საინტერესო გამოხმაურებებია.
ყალბია - ჩათვალა ფორუმმა

შევეცდები მოკლედ გაგცეთ პასუხი, რადგან ჯერჯერობით დაკავებული ვარ.
თანაც გამოვიფიტე აქაურ მზეზე. დასვენების მაგივრად მემგონი რადიაციული გავხდი
OMENმშვენივრადაა ცნობილი რატომ გააკეთეს და რაც სურდათ

(არ იყო აუცილებელი მეორედ დადება მაგ ბომჟის სახის)
მე ვთქვი:
კი კი, გახმაურებული ამბავია (1988) და უკვე 16 წელია არ ცხრება კამათი რადგან ძალიან ბევრი შეკითხვებია.
ნეიტრალური პოზიციიდან რომ ვიმსჯელო: ორივე მხარეს გააჩნია საფუძვლიანი არგუმენტები (ხომ იცით როგორი რამეა რელიგია და მოკამათეები ვერასდროს ამტკიცებენ საკუთარ პოზიციას )
როგორც თქვენთვის ცნობილია, მე არ ვიზიარებ ''სიყალბის'' ვერსიას.
( მზად ვარ დისკუსიისათვის

და დამატებითი არგუმენტებისათვის, მაგრამ დღეს და ხვალე ვერ მოვიცლი)
- ერთი ექსპერიმენტით ''ხაზი გადაუსვეს'' ამხელა სასწაულს, რომლის დამზადება დღესაც შეუძლებელია, აღარაფერს ვამბობ მეთორმეტე საუკუნეზე.
მრავალი გამოკვლევით (+ სასამართლი/სამედიცინო ექსპერტიზით) ყველამ ერთხმად თქვეს რომ მას ვერავინ დაამზადებდა და ამას ივიწყებენ მხოლოდ ერთი მიზეზით.
რაც შეეხება 88 ში ვატიკანის მიერ სამ კვლევით ცენტრში გაგზავნილი ნიმუშების (მილიგრამები) ანალიზს:
1. ეჭვქვეშაა თავად მეთოდის სიზუსტე.
2. სუდარამ სამი ხანძარი გადაიტანა. ისტორიულად მოხდა მისი აღდგენა მონაზვრების მიერ (1534) რომელი ნაწილი იქნა გაანალიზებული დღეს უკვე დიდი შეკითხვაა:
1532 წელს სუდარა ინახებოდა ვერცხლის სკივრში (საფრანგეთში) სადაც ხანძრის შედეგად ძლიერ დაზიანდა (დაიწვა) მაშინ ის გადაარჩინა მჭედელმა, რომელიც შემდეგ დასხივებისაგან გარდაიცვალა ( უცნობი იყო დასხივების სახეობა) დღეს ცნობილია რომ სუდარასაგან გამოდის უდიდესი ენერგია რომელიც რადიოაქტიურს უტოლდება - ეს უკვე მეცნიერებმა დაამტკიცეს.
და მსგავსი სხვა ...
''პატარა'' ისტორია მესამე ხანძართან დაკავშირებით:
ამჟამად სუდარა ინახება კიდობანში რომელიც დამზადებულია ტყვია გაუმტარი უმაღლესი ხარისხის შუშით. 1997 ში ტაძარში გაჩნდა ხანძარი. იდგა ღამე. იქავრობა პანიკამ მოიცვა. კიდობანის გაღებაც არ ხერხდებოდა, რადგან სპეციალური გასაღები იყო მოსატანი. ყველამ ჩათვალა რომ ვეღარ გადაარჩენდნენ სუდარას.
ამ დროს ადგილობრივი მეხანძრე შერბის ცეცხლის ალში და ჩაქუჩით ამტყვრევს მინას, რის მერეც სუდარა განადგურებას გადაარჩინეს.
- როგორ? ჩაქუჩით გატეხა ასეთი შუშა? ეს ხომ სასწაულია?
- ადრენალინი ალბათ - გვიპასუხა ღიმილით ექსკურსიის გიდმა, ადგილობრივი ბერმა (ჯინსები, მაიკა, სიგარეტი ღერი ღერზე.)
ისე კათოლიკების დამოკიდებულობა რბილად რომ ვთქვათ უცნაურია. შესასვლელში კი უწერიათ ''ესაა ყველაზე დიდი რელიქვია ქრისტიანების.... '' მაგრამ მათი დამოკიდებულობა რეალში სულ სხვანაირია. აქაც ბევრია სალაპარაკო

ისე მართლმადიდებლების იყო და ჯვაროსნულ ლაშქრობაში ჩაიგდეს ხელთ. (XIII საუკ. კონსტანტინოპოლში დაიწვა პირველად ხანძარში)
გარდა ამისა არსებობს ერთი ნიუანსიც - სისხლის კვალი გულთან სიკვდილს ნიშნავს. სისხლის კვალი ხელებზე - ჯერ არაა მკვდარი.
ვატიკანი არაა მთლად სუფთა ამ ამბავში. რაღაცას მალავს.
ერთი სიტყვით ეს საკითხი ჯერ არაა გადაწყვეტილი და სიმართლე რომ ვთქვა არც მგონია რომ ერთმნიშვნელოვნად მოგვარდეს (ღმერთი - არის! ღმერთი - არ არის!) არსებობს ბევრი არგუმენტები რომლებზეც დღესაც თავს იმტვრევენ
შორს რომ არ წავიდე, აგერ თავად ნახეთ
ბოლო 10 წელია მსოფლიოში სისტემატიურად იმართება კონფერენციები სწორედ ამ ერთ თემასთან დაკავშირებით, სადაც იკრიბებიან მეცნიერები მთელი მსოფლიოდან და მიდის ''ლაქლაქი''
http://www.shroud.com/confrncs.htmეს არაა პატარა ამბავი (ვგულისხმობ სუდარას) ნუ გგონიათ რომ სიმართლის აღიარება თუნდაც ვატიკანისათვის იყოს ადვილი.
ეკლესია დიდი ხანია ცალკე სახელმწიფოა და თავისი წესები აქვს მსოფლიო გადათამაშებაში. ხშირად ღმერთის სახელი არა დგას მათთან პირველ ადგილას.
sabunia