Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
კულტურა და ხელოვნება
->
ლიტერატურა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(2)
[1]
2
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ბრუნო შულცი
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Dafne
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Dafne
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 122
წევრი No.: 118065
რეგისტრ.: 6-July 10
#23100705
· 23 Dec 2010, 11:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
როგორც ვიცი, ეს მწერალი ქართულად არსად გაჭაჭანებულა. გული მტკივა.
ეს არის ნაწყვეტი ინტერვიუდან, რომელშიც ფილიპ როთი და აიზეკ ზინგერი შულცის შესახებ საუბრობენ. თარგმანი უხეიროა, მაგრამ ფორუმის პირობაზე ძალეანაც რიგიანი
ინჯოი!
რამდენიმე თვის შემდეგ, რაც ბრუნო შულცი პირველად წავიკითხე და მისი Penguin-ის სერიაში “მწერლები სხვა ევროპიდან” (“Writers from the Other Europe”) შეტანა განვიზრახე, შევიტყვე, რომ თოთხმეტი წლის წინ, როცა მისი ავტობიოგრაფიული რომანი „დარიჩინის ქულბაქები“ ინგლისურად გამოიცა, წიგნის შესახებ რეცენზია და ქების სიტყვა აიზეკ ბაშევის ზინგერმა დაწერა. ვინაიდან შულცი და ზინგერი პოლონეთში, ებრაულ ოჯახებში, თორმეტი წლის სხვაობით დაიბადნენ - შულცი -1892 წელს, გალიციის პროვინციულ ქალაქ დროგობიჩში, ზინგერი - რაძიმინში, ვარშავასთან ახლო, 1904-ში - ზინგერს დავურეკე, რომელიც მანამდე ორიოდეჯერ მეგობრულ შეკრებაზე მენახა და ვთხოვე შეხვედრა, რათა გვესაუბრა შულცის და იმის შესახებ, თუ როგორი იყო პოლონეთში ცხოვრება ებრაელი მწერლისთვის იმ ათწლეულების განმავლობაში, როცა ორივე მათგანი ყალიბდებოდა, როგორც შემოქმედი. ჩვენი შეხვედრა მანჰეტენზე, ზინგერის ბინაში, 1976 წლის ნოემბრის მიწურულს შედგა.
როთი:
პირველად როდის წაიკითხეთ შულცი, აქ თუ პოლონეთში?
ზინგერი:
პირველად შეერთებულ შტატებში წავიკითხე. უნდა გითხრათ, რომ ბევრი სხვა მწერლის მსგავსად, მხატვრულ ნაწარმოებს ხელში ყოველთვის გარკვეული ეჭვით ვიღებ. ვინაიდან მწერალთა უმრავლესობა არ არის ნამდვილად კარგი მწერალი, ვვარაუდობ ხოლმე, როცა წიგნს მიგზავნიან, რომ ეს არ იქნება ძალიან კარგი წიგნი. გავოცდი, როცა შულცის კითხვას შევუდექი. ჩემს თავს ვუთხარი, ეს პირველხარისხოვანი მწერალია.
როთი:
შულცის შესახებ მანამდეც გსმენოდათ?
