TIESTOo1935 წლის 24 მაისს ითამაშეს ოქროსუბანში,
უწინდელ შევარდენზე, იმხანად ლენინზე, მერე 35.სკოლაზე,
ახლა ბოზ–ვახტანგასთვის ჩამორთმეული ბაზარში
... ფიზკ-ტექნიკუმის ორმა გუნდმა
მოიგო მეორემ, ანგარიში უცნობია

ეგონათ რაგბი, მაგრამ ფოტოდან ჩანს,
რომ ამერიკული უთამაშიათ
მაგრამ ყველა სტატიაში მაინც წერდნენ,
რომ "საბჭოური (ევროპული) რეგბი" განსხვავდებოდა უხეში ამერიკულისგან

@
http://qaflan.netai.net/2011/LC/22_Matiane-1935.htmარა-ინგლისური ფეხბურთი
და მართლაც, ერთი თვის შემდეგ, 31 მაისს, პირველ გვერდზე, ტიტულის მარჯვნივ, 5-აბზაცა, რუსული ნიუზია, სათაურად "რჱგბის პირველი მატჩი. მის თანახმად, 24 მაისს (შესწი-დნევკის უქმე დღეს) ტფილისში, ლენინის სტადიონზე (ახლანდელ ოქროს უბანში) ამიერ-კავკასიაში პირველად (!) უთამაშიათ რჱგბი, ანუ ამერიკული ფეხბურთი (ამერიკანსკი ფუთბოლ)
აქ აუცილებლად უნდა განვმარტოთ სახელთა აღრევა. ეგ იანკური თამაში ტფილისში, ეტყობა, ადრევე ენახათ უცხოურ კინო-სურათებში; რაც კი რამ იმ დროს რაგბზე დაწერილა ჩვენში ან მოსკოვში, ყველაში თქმულა, რომ "ევროპული რჱგბი დიდად განსხვავდება ამერიკულისგან, რომელიც იმდენად მკაცრია, რომ ხშირად მოთამაშენი ცოცხალ-მკვდარი, საკაცურებით გააქვთ მინდვრიდან" - მაგრამ ლიანგს სიახლე ინგლისურ ფეხბურთში რომ არ არეოდა, რჱგბი მაინც ამერიკულად მიასაღეს!
ნიუზში წერია, რჱგბი ბევრი რამით ჰგავს ქართულ ლელოსო და ეგეც ხაზ-გასმულია, რომ ბურთის წინ გაგზავნა მხოლოდ ფეხით შეიძლება, მატჩის მონაწილეებად კი დასახელებული არიან ლენინის სტადიონზევე 1933 წლიდან, მიხეილ ანთიმოზის ძე გორგაძის მიერ დაარსებული "ფიზკულტურის ტექნიკუმის" გუნდები: გაუმარჯვნია მეორეს, ოღონდაც გაზეთს ანგარიში არ დაუწერია.
მაგავე პერიოდში ტფილისშივე რუსულად, გრაფიკის ჩამორჩენით გამოიცემოდა ფერად-ყდიანი ჟურნალი "ფიზკულტურნიკ ზაკავკაზია. სასტამბო მონაცემებიდან ირკვევა, რომ აპრილ-მაისის ნომერი თვე-ნახევარი იწყობოდა და შუა ივლისშიღა გამოვიდა, 7-8 გვერდებზე კი ჟურნალიდან "ზა რუბეჟომ" გადმოღებლია ნ.სევიჯის ნაკვევი "რჱგბი"
ახლანდელი საზომით ამ ნაწერის ფასეულობა ნულია. მოტანილია ვებ ელისის მითი. ამერიკულის გარდა, გათათხულია ფრანგული რაგბიც, ილუსტრაციად კი, ძალოსნობისა და ავია-სპორტის გარდა, სტატიას ახლავს ტექნიკუმელთა რაგბობის ფოტოც. მინაწერის თანახმად, ეგაა "მომენტ იგრი; იერით ეპიზოდი უფრო ვარჯიშსა ჰგავს, ეგ კი ნაღდია, რომ სურათი 28 მაისამდე, ანუ სტამბაში "ჩაშვებამდეა" გადაღებული.
@
This post has been edited by Lukas & Nikos Mama on 27 Nov 2012, 15:42