ალბათ ყველა აღიარებთ, რომ ტუალეტში ჯდომისას ანეკდოტების კითხვა უდიდესი სიამოვნებაა.
ხოდა ერთ მშვენიერ, ან არც ისე მშვენიერ დილას, ერთი მშვენიერი, ანეკდოტების წიგნით ხელში, ტუალეტისკენ გავეშურე.
დავჯექი და მივეცი განცხრომას..
ორ-სამ წუთში ზარის ხმა მომესმა

არფერს გაცლიან რა ნორმალურად

რაღა ახლა მოუნდათ

გაზის მრიცხველის გამოსაცვლელად ხელოსნებს ველოდებოდი, განცხრომა შევწყვიტე, მოთხოვნილება დავინაჩქარევკმაყოფილე და კარის გასაღებად ცოოოტათი უკმაყოფილო გავემართე.
კართან ორი ქალბატონი დამხვდა.. ხელოსნები არ უნდა ყოფილიყვნენ..
-გამარჯობათ
-გაგიმარჯოთ
-იცით, ყველა თქვენს მეზობელს ვესაუბრებით, შეგიძლიათ ორი წუთი დაგვითმოთ?
საუბრის თემა რომ "ჭეშმარიტი ღმერთი" იქნებოდა, აშკარა იყო, თუმცა მაქსიმალურ ზრდილობას მოვუხმე და გადავწყვიტე ორიოდე წინადადების მოსმენის შემდეგ კულტურულად მიმენიშნებინა წაბრძანებისკენ.
-გისმენთ
-გიფიქრიათ თუ არა იმაზე, რომ მთავრობაში 1 ღირსეული ადამიანი მოვა და ქვეყანაზე მშვიდობა დაისადგურებს?
-არა იცით, არ მიფიქრია ამაზე, ნაკლებად მაინტერესებს

-მეორედ მოსვლა იქნება როგორ დახვდებით? მარადიული ცხოვრება რომ დადგება, თუ იცით?
მაქსიმალურმა ზრდილობამ, როგორც იტყვიან კუდი ამოიძუა (მაააგარი ფრაზაა

) დაგასაპარად მოემზადა.
-

ჯახუნ.

ჩაგაშხამებენ რა ყველანაირ სიამოვნებას..