ზინგერი:
არა, შულცის სახელიც არ გამეგო. პოლონეთი 1935 წელს დავტოვე. შულცი იმ დროს არ იყო ცნობილი და რომც ყოფილიყო, მე მის შესახებ არ ვიცოდი. მასზე არასდროს მსმენოდა. ჩემი პირველი შთაბეჭდილება იყო, რომ ეს კაცი კაფკასავით წერს. ორი მწერალია, რომელთა შესახებაც ამბობენ, რომ კაფკასავით წერს. ერთი აგნონი იყო. აგნონი ამბობდა, რომ კაფკა არასდროს წაეკითხა, მაგრამ ადამიანებს გარკვეული ეჭვი ჰქონდათ ამის შესახებ. ისე, კაფკას ნამდვილად იცნობდა . ამის შესახებ ორი აზრი არ არსებობს. ვერ ვიტყვი, რომ მის გავლენას განიცდიდა. არსებობს შესაძლებლობა, ორი ან სამი ადამიანი ერთი სტილით წერდეს, ერთი სულით. ვინაიდან ყველა პიროვნება არაა ბოლომდე უნიკალური. თუ ღმერთმა ერთი კაფკას შექმნა შეძლო, სამი კაფკას შექმნასაც გაახერხებდა, ამის ხასიათზე რომ ყოფილიყო. რაც უფრო მეტს ვკითხულობდი შულცს, შეიძლება ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ როცა მას ვკითხულობდი, ვამბობდი, რომ ის კაფკაზე უკეთესია. მის რამდენიმე მოთხრობაში მეტი სიძლიერეა. შულცი ასევე ძალიან ძლიერია აბსურდში, ბრძნულ და არა ბრიყვულ აბსურდში. შულცსა და კაფკას შორის, მე ვიტყოდი, არის რაღაც, რასაც გოეთე Wahlverwandtschaft-ს უწოდებს, სულთა თვისტომობა. ეს, შესაძლოა, ბოლომდე ასე იყო შულცის შემთხვევაში, ნაწილობრივ კი - აგნონის.
როთი:
მე მეჩვენება, თითქოს შულცის წარმოსახვა გულგრილად ვერაფერს ტოვებდა, მათ შორის სხვა მწერლების შემოქმედებას და განსაკუთრებით ისეთი მწერლისა, როგორიც კაფკა იყო, რომელთანაც მას, როგორც ჩანს, ბიოგრაფიის და ტემპერამენტის საგულისხმო მსგავსება უნდა ჰქონოდა. „დარიჩინის ქულბაქებში“ იგი მშობლიურ დროგობიჩს გაცილებით შემზარავ და განსაცვიფრებელ ადგილად წარმოაჩენს ვიდრე ის სინამდვილეში იყო - ნაწილობრივ, როგორც თავად აღნიშნავს, რათა „განთავისუფლებულიყო სევდის აგონიისაგან“ - ასე რომ, გარკვეულწილად, იგი კაფკას დეტალებს საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. კაფკას შეეძლო აღეძრა რაიმე სახალისო აზრები მის თავში, მაგრამ იმის საუკეთესო მაგალითად, რომ ეს იდეები სხვა მიზნებს ემსახურება, ის ფაქტი გამოდგება, რომ შულცის წიგნში ტარაკანად ქცეული გმირი არის არა ვაჟი, არამედ მამა. წარმოიდგინეთ კაფკა, რომელსაც ეს აზრად მოუვა. გაფიქრებაც არ ღირს. გარკვეული შემოქმედებითი მიდრეკილებები შესაძლოა ჰგავდეს ერთმანეთს, მაგრამ ეს მიდრეკილებები კავშირშია სრულიად განსხვავებულ სურვილებთან. როგორც მოგეხსენებათ, 1936 წელს შულცმა „პროცესი“ პოლონურად თარგმნა. მაინტერესებს იდიშზე თუ უთარგმნიათ კაფკა ოდესმე.
ზინგერი:
დანამდვილებით ვერ გეტყვით. ახალგაზრდობაში მსოფლიოს ბევრი მწერალი წავიკითხე იდიშზე. კაფკა იდიშზე რომ ეთარგმნათ, ეს ოცდაათიან წლებში მოხდებოდა და ამის შესახებ მეცოდინებოდა. ვშიშობ, ასეთი თარგმანი არ არსებობს. ან შესაძლოა არსებობს და მე მის შესახებ არ მსმენია. ასეც შეიძლება.
როთი:
გაქვთ რაიმე მოსაზრება იმის შესახებ, თუ რატომ არჩია შულცმა ეწერა პოლონურად და არა იდიშზე?
