აი ჩემი შენიშვნები ჯეოსელის საიტთან დაკავშირებით:
დავიწყოთ პირველი გვერდიდან ანუ ინდექსიდან, იხსნება და ტოვებს რაღაც დაუმთავრებელი გვერდის შთაბეჭდილებას...

ამ სურათზე მინიშნებულ ადგილას რა არის საერთოდ რაღაც სურათი არის ვერ მივხვდი რა დანიშნულება აქვს ? ეგ სურათი ცოტა ზევით რომ იყოს ან საერთოდ არ იყოს სკროლერი არ დაჭირდებოდა.

ამ სურათზე მინიშნებულ ადგილას ძალიან ვიწვალე და ტექსტი ვერ წავიკითხე, ისე კი ეს ზედა ნაწილი ამ მეინ პაიჯის ანუ ჰედერი მაგონებს ბავშვობაში რო კუბიკებით ვთამაშობდი ხოლმე


ამ მენიუს გაკეთება უფრო კარგად შეიძლებოდა, ანუ ტექტსი უფრო ადვილი აღსაქმელი რო ყოფილიყო ან სხვა ფერების ან სხვა შრიფტის გამოყენება შეიძლებოდა.

ამ ნაწილში თეთრზე თეთრი ფერის გაკეთება თუ გინდოდა მაინც და მაინც მაშინ უკეთესი ეფექტების გამოყენება შეიძლებოდა ფოტოშოპში

ლოზუნგები ანუ
Geocell - Keep smiling შეიძლება ცოტა უფრო წინ დაეწერათ და მარჯვენა მხარეს საცოდავად არ მიიჭეჭყებოდა, ისე კი ფერების პრობლემა ძაალიან აქვს ამ საიტს. და კიდე მემგონი ჯეოსელის PR-ს არ უნდა უჭირდეს ლოზუნგბის მოფიქრება სამჯერ ერთი და იგივე რომ არ ეწეროს


აქ ქართულ ვერსიაშI ტექსტი ინგლისურადააა, რა კარგია არა ? აქაც ისევ ძალიან წვრილი შრიფტი ძლივს წავიკითხე რა წერია, თვალები თუ დავითხარე არც ეგეთი სიახლე მინდა და არაფერი


ამ სურათში ქვედა სკროლერის არ გამოყენება შეიძლებოდა, შრიფტები რა თქმა უნდა არეულია, მე მაგალითად ამ ადგილას უბრალოდ დავწერდი დილერის ადგილმდებარეობას ანუ მაგალითად "ახალციხე" და გავაკეთებდი ლინკს და ლინკზე დაჭერით გამოიტანდა დამატებით ინფორმაციას.

აქაც ისე არეულად წერია ინფო აბსოლიტურად არანაირი სურვილი არ მაქვს დავათვალიერო


თეთრი ფერი კარგია მარა ცარიელი "ფორტოჩკები" ცოტა ტეხავს.

აქ რისი subscribe არის რატო არ წერია ?

ამ ლინკებისთვის უკეთესი ადგილის მოძებნა შეიძლებოდა.
ისე კი მოაშორეთ რა ეს აკადნუსხური, უნიკოდი არსებობს და რა პრობლემაა რო გვერდიც უნიკოდში იყოს ?
p.s. flash ვერსიას არ ვათვალიერებ შეგნებულად, რად მინდა 10 წუთი ველოდო საიტის ჩატვირთვას ?
p.p.s. ისე კიდე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს დიზაინერებს 95-96 წლებში აქვთ ნასწავლი რაღაცეები და დიდხანს ეძინათ და ეხლა რო გაიღვიძეს იმ დროინდელი ტექნოლოგიებით შექმნეს ეს გვერდი.
nothing personal