მოკლედ: მოკლედ ყველაფერი სათაურშია + რაღაც ფროიდისეული, უნდა გაეცნოთ ტექსტ...
ბარამიძე: სარკოზი დააკავა იმ პროკურორმა, ვინც კეზერაშვილი გაათავისუფლა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის დაკავების ფაქტს ეხმაურება. ბარამიძის განცხადებით, სარკოზი დააკავა იმავე პროკურორმა, რომელმაც დავით კეზერაშვილი გაათავისუფლა:
„აი, რა ხდება დემოკრატიულ ქვეყანაში, აღსანიშნავია, რომ სარკოზი ისევე როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს იმიტომ, რომ მას დაკითხვაზე მისვლა არ სურდა, ეს ადამიანის უფლებაა. ასევე აღსანიშნავია, რომ საკრკოზი დააკავა იმ პროკურორმა, რომელმაც კეზერაშვილი პოლიტიკური ნიშნით დევნის გამო გაათავისუფლა“, - განაცხადა გია ბარამიძემ.
წყარო (ნიუსპოსტ)