შესული ვიყავი ცესკოს საიტზე
http://www.cec.gov.ge/2004/news.HTMLდა ასეთ ინფორმაციას გადავაწყდი:
"დღის 12 საათისათვის ამომრჩეველთა აქტივობა ქვეყნის მასშტაბით იყო 580747."
მარტივ არითმეტიკას თუ მოვიშველიებთ:
სულ ქვეყნის მაშტაბით არის 2700-მდე საარჩევნო უბანი.
თუ გამოვაკლებთ საზღვარგარეთის უბენებს და რამოდენიმე ისეთ უბანს რომელიც საერთოდ არ გახსნილა,
გამოგვივა მაქსიმუმ 2600 უბანი.
ანუ გამოდის რომ თითოეულ უბანზე მივიდა 223.4 ამომრჩეველი
(ვიმეორებ რომ ეს არის დღის 12 საათისათვის არსებული ცესკოს ინფორმაცია)
როგორც ვიცით საარჩევნო უბნები გაიხსნა დილის 8 სთ-ზე
და ისიც ვიცით რომ არაორგანიზებულობის გამო ძალიან ბევრი უბნის გახსნა დაგვიანდა.
ე.ი. საშუალო დრო 8-დან 12-მდე გამოდის დაახლოებით 3.5 საათი,
ანუ გამოდის რომ თითოეულ უბანზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველ 1 წუთში არჩევანს აკეთებდა 1.1-1.2 ადამიანი.
(ნაახალწლევს დილის 8-დან 12-საათამდე

)
მე არ ვამბობ რომ ეს ნაღდად შეუძლებელია ან იმას რომ ეს სრულიად შესაძლებელია.
მე მაინტერესებს თქვენი აზრი.
როგორ ფიქრობთ რამდენად რეალურია?
დღის 12 სთ-თვის 580747 ამომრჩეველი.
This post has been edited by Goginio on 4 Jan 2004, 19:37