"რელიგია და საზოგადოება - რწმენა ჩვენს ცხოვრებაში"
საპატრიარქოში დღეს გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია "რელიგია და საზოგადოება - რწმენა ჩვენს ცხოვრებაში", რომელსაც საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი ილია მეორე, ეპისკოპოსები და ისტორიკოსები ესწრებოდნენ.
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნატარესმა ილია მეორე კონფერენციის მონაწილეები დალოცა და განაცხადა, რომ ასეთი კონფერენციის ჩატარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მეცნიერებისა და ეკლესიის დაახლოებას და საერო დასასულიერო პირთა მოღვაწეობის შერწყმას.
საპატრიარქოს შემდეგ საერთაშორისო კონფერენციამ ისტორიის ინსტიტუტში გადაინაცვლა და ის ინსტიტუტის დირექტორმა დავით მუსხელიშვილმა გახსნა.
დირექტორის მოადგილემ ალექსანდრე დაუშვილმა განაცხადა, რომ კონფერენციაზე განიხილება ისტორიის, ძველი ქართული მწერლობისა და ენათმეცნიერების, ეკონომიკის, სამართლის, მედიცინისა და ფსიქოლოგიის, პედაგოგიკის, სოციალოგიის და სხვა მეცნოერებებთან დაკავშირებული საკითხები.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია მომლოცველობითი გასვლა წმინდა ქალაქ მცხეთაში. კონფერენციის დაკვნითი პლენარული სხდომა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის შენობაში ჩატარდება.
ლინკებით ნაძებნს თვალით ნანახი ჯობიაო!