ზინგერი: სავარაუდოდ, ის აღიზარდა ოჯახში, რომელიც უკვე სანახევროდ ასიმილირებული იყო. მისი მშობლები, შესაძლოა, პოლონურად საუბრობდნენ. ბევრი ებრაელი პოლონეთში, მას შემდეგ, რაც პოლონეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა და მანამდეც, საკუთარ შვილებს პოლონურ ენაზე მოსაუბრეებად ზრდიდნენ. ეს ხდებოდა რუსეთის დაქვემდებარებაში მყოფ პოლონეთშიც, მაგრამ განსაკუთრებით გალიციაში, პოლონეთის ნაწილში, რომელიც ავსტრიას ეკუთვნოდა და რომელშიც პოლონელები, რომლებსაც იქ რაღაც ავტონომიის მსგავსი ჰქონდათ, არ განიცდიდნენ კულტურულ ზეწოლას. ბუნებრივია, რომ ადამიანები, რომლებიც თავად პოლონურად მეტყველებდნენ, საკუთარ შვილებსაც ასეთებად ზრდიდნენ. კარგი იყო ეს თუ ცუდი არ ვიცი. რადგან პოლონური შულცის, ასე ვთქვათ, დედაენა იყო, მას არ ჰქონდა არჩევანი, ვინაიდან ნამდვილი მწერალი წერს არა შესწავლილ ენაზე, არამედ ენაზე, რომელსაც ბავშვობიდან ფლობს. შულცის სიძლიერე, ცხადია, ენაშია. თავდაპირველად შულცი ინგლისურად წავიკითხე და მიუხედავად იმისა, რომ თარგმანი გვარიანია, მოგვიანებით, როცა მას პოლონურად გავეცანი, მთელი სიცხადით დავინახე ეს ძალა.
როთი:
შულცი 1892 წელს პოლონეთში, ებრაულ ოჯახში დაიბადა. თქვენ - 1904-ში. იყო თუ არა უჩვეულო ამ თაობის პოლონელი ებრაელისათვის ეწერა პოლონურად, ან იდიშზე, როგორც თქვენს შემთხვევაში.
ზინგერი:
ებრაელებს ჰყავდათ რამდენიმე მნიშვნელოვანი მწერალი, რომლებიც პოლონურად წერდნენ და ყველა მათგანი, დაახლოებით ამ დროს, 90-იანებში დაიბადა. ანტონი სლომინსკი, იულიან ტუვიმი, იოზეფ ვიტლინი - ყველა ეს მწერალი თითქმის ტოლი იყო. ისინი კარგი მწერლები იყვნენ, ნიჭიერი მწერლები, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი. თუმცაღა, მათგან ზოგიერთი შესაშურად ფლობდა პოლონურ ენას. ტუვიმი პოლონურის ოსტატი იყო. სლომინსკი იმ ხაიმ ზელიგ სლომისკის შვილიშვილი გახლდათ, ვარშავაში ებრაული გაზეთი „Hatsefira“ რომ დააარსა. ბავშვობაში სლომინსკი მშობლებმა კათოლიკედ მონათლეს , მაშინ როცა ტუვიმი და ვიტლინი ებრაელებად დარჩნენ, თუმცა მხოლოდ ფორმალურად. მათ ძალიან ცოტა საერთო ჰქონდათ ებრაელ მწერლებთან. ჩემი უფროსი ძმა, იზრაელ ჯოშუა ზინგერი, დაახლოებით იმავე დროს დაიბადა და პოლონეთში ცნობილი ებრაელი მწერალი გახლდათ, თუმცა არცერთ ამ მწერალთან არ იყო ახლოს. მე პოლონეთში დამწყები ვიყავი და მათთან, ცხადია, არაფერი მესაქმებოდა. ჩვენ, ებრაელი მწერლები ვუყურებდით მათ როგორც ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ფესვებს და კულტურას მოწყდნენ და პოლონური კულტურის ნაწილად იქცნენ, იმ კულტურისა, რომელსაც, ჩვენს კულტურასთან შედარებით, უფრო ახალგაზრდა და ნაკლებ მნიშვნელოვნად მივიჩნევდით. ისინი გრძნობდნენ, რომ ჩვენ უმეცარი, ღარიბი ხალხისთვის ვწერდით, ხალხისთვის რომელსაც არ ჰქონდა განათლება, იმ დროს, როცა ისინი უნივერსიტეტებში მოსიარულე მკითხველებისთვის ირჯებოდნენ. ასე რომ, ორივე მხარეს კარგი საფუძველი ჰქონდა ერთმანეთის ზიზღისთვის. თუმცა, სიმართლე ისაა, რომ არც მათ და არც ჩვენ არ გვქონდა არჩევანი. ისინი არ ფლობდნენ იდიშს, ჩვენ პოლონური არ ვიცოდით. მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთში დავიბადე, პოლონური იდიშივით ახლობელი არ ყოფილა. პოლონურად აქცენტით ვმეტყველებდი. სხვათაშორის, ყველა ენაზე აქცენტით ვსაუბრობ.
