ფორუმის სხვა განყოფილებაში წარმოიშვა მშვენიერი იდეა,
რომლის განხორციელებისათვის საჭიროა ფორუმელთა ენთუზიამი, მონდომება და
საქმის კარგი ორგანიზება.
აქ მოვათავსებ უკვე დაფიქსირებულ ''მონახაზებს''
.............................................................................სილამაზე წარმოადგემს თავისებურ ეროვნულ სიმდიდრეს და არც თუ ისე უმნიშვნელოვანს.
სხვათაშორის ფორუმზე ძალიან მრავალი ლამაზი გოგონაა და რა თქმა უნდა ეს ფორუმის სიმდიდრეა.
ხომ არ ჩაგვეტარებინა კონკურსი, სახელწოდებით:
''საქართველოს ვირტუალური დედოფალი 2004''- რატომაც არა?!
ვირტუალური სამყაროს დადებითი მხარე ისაა, რომ ადამიანზე წარმოდგენა
გექმნება არა მარტო მისი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე.
ჩავატაროთ კონკურსი და გარკვეული წესის დაცვით გამოვავლინოთ გამარჯვებულები
რომლებიც დაიმსახურებენ ფორუმელთა მოწონებას ყველა მხრიდან.
(როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი)
თუ აზრი მოგეწონათ გამოეხმაურეთ და მემგონი არ იქნება რთული გარკვეული წესების ჩამოყალიბება და შესაბამისად კონკურსის საორგანიზაციო სამჭოს (ჟიურის) შექმნა.
......................................................................პირობას გაძლევ ამ კონკურსში არავინ დაიჩაგრება
1. შემუშავებული იქნება სპეციალური ქულათა მინიჭების სისტემა. (არა მარტო ფიზიკური მონაცემების შეფასება)
2. განისაზღვრება ქილათა მინიჭების საკითხი (ვის შეუძლია და რამდენი შეუძლია)
3. ყველა მონაწილეს გადაეცემა სამაზსოვრო პრიზი (მაგალითად: კარგი მაისური ფორუმის ემბლემით და შესაბამისი წარწერით)
4. გარდა ამისა ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო იქნება და ყველა ერთად ვიხალისებთ''
......................................................................ყველას! ყველას! და შენ განსაკუთრებით!მალე საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადდება და თქნენს სამსჯავროზე
გამოიტანს კონკურსის ჩატარების ძირითად დებულებებს.
საორგანიზაციო კომიტეტის მიერ მოხდება დებულების დამტკიცება და
ჟიურის შერჩევა, რომლის კომპეტენციაშიც შევა ფორუმელთა საერთო
აზრის გათვალისწინებით ''ვირტუალური დედოფალი 2004''...-ის არჩევა
.....................................................................ამის შესახებ დაწვრილებით ინფორმაცია კიდევ დასამუშავებელია, მაგრამ
არსებობს გარკვეული მონახაზი რომლის მიხედვითაც შემუშავდება საკმაოდ რთული
მექანიზმი.
ფიზიკურ მონაცემებს რა თქმა უნდა მნიშვნელობა მიენიჭება, მაგრამ არა გადამწყვეტი.
თვითოეულ მონაწილე სურვილისამებრ ამოარჩევს და პასუხს გასცემს ფორუმელთა მიერ დასმულ შეკითხვებს. გარდა ამისა უკვე აუცილებელი სახით გასცემს პასუხებს ჟიურის მიერ წინასწარ შემუშავებულ კითხვებს.
კითხვა/პასუხებში არ იგულისხმება რაიმე ვიქტორინას მსგავსი რამ.
უბრალოდ გამოვლინდება კანდიდატის დამოკიდებულობა ამა თუ იმ საკითხთან რასაც გარკვეული მნიშვნელობა ექნება ქულების მინიჭების დროს.
წინასწარ განისაზღვრება თუ რომელ ფორუმელს შეუძლია ქულის მინიჭება.
(ფორუმზე მოღვაწეობის რა სტაჟია აუცილებელი ამისათვის)
საერთო აზრის გათვალისწინებით და ქულათა დათვლის საფუძველზე გამოვლინდება ''ოქროს ათეული'' რომელიც ბრძოლას გააგრძელებს ფინალში.
ვიმეორებ ჯერ კიდევ ყველაფერი დასახვეწია.
ამჯამად მთავარია თუ რას ფიქრომს ფორუმელთა უმრავლესობა და რაც მთავარია
თვითონ კონკუტსში მონაწილეები.
.....................................................................- რა არის საჭირო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად
- როგორ შეფასდებიან
- ვინ შეაფასებს
და სხვა....
იქ ავირჩევთ ჟიურის
განვსაზღვრავთ ზოგად საკითხებს რაც დაკავშირებულია
საპრიზო საკითხებთან და სხვა...
.....................................................................- რა არის საჭირო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სურათები
სახე- წინხედი და პროფილი
მთელი სხეული- გადავწყვიტოთ როგორ....
მონაცემები ისე როგორც მოდელებს ....
ფორმა გავაკეთოთ რომელსაც შეავსებენ...
- როგორ შეფასდებიან კონკურსში იქნება როგორც სილამაზის ასევე მისი ინტელექტის შეფასება ...
განსაკუთრებული კითხვები იქნება... რომელზეც საპასუხოდ სულ რამოდენიმე წუთი ექნებათ
- ვინ შეაფასებს ეგ გადავწყვითოთ გამოვიყენოთ 10 ბალიანი სისტემა....
საჭიროა არა მარტო 10 ჟიურის წევრი, არამედ
აუცილებლად ჟიურის სააპელაციო არბიტრაჟი, რომელშიც იქნება ფორუმის მიერ არჩეული ხალხი.. ანუ ის ხალხი ვისაც მონაწილეები აირჩევენ...
.................................................................მთლიანი განხილვა აქაა.
http://forum.ge/index.php?act=ST&f=20&t=33562835&st=45 გთხოვთ გამოთქვათ თქვენი აზრი.
შეძლებისდაგვარად ყველა გამოთქმული მოსაზრება გათვალისწინებული იქნება.