ეს ჩემმა ერმა ნაცნობმა გამომიგზავნა ეხლახანს და მაშინვე ეს განყოფილება გამახსენდა..
აჰა და დატკბით..

მოგეხსენებათ საქართველოში ეს ბოლო საუკუნეა ჭარბად იმატა ბუნებრივ ნამატთა შორის სქესთა სხვაობამ. სუსტი სქესის წარმომადგენელნი გაცილებით მეტნი იბადებიან და გაცილებით უფრო გამძლენი აღმოჩნდნენ ვიდრე მამაკაცები, ამას სხვა ფაქტორებმაც შეუწყო ხელი (მოწევა, ჯარი, სმა, ნარკოტიკი, სანერვიულო, უმუშევრობა და ასე შემდეგ) რათქმაუნდა ამ ფაქტორთაგან რამოდენიმე დიაცთაც ეხებათ, მაგრამ ზემოთაღნიშნულნი ძირითადად მაინც ძლიერი სქესის პრობლემებს წარმოადგენენ, რაც პირდაპირ კავშირშია მამაკაცის სიცოცხლისუნარიანობაზე. აქედან გამომდინარე წარმოიშვა მანდილოსანთა პრობლემა - ეს არის დაოჯახების (გათხოვების) პრობლემა. დიახ, დღეს საქართველოში ძალიან ბევრ მანდილოსანს აწუხებს ეს მწვავე პრობლემა. საპირისპირო სქესიც ხომ სულ ცოტა და ცოტა რჩება... ხოლო მათ შორის რჩეულნი უკვე დაკავებული არიან, მოგეხსენებათ ყველაფერი დასწრებაზეა ამ ცხოვრებაში...
მე არც ისტორიკოსი გახლავართ, რათა აღმეწერა ზემოთაღნიშნული ჟამი საქართველოსა შინა, არც სოციოლოგიური მკვლევარი, რათა ცხრილები ჩამოგიწეროთ ან პროცენტული კვლევის შედეგები აგისახოთ თუ რამდენ მამაკაცზე რამდენი მანდილოსანი მოდის, უბრალოდ მე ვარ ერთი უცოლო ადამიანი, რომელსაც ოჯახის შექმნის მიზნით ნორმალური დიაცის გაცნობის სურვილი აქვს. ჩემთვის სულ ერთია ადამიანს სად გავიცნობ დისკო კლუბში, ქუჩაში, ნათლობაზე თუ ბიბლიოთეკაში. მთავარია ადამიანი იყოს კარგი და ღირსეული ანუ როგორც ჩვენი წინაპრები იტყოდნენ - "ღირდეს ჩიტი ბდღვნადო". დღესდღეობით მოგეხსენებათ მსგავსი ადამიანნი სანთლით და ჩირაღდნით საძებარნი არიან. მე იმედი მაქვს რომ - ვინც ეძებს, ის აუცილებლად ნახავს, რამეთუ ნათქვამ არს - "ეძიებდეთ და ჰპოვებდეთო!"
ყველა ადამიანს თავისებური კრიტერიუმები აქვს მისი წყვილის საძიებლად, ზოგი თვალის ფერის მიხედვით ეძებს, ზოგი ჰოროსკოპით, გვარიშვილობით, ზოგიც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ქართველნო დიაცნო!თუ ჩათვლით რომ აკმაყოფილებთ ამ კრიტერიუმებს, შეგიძლიათ დასაწყისისთვის გამომეხმაუროთ.
აბა მანდილოსნებო, არ დაიზაროთ, თქვენი ბედის გამხსნელი ფორმულა კარზეა მომდგარი. სხვისი არ ვიცი მაგრამ ჩემთან დასაოჯახებლად საკმარისი არის სულ რაღაც 6 პირობის დაკმაყოფილება.
1) უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი
2) უნდა იყოს ქართველი (გამონაკლისი ნახევრად ქართველი მაინც)
3) უნდა იყოს მართმადიდებელი ქრისტიანი (ოჯახის წევრებთან ერთად)
4) მატერიალური მდგომარეობა - უნდა ჰქონდეს თავისი ბინა თბილისში ან საკუთარი სახლი თბილისის მიმდებარედ. (სასურველია იყოს დასაქმებულიც).
5) მშობლები და ოჯახი -
ა) მშობლები უნდა იყვნენ განათლებული, ინტელიგენტი, ერუდურებული და გამოსული ხალხი, ჰქონდეთ თავიანთი საცხოვრებელი ბინა ან საკუთარი სახლი.
ბ) და/ძმა ასევე უნდა იყვნენ განათლებული, ინტელიგენტი, ერუდურებული და გამოსული ხალხი. თუ დაქორწინებულნი არიან,თითოეულს უნდა ჰქონდეთ თავისი საცხოვრებელი ბინა ან საკუთარი სახლი.
გ) ბებია/ბაბუა ორივე მშობელის მხრიდან უნდა იყოს უზრუნველყოფილი საცხოვრებელი ბინით ან კერძო სახლით.
დ) ოჯახის ზემოთჩამოთვლილ წევრებიდან არც ერთი არ უნდა იყოს გაშორებული ან ხელმეორედ დაქორწინებული; არც ერთს არ უნდა ჰქონდეს ინტიმური კავშირი სხვა ადამიანთან, გარდა კანონიერი მეუღლისა და ამავედროს არ უნდა ჰყავდეს შვილი არც ერთი ადამიანისაგან, გარდა კანონიერი მეუღლისა.