როთი:
არა იდიშზე, როგორც ვხვდები.
ზინგერი
: დიახ. ლიტველი ებრაელები ამბობენ, რომ იდიშზეც აქცენტით ვსაუბრობ.
როთი:
ოცდაათიანი წლების ვარშავაზე მინდა გკითხოთ. ახალგაზრდა შულცი ლვოვში არქიტექტურას სწავლობდა და შემდეგ, რამდენადაც ვიცი, გალიციის ქალაქ დროგობიჩში დაბრუნდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ხატვას ასწავლიდა სკოლაში. მას არ დაუტოვებია დროგობიჩი ხანგრძლივად 35-40 წლის ასაკამდე, როდესაც ვარშავას ეწვია. რა სახის კულტურული ატმოსფერო დახვდებოდა მაშინდელ ვარშავაში?
ზინგერი:
შულცის შესახებ ორი რამ უნდა გვახსოვდეს. უპირველეს ყოვლისა, ის იყო საშინლად მოკრძალებული პიროვნება. თავად ფაქტი, რომ ის დარჩა პატარა ქალაქში, რომელიც ყველაფრისგან შორსაა, ცხადს ხდის, რომ იგი ძალიან თავმდაბალი იყო, მშიშარაც კი. ის თავს აღიქვამდა პროვინციელად, რომელიც უფრთხის დიდ ქალაქში ჩასვლას და ხალხთან შეხვედრას, რომლებიც უკვე სახელგანთქმულები არიან. ის ალბათ შიშობდა, რომ ისინი საცინლად აიგდებდნენ, ან ვერც შეამჩნევდნენ. მე ვფიქრობ, ეს კაცი ნერვების გროვა იყო. იგი იტანჯებოდა ყოველგვარი კომპლექსით, რომლითაც შეიძლება მწერალი დაიტანჯოს. როდესაც მის ფოტოს უყურებ, ხედავ კაცის სახეს, რომელსაც ცხოვრებასთან ზავი არასდროს დაუდია.
This post has been edited by
Dafne
on 23 Dec 2010, 12:21
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Ocelot
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Ocelot
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 27630
წევრი No.: 13684
რეგისტრ.: 17-October 05
#29173648
· 12 Jan 2012, 22:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვერ წარმოვიდგენდი თუ ეს მწერალი ვინმემ იცოდა თბილისში
სუ ორი ზბორნიკი აქ. პირველი ჯობია. ნიანგების ქუჩა პაჩწი შედევრია. ბროხს წააგავს. კორიჩნიე ლავკი კაფკას კაი ქსეროქსი. მარიონეტებში უკვე გომბროვიჩი მიდის. მეორე ზბორნიკში სანატორია კლეპსიდრაში კაია. მამა პაჟარნიკი პრიკოლია. აბსოლუტურად არანორმალური ატმოსფეროა
ცოტა უფრო დიდხანს რო ეცხოვრა, შეიძლება ვაბშე გიჟობები დაედო. თუმცა ბევრი ნაწერი დაიკარგა. არავინ იცის იქ რა იქნებოდა.
