გამარჯობა, ნოემბრის თვეში განაცხადი გავაკეთე ახალი ქსელების ინტერნეტისა და ტელევიზიის დაყენებაზე, რადგან აქციის შესახებ შევიტყვე: ინტერნეტი 20 მბ+ტელევიზია - 22 ლარად. იანვრის ბოლო რიცხვებში ძლივს ვეღირსე დაყენებას, მაგთის ოპტიკური ინტერნეტი გავაუქმე და ინტერნეტი ამათი აშკარად ჯობს ყოფილ კავკაზუსისას TV Box ანდროიდ სისტემისაა, ცოტა უცნაურია რომ პარამეტრების ცვლილებები არ შეგიძლია, დავუშვათ რეზულუციის ცვლილება, 4:3 / 16:9 , HDMI პორტით მაქვს ტელევიზორზე მიერთებული და რეჟიმიც ტელევიზორიდან FULL HD-ია, მაგრამ არხები, რომელიც უნდა იყოს HD ცუდი ხარისხით მოდის, ვურეკავ და ვეუბნები იქნებ მანდედან მაინც შეგიძლიათ ცვლილება და ხარისხის აწევა თქო, მაგრამ ძალიან ცუდი სერვისი აქვთ და ძირითადად უცოდინარი კადრები. ტელევიზიის მენიუში არაა ვიდეოთეკა, Youtube და მსგავსი "ნავაროტკები", გადახვევის სერვისი არის, მაგრამ დასახვეწია ესეც.
მიმაგრებული სურათი