მოკლედ ფორუმი რისი ფორუმია თუ დისკოსიები და კამათები არ იქნა.
იასნია ფორუმის მიზანიც ეგაა რაიმე ტემასთან დაკავშირებით დისკუსიის შედეგად რაიმე აზრის გამოტანა და ასე შემდეგ.
მაგრამ რას იტყვით ხალხნო კიდევ ერთი სხოდკა ხომ არ გაგვეკეთებინა, ოღონდ ამჯერად რაიმე თემასთან დაკავშირებით? არ მინდა, მომბეზრდა ამდენი სხოდკაობა მხოლოდ იმის გამო რომ ვინმე გავიცნო.
არ ჯობია რეალური ფორუმი ჩავატაროთ? მართალია რეალში ცოტა ძნელია იყო ისეთი როგორიც აქ ხარ და ისაუბრო ეგეთ თემებზე, მაგრამ შევეცადოთ და შევიკრიბოთ არა გაცნობის მიზნით არამედ კამათის და დისკუსიისთვის. დამიჯერეთ ეგრე უფრო მივიღებთ ბევრ კითხვაზე არგუმენტირებულ პასუხს.
პ.ს. ამ გამოკითხვის იდეა გამიჩნდა აი ამ თემიდან გამომდინარე.
http://forum.ge/index.php?showtopic=33564459