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
burke
ჟგუტის კოლოფი
ჯგუფი: Members
burke
ჟგუტის კოლოფი
ჯგუფი: Members
წერილები: 10000
წევრი No.: 108032
რეგისტრ.: 31-December 09
#29198279
· 14 Jan 2012, 15:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ოცელ, პოზა დამანახე პოზა
30 chars!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
seeman
Море исчезающих времён
ჯგუფი: Members
seeman
Море исчезающих времён
ჯგუფი: Members
წერილები: 6385
წევრი No.: 76036
რეგისტრ.: 25-November 08
#29202581
· 14 Jan 2012, 20:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ზინგერი :
QUOTE
ჩემი პირველი შთაბეჭდილება იყო, რომ ეს კაცი კაფკასავით წერს
უჟე ინტერესნააა ბლიად
Ocelot
QUOTE
ორი ზბორნიკი აქ. პირველი ჯობია
გასაგებიაა
This post has been edited by
seeman
on 14 Jan 2012, 20:36
--------------------
LOBOTOMY, LOBOTOMY , the best thing you can have
You’ll never be depressed again you’ll never be sad
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლექტერი
კანიბალი გოლემი
ჯგუფი: Registered
ლექტერი
კანიბალი გოლემი
ჯგუფი: Registered
წერილები: 1340
წევრი No.: 156999
რეგისტრ.: 12-December 12
#34586686
· 3 Jan 2013, 19:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რომ თარგმნოთ ამ კაცის შემოქმედება არა ?
--------------------
A great man once said, everything is about sex. Except sex. Sex is about power.
ven der putz shteht ligt der sechel in drerd
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
just_for_today
/\/\/\/\/\/\/\/\/\/
ჯგუფი: Members
just_for_today
/\/\/\/\/\/\/\/\/\/
ჯგუფი: Members
წერილები: 9296
წევრი No.: 3802
რეგისტრ.: 4-December 03
#40803818
· 3 May 2014, 13:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Ocelot
QUOTE
კაფკას კაი ქსეროქსი.
--------------------
Ещё не было ни одной волны терроризма чтобы она не поднималась в ситуации когда население против которого обращен террор тоже уже подготовлено к этому.Если мы хотим с ним бороться то мы должны искать не кретинов в горах,а бороться с собственными жалкими, пассивными, трусливыми штампами реакций © А П
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
seeman
Море исчезающих времён
ჯგუფი: Members
seeman
Море исчезающих времён
ჯგუფი: Members
წერილები: 6385
წევრი No.: 76036
რეგისტრ.: 25-November 08
#50801005
· 19 Jun 2017, 21:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
თარგმნეს ვეღირსეთ .ოღონდ მარტო პირველ კრებულს "დარიჩინის ქულბაქები"
ძალიან მაგარი მწერალია ,საოცარი ენა აქვს ყველა მოლოდინს გადააჭარბა, არც ვიცი ვის შევადარო, ნუ კაფკა და პრუსტის ნაზავი როა ეს პირველივე წინადადებებიდან ჩანს მაგრამ რაღაცნაირი თავისებური მხატვრისეული სუფთა იმპრესიონისტული ენა აქვს ,თითქოს ხატავს სიტყვებით და მეტაფორებით
სულ შემთხვევით ვნახე ეს წიგნი და სიიაფის გამო ვიყიდე მეთქო თავისუფალ დროს გავერთობი თქო მაგრამ თურმე სად ვარ თითო მოთხრობა ორჯერ წავიკითხე
This post has been edited by
seeman
on 19 Jun 2017, 21:57
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
4L3X
memba namba one
ჯგუფი: Members
4L3X
memba namba one
ჯგუფი: Members
წერილები: 22443
წევრი No.: 188455
რეგისტრ.: 6-July 14
#50801941
· 19 Jun 2017, 23:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
seeman
პრუსტს ჯერ არ გავცნობივარ სამწუხაროთ, აი კაფკასთან ანალოგიები მეც დავიჭირე. ნახევარი წიგნი წავიკითხე და ვხვდები რომ ერთი წაკითხვა არ ეყოფა რომ გავიგო.
