პირველი აბონენტი ვინც სწორად გასცემს ვიქტორინა-კონკურსში დასმულ შეკითხვებს პასუხს, უფასოდ მიიღებს ასი ლარის სალაპრაკოს.
მოკლედ ჩვენს ჟურნალს რომელიც ამ დღეებში გამოვიდა, დევს კითხვები ჭადრაკთან დაკავშირებით.
თუ მოხვდებით ჩვენს ოფისებში და კითხვებს გასცემთ პასუხს მიიღებთ ასი ლარი სასაუბროს

აი კითხვებიც:
1. ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის რამდენი ფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც ორივე მოჭადრაკე საქართველოს სახელით ასპარეზობდა? გაიხსენეთ ასეთ მატჩში გამარჯვებული.
2. ჭადრაკში მსოფლიოს რომელი ჩემპიონი დაიბადა თბილისში?
3. დაასახელეთ მოჭადრაკე, რომელიც სხვადასხვა წლებში იყო საქართველოს, ისრაელის და ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონი?
4. ცნობილი რუსი მწერალი-ფანრასტი, რომლიც არანაკლებ ცნობილი საჭადრაკო კომპოზიტორია.
და არის კიდევ მე-5 შეკითხვა, სადაც 4 სვლაში შამათი უნდა იყოს, სამწუხაროდ ვერ გადმოვიტან აქ.
არის სპეციალური ბლანკი, იქ უნდა შეივსოს კითხვარი და ჩვენ მოგვაწოდოთ სათაო ოფისში.
ჯეოსელის აბონენტებო, გისურვებთ წარმატებას