ეხლა ვფიქრობდი მეტქი ნეტა ეს როგორ გამოიყურება ან ის როგორ გამოიყურება მეთქი. თავის დროზე, სანამ ფოტოგალერეას დავათვალიერებდი მანამ მიღებული შთაბეჭდილებები დღემდე მომყვება

მაგალითად ჯაფარა წარმომედგინა როგორც შავგრემანი ვზროსლი ბიძა მასიური ქვედა ყბით.
ალექსა რატომღაც თინეიჯერი როჟა წარმომედგინა, ჩაჩაჩული შარვლებით, ღია ფერის მაიკებით აწეული საყელოებით და ზღარბი პრიჩოსკით. ხო, და ქერათმიანი

კარდუ მგონია რომ საშუალო ტანის ოდნავ დიდცხვირა და მოკლედ თმაშეჭრილი ვინმეა მომღიმარი სახით
ვასკა გამხდარი და აწოწილი. გრძელხელება და კლეჩატ საროჩკით
აი ლაკრომოსა ისეთიი აღმოჩნდა როგორიც წარმომედგინა. პრინციპში კრეატორიც.
ივერიელი ფრენჩიანი და მოკლეწვერიანი სუბიექტი გვერდზე გადავარცხნილი წაბლისფერი თმებით.
ვიკაზე წარმოდგენა ალბათ მისმა ავატარმა შემიქმნა. ბავშვური სახის ქერათმიანი გოგნა.
ამსტერდამერი მაღალ გამხდარ ვინმედ წარმომიდგენია აჩეჩილი მოკლე თმებით. ნუ მასტერკა აუცილებლად

ხოოოო, ახლა ერთბაშად იმდენი ასოციაცია შემომესია რომ დალაგბა მიჭირს

აი შარლოტი მაგალითად. შუბლგახსნილი სანდომიანი გოგონა მგონია, შეკრული თმებით და სერიოზული გამომეტყველებით. ოცნებისქალი პრინციპში კაკრაზ ეგეთი მეგონა როგორიც არის. დეტალები არ დამიზუსტებია მარა მეთქი ხო რა, ეგ არი

მაქსი სიმპათიური წარმოსადეგი ყმაწვილი. გახამებული საროჩკა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ფორუმელნი? ან როგორები წარმოგედგინათ ისინი სანამ რეალში გაიცნობდით

მე მგონი არ უნდა იყოს უინტერესო