--------------------
Слава Україні, Героям слава!!!
Слава нації. Смерть ворогам!!!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
seeman
Море исчезающих времён
ჯგუფი: Members
seeman
Море исчезающих времён
ჯგუფი: Members
წერილები: 6385
წევრი No.: 76036
რეგისტრ.: 25-November 08
#51601609
· 1 Nov 2017, 21:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ერთი და იგივე წიგნის 2 პარალელური თარგმანი რა პონტია არ ვიცი მაგრამ იყოს (იმის იმედით რომ მეორე კრებულსაც დადებენ)
ლექცია ძალიან საინტერესოა
This post has been edited by
seeman
on 1 Nov 2017, 21:43
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Solveig
ensom
ჯგუფი: Moderators
Solveig
ensom
ჯგუფი: Moderators
წერილები: 61490
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05
#51612628
· 3 Nov 2017, 22:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რა მაღაზიები... მაგ სიტყვაზე სულ საბჭოთა დროის უბადრუკი მაღაზიები და ტალონების კარაქი და შაქარი მახსენდება. . რამე უკეთესი სიტყვის მოფიქრებაც შეიძლება.. ქულბაქებს კიდევ არა უშავს, მაგრამ "დარიჩინის ქულბაქები" ნიშნავს სავაჭროებს, სადაც დარიჩინი იყიდება. არადა, წესით, ფერზე უნდა იყოს საუბარი და არა გასაყიდ საქონელზე.
შულცს რაც შეეხება-უაღრესად მოკრძალებული ადამიანი უნდა ყოფილიყო, მისი ბიოგრაფიის მიხედვით...
დაიღუპა ძალიან უიღბლოდ.. მეორე მსოფლიო ომის დროს დროჰობიჩი გერმანელებმა დაიკავეს და ებრაელები გეტოში შეყარეს.. შულცს, რომელიც გეტოსაკენ მიდიოდა და პური მიჰქონდა სახლში, მავანმა გერმანელმა ჯარისკაცმა შუა ქუჩაში ესროლა და მოკლა.. სრულიად უაზროდ და სადისტურად
* * *
QUOTE
ცოტა უფრო დიდხანს რო ეცხოვრა,
საკმაოდ დიდხანს იცხოვრა.. არ წერდა ბევრს ალბათ. გარდა ამისა, შემოქმედების დიდი ნაწილი დაკარგულად ითვლება. თავისი ქაღალდები ომის დროს სხვებს მიაბარა შესანახად და იმათ მიფანტ-მოფანტეს აქეთ იქით ალბათ. ყოველ შემთხვევაში, არ შემონახულა..
--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
seeman
Море исчезающих времён
ჯგუფი: Members
seeman
Море исчезающих времён
ჯგუფი: Members
წერილები: 6385
წევრი No.: 76036
რეგისტრ.: 25-November 08
#51878579
· 22 Dec 2017, 15:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
http://arilimag.ge/%E1%83%98%E1%83%99%E1%8...83%AA%E1%83%98/
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Solveig
ensom
ჯგუფი: Moderators
Solveig
ensom
ჯგუფი: Moderators
წერილები: 61490
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05
#51890980
· 24 Dec 2017, 23:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ახლა ვკითხულობ "ქულბაქებს".
ჩემი მოკრძალებული აზრით, შულცი უფრო მხატვარია, ვიდრე მწერალი-იმდემად ხატოვნად აღწერს ყველაფერს, მაგრამ აზრი მის უკან-ნაკლებად...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
seeman
Море исчезающих времён
ჯგუფი: Members
seeman
Море исчезающих времён
ჯგუფი: Members
წერილები: 6385
წევრი No.: 76036
რეგისტრ.: 25-November 08
#53324935
· 27 Aug 2018, 13:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
შულცი თავის მოსწავლეებთან ერთად.
