lexannaროცა ბათუმი და ქობულეთი მოვინახულე, მეც მომხვდა თვალში ის ფაქტი, რომ არ იყო ომისგან გაპარტახებული. არადა თბილისში უკვე ისე შევეჩვიე, რომ მეგონა, რომ ყველაფერი დაქცეული და გამურული უნდა ყოფილიყო.
ეს უდავოდ არის ასლანის დამსახურება და არც და ვერც ვერავინ დაუკარგავს.
ახლა კი ასლანი მუხრუჭად გადაიქცა. აშკარად აქვს ადგილი ტერორს და დიქტატურას. კარგი ეკონომიკური მდგომარეობა კი ფარსია მხოლოდ.
ჩემი აზრით ადამიანის ქმედება სწორად უნდა იყოს მორგებული მის ბიუჯეტს: როცა კაცი მაგარ მანქანას ყიდულობა თავისთვის, მას უნდა მოაყოლოს კარგი საჩუქარი მეუღლისთვის და დახმარება რამდენიმე გაჭირვეული ნათესავისთვის. თუ მეტსაც გააკეთებს ხომ კიდევ უკეთესი.
ხოდა
როცა ოპერას აშენებ უნდა გესმოდეს, რომ შიმშილით არ უნდა იტანჯებოდეს მოსახლეობის დიდი ნაწილი. იმას კი არ ვამბობ, რომ აუცილებლად ყველას ჰქონდეს ოპერაში სიარულის შესაძლებლობა მეთქი, უბრალოდ სარჩოს მოსაპოვებლად საკმარისი რესურსი მაინც უნდა ჰქონდეს უმრავლესობას.
მოკლედ ეს არის საქართველოდან დანახული აჭარა.
საზღვარგარეთ კი სხვა რამე ჩანს, კერძოდ კი აჭარის ტელევიზია (მგონი ყველა თანამგზავრზე გადაიცემა

) ოპერა, და კიდევ რამოდენიმე პოპულისტური ინფორმაცია.