საპარლამენტო არჩევნებში თანაბარი მონაცემების მქონე ქალი და კაცი კანდიდატის შემთხვევაში უპირატესობით ქალები ისარგებლებენ. ამის შესახებ ნათქვამია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებში.
გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში თანაბარი მონაცემების მქონე ქალი და კაცი კანდიდატის შემთხვევაში 65% მზადაა, არჩევანი სუსტი სქესის წარმომადგენლის სასარგებლოდ გააკეთოს. 22% წინააღმდეგია, ხმა ქალ კანდიდატებს მისცეს, ხოლო 12%-მა არ იცის, როგორი იქნება მისი არჩევანი.
http://ghn.ge/news-62823.htmlრა არის ახლა ეს?

ეჭვი მაქვს ეს "ხალხის აზრი" კი არა დასავლელი ენჯეოების სურვილია
იყვნენ ბატონო ქალები პოლიტიკაში მაგრამ არა კაცების დისკრიმინაციის ხარჯზე რა

ამათ სექსიზმი და დისკრიმინაცია მარტო ქალების შემთხვევაში ჰგონიათ. ავიწყდებათ რო ფენიზმიც სექსიზმია.
ქუდზე კაცი მეგობრებო. გავილაშქროთ ამ უნამუსობის წინააღმდეგ. ადამიანი წარმატებას თავისი ნიჭის და არა სქესის მიხედვით უნდა აღწევდეს
* * *
ტიტველი ქალების ფოტოები რო დამედო ხო ავიდოდა 100 გვერდზე