მოკლედ ახლა ვუსმენ და გაზიარებაც მომინდა! ესაა ინდი-როკ ბენდი ვაშინგტონიდან რომელზეც გავლენა მოახდინა 1990-იანი წლების ფემინისტურმა riot grrrl მოძრაობამ (მისი ფუძემდებლები არიან იოკო ონო, პეტი სმიტი, კიმ გორდონი - Sonic Youth და მრავალი სხვა).
კოლექტივის პირველი ალბომი "sleater-Kinney" გამოვიდა 1995 წელს, მად მოჰყვა ბევრად აღიარებული და ყურადსაღები Call the Doctor (1996) და Dig Me Out (1997). მომდევნო რამდენიმე ალბომმა ჯგუფი მეინსტრიმში გადააგდო, მათ შორის ყველაზე კულმინაციური იყო 2002 წლის "One Beat.", თუმცა ამისდა მიუხედავად კოლექტივმა არ უღალატა თავის ფემინისტურ ფესვებს და ინდი როკს.
ჯგუფი ჩამოაყალიბეს გიტარისტებმა Corin Tucker-მა და Carrie Brownstein-მა, მათ მოგვიანებით შეუერთდათ დრამერი Janet Weiss. საინტერესოა რომ ბასისტი არ ყავთ , კორინი უკრავს ე.წ. ბარიტონის გიტარაზე, რომელიც ბაისი ფუნქციას ასრულებს. აქვე ისიც უნდა ითქვას რომ კორინი თავის დროზე საკმაოდ გავლენიან Riot Grrrl ჯგუფში - Heavens to Betsy - უკრავდა, კერი კი Excuse 17-დან წამოვიდა.
სამწუხაროდ, ამა წლის 27 ივნისს მუსიკოსებმა დაშლის შესახებ განაცხადეს და მათი ბოლო კონცერტი მშობლიურ პორტლანდში 12 აგვისტოს შედგება!
ცოტა ხანში დაიდება ჩანაწერი 2005 წელს ჩატარებული კონცერტიდან At the Commodore Ballroom
* * *
http://dade.ge/?code=1154273014W1G5S33HCFმოუსმინეთ

ვამზადებ IELTS-ში მსურველებს. მაქვს როგორც IELTS სერტიფიკატი 8.0, ასევე CELTA და TKT, ეროვნული გამოცდების გამსწორებელი ვარ.
ვამზადებ TOEFL, ზოგად ინგლისურში და აბიტურიენტებსაც.
სამოტივაციო წერილები და დახასიათებები
https://www.facebook.com/Ieltstbilisi