დროჰობიჩი 1931 წელი
This post has been edited by
seeman
on 27 Aug 2018, 13:14
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
monogamist
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
monogamist
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11951
წევრი No.: 61462
რეგისტრ.: 17-May 08
#53332598
· 28 Aug 2018, 20:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ძაან კარქია, შემიყვარდა )
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
seeman
Море исчезающих времён
ჯგუფი: Members
seeman
Море исчезающих времён
ჯგუფი: Members
წერილები: 6385
წევრი No.: 76036
რეგისტრ.: 25-November 08
#53393623
· 8 Sep 2018, 15:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ნაწყვეტი შულცის მიერ თავის მეგობრის სტანისლავ ვიტკევიჩის მიმართ მიწერილი წერილიდან .შულცი განიხილავს თავის "დარიჩინის ქულბაქებს"
«От философской интерпретации действительности в “Коричных лавках” я бы хотел уклониться. Попытка рационально представить видение мира, присущее произведению искусства, кажется мне похожей на срывание масок, а это — конец карнавала, обеднение проблематики произведения. Не потому, что искусство — неразгаданная головоломка, а философия — та же головоломка, но с найденным решением. Здесь различие более глубокое. Произведение искусства связано пуповиной со всеми нашими проблемами, в нем еще кружит кровь тайны, концы сосудов уходят в царящую кругом ночь и возвращаются, пульсируя темной жидкостью. В философской же интерпретации мы имеем дело лишь с выделенным из всей проблематики анатомическим препаратом. Несмотря на это, мне и самому интересно, как выглядело бы в дискурсивной форме философское кредо “Коричных лавок”. Это, наверное, будет скорее попытка описания изображенной там действительности, чем ее обоснование.
“Коричные лавки” содержат некий рецепт действительности, создают особый вид субстанции. Субстанция эта находится в состоянии непрерывной ферментации, прорастания, скрытой жизни. Вещей мертвых, твердых, имеющих границы, не существует. Ничто не удерживается в собственных пределах, не сохраняет форму дольше мгновения и при первой же возможности расстается с нею. В обычаях, в образе жизни этой действительности воплощен некий принцип всеобщего маскарада. Действительность принимает различные формы только для вида, в шутку, забавы ради. Кто человек, а кто таракан, — форма не имеет ничего общего с сутью, это лишь роль, принятая на один миг, лишь скорлупа, которая тут же будет сброшена. Здесь провозглашается некий крайний монизм субстанции, для которой отдельные объекты всего лишь маски. Жизнь этой субстанции основана на использовании бесчисленных масок. Непрерывная смена масок и составляет смысл жизни. Поэтому сама субстанция излучает ауру какой-то всеохватывающей иронии. Здесь постоянно присутствует атмосфера кулис, задворок сцены, где актеры, сбросив костюмы, смеются над пафосом своих ролей. Сам факт существования отдельного таит в себе иронию, обман, дурашливо высунутый язык. (Тут, как мне кажется, точка соприкосновения между “Лавками” и миром твоих живописных и сценических композиций.)
Каков смысл этого универсального разоблачения действительности, я сформулировать не берусь. Но ручаюсь, оно было бы невыносимо, если бы не искупалось чем-то иным. Почему-то мы получаем глубокое удовлетворение, наблюдая, как расползается ткань действительности, почему-то банкротство реальности нас устраивает.
Критики отмечали деструктивную тенденцию книги. С точки зрения неких общепринятых ценностей, возможно, это справедливо. Но искусство существует в глубине донравственной, там, где ценности пребывают лишь in statu nascendi.
This post has been edited by
seeman
on 8 Sep 2018, 15:18
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ლიტერატურა
|
იქით
»
Pages:
(2)
[1]
2
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.2086 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.