Kileroneაი მობილიდან არ მიჩალიჩია მაგრამ კომპიუტერიდან უმარტივესია!
1. თუ იყენებ Windows-ს მაშინ მაგისთვის არის თავისი FAX სერვისი. თუ არ იცი საიდან ყენდება გაანებე თავი და მაგალითად დააყენე რუსული პროგრამა VentaFax & Voice ახლა მგონი 5.4-ია 18 ბუილდით, კაროჩე ჩამოქაჩვა უფასოა და 1 თვე მუშაობა. მერე ან კრეკი ან რეგისტრაციაა საჭირო. კაროჩე აყენებ. (ინსტალაცია ჩვეულებრივია.) ყენდება შენთან სისტემაში ახალი ვირტუალური პრინტერი. რომელიც სისტემისთვის FAX-ს ანუ VentaFax & Voice 5-ს წარმოადგენს. ნებისმიერ პროგრამაში ვთქვათ WORD-ში ხსნი დოკუმენტს და ეუბნები Print ოღონდ ირჩევ VentaFax & Voice -ის პრინტერს სახელად VentaFax. ეუბნები Print გამორბის თვით პროგრამა ეთანხმები იმას რომ 1 თვე უფასოდ იყენებ, ეუბნები Next, ირჩევ პირველ ვარიანტს სადაც იგულისხმება რომ მოხდება ფაქსის მიერ ანუ მოდემის მიერ ნომრის აკრეფვა, აჭერ Next კოდში და ქალაქის კოდშI ჩაწერე ნომერი თუ საზღვარგარეთ აგზავნი თუ არ ადა დატოვე ცარიელი და ჩაწერე მარტო ტელეფონის ნომერი. მორჩა მიეცი OK პროგრამა დარეკავს ფაქსის აპარატთან, თვითონ მისცემს კონექტის სიგნალს დაუკავშირდება, განსაზღვრავს ოპტიმალურ სიჩქარეს და გადასცემს დოკუმენტს. იმის შემდეგ რაც იქითა ფაქსი მიიღებს შეტყობინებას პროგრამა თვითონ დაიხურება!
კაროჩე მარტივზე მარტივია! ასევე მიღებაც შეგიძლია, იმედია მაგას შენთვითონ გაარკვევ. თუ ვერა და მოიტა კითხვა და გიპასუვებ!
ჰო რაც შეეხება სად იშობი ეგ პროგრამა:
http://www.ventafax.ru/. შენთვის სულერთია რომელ ვერსია ჩამოქაჩავ თუ მარტო ფაქსის გაგზავნა გინდა!