ე) ზემოთჩამოთვლილ ოჯახის წევრებიდან არც ერთი არ უნდა ეწეოდეს ნორმალური ადამიანისათვის უკადრის საქმიანობას, ისეთები როგორიცაა: ყაჩაღობა, თაღლითობა, ქურდობა, ნებისმიერი სახის ნარკოტიკთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმიანობა, არ უნდა ჰქონდეთ შეხება ცეცხლსასროლ და ცივ იარაღთან დაკავშირებულ ნებისმიერ საქმიანობასთან, არ უნდა ჰქონდეთ არც ერთი ნასამართლეობა; არ უნდა ჰქონდეთ ჩადენილი საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, აგრეთვე საერთაშორისო სამართლის ნორმებით გათვალისწინებული სამართალს მოკლებული ნებისმიერი საქციელი. ოჯახის არც ერთი წევრი არ უნდა იყვნენ გატაცებული აზარტული თამაშებით (კაზინო, ტოტალიზატორი და ა.შ.) და აგრეთვე არ უნდა უყვარდეთ ხშირი სმა.
6) გარეგნობა, ხასიათი, თვისებები, ურთიერთობა და სხვა -
ა) გარეგნობა
I. სიმაღლე - 165 – 175 სმ.
II. წონა - 47 – 57 კგ.
III. თვალის ფერი - სულ ერთია
IV. თმის ფერი - სულ ერთია
V. ფეხის ზომა - 35 – 39
აგრეთვე
I. ასაკი - 18 – 25წ.
სექსუალური გამოცდილება
I. ქალიშვილობა - აუცილებლად
II. ანალი - არანაირი გამოცდილება
III. ორალი - არანაირი გამოცდილება
IV. თვითდაკმაყოფილება - დასაშვებია
V. პორნო - დასაშვებია (ხშირად არა)
VI. თვითდაკმაყოფილება პარტნიორთან ყოფნისას ერთმანეთის შეუხებლად - არანაირი გამოცდილება
ბ) ხასიათი
I.ერთგული
II.ხალისიანი და სიცოცხლისმოყვარე
III.ზომიერად მხიარული
IV.ოპტიმისტი
V.დამთმობი და გამგებიანი
VI.სამართლიანი
VII.ტემპერამენტიანი
VIII.მორიდებული (ზომიერად)
IX.უმცროს/უფროსის მცოდნე
X.სათნო
XI.მორწმუნე
გ) თვისებები
I. უნდა იცოდეს ჭრა - კერვა
II. უნდა იცოდეს ქარგვა
III. უნდა იცოდეს ქსოვა
IV. უნდა იცოდეს სელის ბეჭვა
V. უნდა იცოდეს დართვა
VI. უნდა იცოდეს ლამბვა
VII. უნდა იცოდეს გარღვეული თვალის ამოყვანა
VIII. უნდა იყოს სულ ფორმაში
IX. უნდა იცოდეს სარეცხის რეცხვა
X. უნდა იცოდეს ჭურჭლის რეცხვა
XI. უნდა იცოდეს სახლის დალაგება (ყველანაირი მეთოდით)
XII. უნდა იცოდეს ყველა ძირითადი ქართული საჭმელების კეთება
XIII. უნდა იცოდეს უცხოური სამზარეულო (სასურველია)
XIV. უნდა იყოს ზრდილობიანი
XV. უნდა იყოს პატიოსანი
XVI. უნდა იყოს იდეის გენარატორი
XVII. უნდა იყოს ინიციატივიანი (დადებითი გაგებით)
XVIII. უნდა უყვარდეს ბავშვები
XIX. უნდა იყოს ნასწავლი
XX. უნდა იყოს ნაკითხი
XXI. უნდა იყოს ტკბილმოუბარი
XXII. უნდა იყოს გამოსული
XXIII. უნდა იყოს გემოვნებიანი
XXIV. უნდა იყოს ერუდირებული
XXV. უნდა იყოს ტაქტიანი
XXVI. უნდა იყოს სუფთა და კოპწია
XXVII. უნდა იყოს ჭკვიანი
XXVIII. უნდა იყოს ფულის ყადრის მცოდნე
XXIX. უნდა იყოს ოჯახისთვის ფულის დამზოგავი
XXX. უნდა იყოს უკარება
დ) ურთიერთობა
I. უნდა უნდოდეს საკუთარი შვილების მარტო გაზრდა
ე) აკრძალვები
აკრძალულია:
I. ნარკოტიკები
II. ალკოჰოლის სმა
III. მოწევა
IV. მოდელობა
V. ცეკვა
VI. სიმღერა
VII. პოპულარობა
VIII. მანქანის ტარება
IX. გამომწვევად ჩაცმა
X. ამა თუ იმ მიზეზით ჩემს მიერ დაწუნებულ ხალხთან მეგობრობა
XI. ბავშვების ძიძის დახმარებით გაზრდა
XII. ბავშვების მშობლების ხშირი დახმარებით გაზრდა
XIII. მშობლებთან და ოჯახის წევრებთან წარამარა სიარული
XIV. ჩემს დაუკითხავად სახლში მეგობრების ან სხვა ვინმეს მოყვანა (გარდა სისხლით ან მირონით ნათესავებისა)
XV. ოჯახში ჩემს მაგივრად გადაწყვეტილებების მიღება
XVI. ოჯახის და მისი წევრების ოჯახების გარდა სხვაგან ღამისთევით დარჩენა
XVII. ღამე მარტო ან ვინმესთან ერთად სიარული