ მაინც გადაჭრის არსებულ ნარკოსიტუაციაში საქართველოში.
აუცილებელია მოხდეს არსებული მუხლის დეკრიმინალიზაცია!
პლიუს უნდა დაიყოს ნარკოტიკები კატეგორიებად (ეს დევს კანონპროექტში)
მაგალითისათვის, რომ წარმოიდგინოთ თუ როგორ განსჯის დღევანდელი კანონმდებლობა:
18 წლის ბიჭი რომელმაც ძმაკაცებთან ერთად მოკრიფა პლანი
გზაში დაიჭირეს, ბრალი ედება სსკ 260-ს III ნაწილით, ანუ:
შეძენა, შენახვა, მოხმარება, გასაღება - პლიუს დამამძიმებელი გარემოებაა
ვინადან ეს დანაშაული არის ჩადენილი ჯგუფურად.
აღნიშნული მუხლის III ნაწილი ითვალისწინებს თუ არ ვცდები 15 წლიდან უვადო პატიმრობას.
თქვენი აზრით ეს სამართლიანია?